1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: თავდაპირველად ბარდება ტესტური გამოცდა, ხოლო შემდეგ – წერითი გამოცდა.
2. წერით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ტესტურ გამოცდას.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება ტესტური და წერითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
4. როგორც ტესტური, ისე წერითი გამოცდის შედეგები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინდივიდუალურად ეცნობება ყველა კანდიდატს, ხოლო გამოცდის შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტური გამოც