1. უნივერსიტეტში მოქმედებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.
2. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი სწავლის სფეროს პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
6. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი სწავლის სფეროს წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
უნივერსიტეტის პერსონა