1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს აკადემიის ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში და საბუთების მიღების ვადის ამოწურვამდე განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა, წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღი.

5. კონკურსის ჩატარების წესს შეიმუშავებს აკადემიის აკადემიური საბჭო და მისი წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭ