1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი (თუ მას ათვისებული აქვს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტი მაინც