1. არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.
2. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ თავით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით აკადემიის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
3. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);
ე) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;
ვ) საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა.
4. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. აკადემიის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ აკადემიის ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ თავით დადგენილი წესის ან/და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზ