1. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
2. ფაკულტეტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად შეიმუშავებს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომლის მიხედვითაც:
ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებს და გეგმებს;
ბ) შეიმუშავებს პერსონალის სამსახურში მიღების წესს, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო;
გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;
დ) ირჩევს ფაკულტეტის მართვის ორგანოებს;
ე) ქმნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
ვ) წყვეტს ფაკულტეტის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებ