1. განათლების ხარისხის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის ვალდებულებაა, რომელსაც ის ახორციელებს უმაღლესი სასწავლებლის ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის ორგანოს.
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელება ხარისხის სფეროში;
ბ) განათლების ხარისხის მართვის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა უნივერსიტეტში;
გ) აკრედიტაციის გავლისათვის საგანმანათლებლო პროცესის თვითშეფასების მექანიზმების დანერგვა და ამოქმედება; სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
დ) განათლების ხარისხის შეფასების ერთიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავება და სტუდენტების ჩართვა განათლების ხარისხის მართვისა და კონტროლის პროცესში;
ე) განათლების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შედეგების გამოყენება სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისათვის;
ვ) სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა, სასწავლო რესურსების და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კრიტერიუმების დადგენა და შეფასება;
ზ) პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია.
4. უნივერსიტეტის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით.
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინები