1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა:
ა) აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ;
ბ) განცხადებაში აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა, განცხადების მიღების ადგილი და ვადა;
გ) აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს სამი კვირის ვადაში, აფასებს კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ:
ა) წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში, ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით;
ბ) ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია;
გ) კომისია არჩევნების შედეგს საჯაროდ აცხადებს 3 დღის ვადაში ;
დ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს იგივე ან სხვა კანდიდატურას;
ე) კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევში, აკადემიური საბჭო ხელახლა ატარებს შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭო