1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 40 დღისა, იმართება დაწესებულების რექტორის არჩევნები. არჩევნებს ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
2. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს საჯაროდ წარუდგენს სამოქმედო გეგმას.
3. რექტორი ირჩევა უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ კანდიდატმა მოიპოვა ხმების უმრავლესობა – საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 50%-ზე მეტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე იმართება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორი კანდიდატისათვის, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს. თუ კენჭს იყრიდა 1 ან 2 კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები (ცხადდება კონკურსი). არჩევნების შედეგები მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.
5. ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტინების მეშვეობით. მასში უნდა იქნეს შეტანილი კონკურსში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთი კანდიდატს. სხვა შემთხვევაში ბიულეტინი ბათილად ჩაითვლება.
6. რექტორი ირჩევა 4 წლის ვადით.
7. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება არჩევნების ჩატარებით უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადი