1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება აკადემიური საბჭოს მიერ.
2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოში მოიწვევა დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის(ების) უვადო ან უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტის მქონე სრული ან ასოცირებული პროფესორი.
4. სადისერტაციო საბჭოში შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ფაკულტეტის ინიციატივით .
5. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მეცნიერების შესაბამის დარგებში.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლა