1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება: სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

4. პროფესორებს აქვთ  ოთხი სახის კონტრაქტი: უვადო, უვადოზე ორიენტირებული, სპეციალური და ვადიანი.

ა) უვადო კონტრაქტები პროფესორებს უფორმდებათ, იმ მოტივით, რომ ამ პროფესორს აქვს:

ა.ა) უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება;

ა.ბ) მნიშვნელოვანი კვლევითი წარმატება, რომელიც სავარაუდოა, რომ გაგრძელდება მომავალში;

ა.გ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც სავარაუდოა, რომ გაგრძელდება მომავალში;

ბ) უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტი პროფესორებს უფორმდებათ, იმ მოტივით, რომ ეს პროფესორი:

ბ.ა)  უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას;

ბ.ბ) აქვს მზარდი კვლევითი წარამტება;

ბ.გ) კითხულობს, ან წაიკითხავს ლექციებს, რომლებიც განკუთვნილია ფართო აუდიტორიის მოსაზიდად  და დაინტერესებისათვის;

გ) ვადიანი კონტრაქტი პროფესორებს უფორმდებათ, იმ მოტივით, რომ ეს პროფესორი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანთლებლო პროცესში;

დ) სპეციალური კონტრაქტი უფორმდებათ იმ პროფესორებს, რომლებიც:

დ.ა) ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საზღვარგარეთ;

დ.ბ) სხვა რაიმე საპატიო მოტივით ვერ ახორციელებენ ყოველდღიურ დატვირთვას.

5.უვადო, უვადოზე ორიენტირებული, სპეციალური და ვადიანი კონტრაქტების გაფორმების წესს საზღვრავს აკადემიური საბჭო მას შემდეგ, რაც გადაწყვეტს ამა თუ იმ კანდიდატისათვის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის საკითხ