1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი და მათი  მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

5.  დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს  წარმომადგენლობითი საბჭო.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.

7. მკვლევარის თანამდებობის დაკავება ხდება ინსტიტუტის დირექტორის ან დეკანის წარდგინებით. ხელშეკრულებას მომავალ მკვლევართან აფორმებს რექტორი. შესაძლებელია, ინსიტუტის –დირექტორის, ან დეკანის წარდგინების საფუძველზე, გამოცხადდეს კონკურსი მკვლევარის თანამდებობის დასაკავებლა