1. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებებს:
ა) დამოუკიდებლად წყვეტს საკადრო საკითხებს;
ბ) განსაზღვრავს აკადემიური და სხვა პერსონალის საშტატო განრიგს და მისაღებ კონტინგენტს;
გ) ადგენს სპეციალობათა ნუსხას;
დ) უნივერსიტეტში ხორციელდება აკადემიური ხარისხების მინიჭება;
ე) განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე ამყარებს კავშირს სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ზ) აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ, პროფესიულ, კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ და ჰუმანიტარულ საქმიანობაში;
თ) ეწევა ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის საქმიანობას ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე;
ი) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკის და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს.
2. უნივერსიტეტში ნებაყოფლობის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციები (პროფკავშირული, სტუდენტთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა, სამეცნიერო-პედაგოგიური, შემოქმედებითი, სპორტული და სხვა) გაერთიანებული პროფესიული ინტერესების შესაბამისად.
3. უნივერსიტეტში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.
4. უნივერსიტეტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო, აგრეთვე სხვა პროფილის სპეციალობებში მოამზადოს პიროვნება ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნის, მეცნიერული მეთოდების და პრაქტიკული ჩვევების გამოყენებას;
ბ) სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირების – მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება;
გ) პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების მქონე პირების – ბაკალავრებისა და დიპლომირებული სპეციალისტის მომზადება;
დ) დიპლომირებული ვეტერინარის მომზადება;
ე) სპეციალისტების მომზადება პრაქტიკული ხასიათის საქმიანობისათვის – რეზიდენტურაში;
ვ) ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც მოიცავს სახელობო- საგანმანათლებლო პროგრამების ათვისებას, რომლის შედეგად პირს ენიჭება პროფესიული კვალიფიკაცია;
ზ) ზრუნვა თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
თ) ხელი შეუწყოს სტუდენტთა და თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
ი) იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
კ) ხელი შეუწყოს სპორტის და მხატვრული თვითშემოქმედების განვითარებას;
ლ) ითანამშრომლოს საქართველოს და სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
მ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
ნ) მოემსახუროს მეცნიერებას სწავლის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;
ო) ხელი შეუწყოს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
პ) უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და ღია ხასიათი, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლება, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობა და გამჭირვალობა, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობის და სხვა ნიშნით;
ჟ) საგანმანათლებლო მომსახურებისა და სპეციალისტების მომზადების ხარისხი აამაღლოს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების დონემდე;
რ) შექმნას და დანერგოს განათლების ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინები