1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
2. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება დაწესებულების მიერ, რომელზედაც პასუხისმგებელია რექტორის მ.შ.
3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
ა) დაწესებულებისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება;
ბ) აღნიშნვა იმის შესახებ, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვის არის განკუთვნილი;
გ) აღნიშნვა იმის შესახებ, საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია აკადემიური პერსონალის თუ სტუდენტთათვის;
დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს ასარჩევად დაუშვებელია პირზე ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემა, ასევე აკადემიურ პერსონალზე სტუდენტის საარჩევნო ბიულეტენის გაცემა ან პირიქით.
5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – დაწესებულების კადრების სამსახურის მიერ გაცემული სპეციალური საბუთის საფუძველზე
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 22. საარჩევნო ბიულეტენი
თავი IX — არჩევნების ორგანიზების და ჩატარების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა
- მუხლი 17. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
- მუხლი 18. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 19. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 20. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 21. საარჩევნო სიები
- მუხლი 23. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 24. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 25. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 26. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 27. დამკვირვებელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 22, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-22/