1. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

2. დეკანის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას ფაკულტეტის საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

3. კანდიდატი ფაკულტეტის საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ.

4. დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.თუ დეკანობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
თავი V
უნივერსიტეტის პერსონალ