1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს.
2. ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაშ