1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;

გ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;

ე) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;

ვ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულთა და მათი ნივთების, ადგილსამყოფლის შემოწმება, აგრეთვე აკრძალული ნივთების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღება-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების ხელშეწყობა, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

მ) სატრანსპორტო საშუალების დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზედამხედველობა და კონტროლი;

ნ) მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;

ო) შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

რ) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.

3. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილება, თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარ