1. დაწესებულება არის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნია, არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. დაწესებულებაში განთავსებული არიან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვნები. აგრეთვე, სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა.
3. დაწესებულება არის არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისი სტრუქტურითა და პერსონალით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
4. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
5. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
7. დაწესებულების მისამართია: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №