1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია:

ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;

ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება;

გ) სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროების განსაზღვრა;

დ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) სამსახურის გენერალური დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსის გამოყოფის, მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ვ) სამსახურის გენერალური დირექტორისთვის დაწესებულების ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა;

ზ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

ი) მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე − ბრძანების გამოცემა;

კ) შიდა კლასიფიკაციის საკნის, მოსაცდელი საკნისა და საკნის ტიპის საცხოვრებლის განსაზღვრა;

ლ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება;

მ) დღის განრიგის დამტკიცება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება;

ო) მულტიდისციპლინური გუნდის/გუნდების შექმნა;

პ) განსაკუთრებული შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც შესაძლებელია ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატებოდეს 24 საათს;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობასა და დაწესებულებისთვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.

3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილ