1. დაწესებულების ამოცანებია:

ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება;

ბ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2. დაწესებულების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მომზადება და ამ გეგმის შესაბამისად სასჯელის მოხდის ორგანიზება;

ბ) ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში მსჯავრდებულთათვის შრომის, განათლების ან/და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა;

გ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;

დ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;

ე) მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის − პაემნების, სატელეფონო საუბრის, მიმოწერისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, ამ დებულების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომ − დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

თ) მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;

ი) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, მსჯავრდებულთა და მათი ნივთების, მოთავსების ადგილის შემოწმება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;

ლ) ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება და მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა;

ო) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;

პ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით;

ჟ) მსჯავრდებულის პირადი საქმისა და მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;

რ) მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების უზრუნველყოფა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ს) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამსახურის გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;

ტ) მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური მომსახურებითა და სხვადასხვა სოციალური აქტივობებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა;

უ) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზების ხელშეწყობა;

ფ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების/განხორციელების მიზნით;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი II

დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზე