1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) მსჯავრდებულის პირადი საქმისა და მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება;

გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ესკორტირების (დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას) დოკუმენტაციის მომზადება;

დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, მსჯავრდებულის გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;

თ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.

3. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებ