სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;
ბ) ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საქართველოს თავდაცვის ძალებით უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა;
დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა;
ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება;
თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3505 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3505
წინა რედაქცია (23.03.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნმისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სამხედქართველოს თავდაცვის ძალებით უზრუნველყოფა; გ) სამხედქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა; დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა; ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება; თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.