„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3505-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
130000000.05.001.021070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საქართველოს თავდაცვის ძალებით უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა;“.

2. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი დამტკიცების წესი განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3505-XIIIმს-Xმპ