საგარეო უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;
ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე განხორციელება;
დ) ქვეყნის ფარგლების გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;
ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება;
ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარებ