და
ენერგეტიკული
უსაფრთხოებასოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება და პროგნოზირება, შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;

გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია;

დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;

ვ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება;

ზ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

თ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

კ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ლ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისა და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019