1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც  ერთ პირი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა და პირობებისა, არ უნდა განიცდიდეს თვითნებურ ან უკანონო ჩარევას მის პირად ცხოვრებაში, ოჯახში, საცხოვრებელში, კორესპონდენციასა და სხვა სახის კომუნიკაციაში; დაუშვებელია მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. ასეთი სახის ჩარევისა და თავდასხმის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იყონ დაცული კანონით.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა სხვათა თანაბრად უნდა დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი, სამედიცინო და სარეაბილიტაციო ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალურობ