1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას შრომაზე, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე; აღნიშნული მოიცავს საკუთარი შრომით ცხოვრების უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოპოვების უფლებას, მაშინ როდესაც შრომითი ბაზარი და სამუშაო გარემო არის ღია, ინკლუზიური და მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მონაწილე სახელმწიფოები, შესაბამისი საფეხურების გავლით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, იცავენ და ხელს უწყობენ შრომის უფლების რეალიზებას, მათ შორის მათთვის, ვინც შეზღუდვა მიიღო შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მათ შორის, რათა:
a. აიკრძალოს შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ნებისმიერი დისკრიმინაცია დასაქმების ყველა ფორმასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის: სამუშაოზე აყვანის პირობები, დაქირავება და დასაქმება, სამუშაო ადგილის შენარჩუნება, სამსახურებრივი წინსვლა, სამუშაო ადგილის უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემო;
b. დაცულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლება შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე, რაც მოიცავს თანაბარ შესაძლებლობებსა და ანაზღაურებას ერთი და იმავე შრომის შესრულებისათვის, უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, მათ შორის დაცვას ძალადობისაგან და პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე.
c. უზრუნველოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი Uუფლება საკუთარი შრომის და პროფკავშირული უფლებების გამოყენებაზე;
d. უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა;
e. ხელი შეეწყოს შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს, ისევე როგორც სამუშაო ადგილის მოძიების, შენარჩუნებისა და მუშაობის განახლებაში ხელშეწყობას;
f. მხარდაჭერილ იქნეს თვითდასაქმების, მეწარმეობის, კოოპერატივების განვითარებისა და საკუთარი ბიზნესის ორგანიზების შესაძლებლობები;
g. მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება საჯარო სექტორში;
h. ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კერძო სექტორში დასაქმებას შესაბამისი პოლიტიკისა და ზომების გატარებით, რაც შესაძლოა მოიცავდეს პოზიტიურ სამოქმედო პროგრამებს, სტიმულირებას და სხვა ზომებს;
i. უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაო ადგილის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად მოწყობა;
j. ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შრომითი გამოცდილების ღია შრომითი ბაზარზე მიღებას;
k. ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული და საკვალიფიკაციო რეაბილიტაციის, სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაბრუნების პროგრამების განხორციელებას.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონობისა და დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნის, იძულებითი და სავალდებულო შრომისაგან დაცვა სხვათა თანაბრა