1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები, რაც უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების პროცესში:

a. დაცული უნდა იქნას იურიდიულად დადგენილი გარანტიები, მათ შორის კანონმდებლობა მონაცემთა დაცვის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა და ხელშეუხებლობა;

b. დაცული იქნას ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები, ასევე მონაცემთა შეგროვებისა და სტატისტიკის გამოყენების  ეთიკური პრინციპები.

2. წინამდებარე მუხლის გათვალისწინებით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება ხდება შესაბამისი წესის მიხედვით და გამოიყენება მონაწილე ქვეყნების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალსწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში არსებული ბარიერების გამოვლენასა და გადაჭრაში.

3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას გაავრცელონ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები და უზრუნველყონ მათი მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და ასევე სხვა პირთათვი