1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უფლებას  და იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყოფილ იქნეს:

a. კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალების მისაწვდომი ფორმატი;

b. სატელევიზიო პროგრამების, ფილმების, თეატრისა და სხვა კულტურულ აქტივობათა მისაწვდომი ფორმატები;

c. კულტურის დაწესებულებებისა და მომსახურების, როგორიცაა თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები, ბიბლიოთეკები, ტურისტული სამსახურები და შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული კულტურის ძეგლებისა და მონუმენტების მისაწვდომობა.

2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალისა განვითარებისა და გამოყენებისათვის, არა მხოლოდ პირადი, არამედ მთლიანად საზოგადოების გამდიდრების მიზნით.

3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში, რათა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონმდებლობამ არ შუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუმართლებელი და დაუძლეველი ბარიერები კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალის მისაწვდომობაზე.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ენიჭებათ მათი განსაკუთრებული კულტურული და ენობრივი თვითმყოფადობის,  მათ შორის ჟესტების ენისა და ყრუთა კულტურის აღიარებისა და მხარდაჭერის თანაბარი უფლება.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დასვენების, თავისუფალი დროის გატარებისა და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის თანაბარი უფლების უზრუნველსაყოფად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, მათ შორის:

a. ზოგადი პროფილის სპორტულ ღონისძიებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური მონაწილეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით სპეციფიკური სპორტული და რეკრიაციული ღონისძიებების ორგანიზების, განვითარების, მონაწილეობის უზრუნველყოფა; ამასთან მიმართებაში, მათთვის შესაბამისი ინსტრუქტაჟის, სწავლებისა და რესურსების თანაბარი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სპორტული ღონისძიებების, რეკრიაციული და ტურისტული ობიექტების მისაწვდომობის უზრუნველყოფა:

d. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სხვა ბავშვებთან თანაბრად თამაშებში, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის, დასვენებისა და თავისუფალი დროის გატარების, მათ შორის სასკოლო სისტემაში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;

e. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რეკრიაციული, ტურისტული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართული პირების მომსახურების მისაწვდომობ