1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასვენების, თავისუფალი დროის გატარების, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნას და იმ მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს მათთვის:

ა) შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების წვდომას;

ბ) სერვისების ხელმისაწვდომობას;

გ) სრულ ინკლუზიას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი, სპორტული თუ სხვა პოტენციალის გამოყენებისა და განვითარებისათვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავება