1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისათვის ეროვნულ დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი სტიმულირების  მნიშვნელობას. აღნიშნულთან მიმართებაში იღებენ შესაბამის და ეფექტურ ზომებს ქვეყნებს შორის, საჭიროების შემთხვევაში კი საერთაშორისო და რეგიონალური სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ასეთი ზომები უნდა:

a. უზრუნველყოფდეს საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის განვითარების საერთაშორისო პროგრამების ინკლუზიურ ხასიათს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობას;

b. ხელს უწყობდეს და დახმარებას უწევდეს არსებული შესაძლებლობების განვითარებას ინფორმაციის, გამოცდილების, ტრენინგ პროგრამებისა და მოწინავე პრაქტიკის გაცვლითა და გაზიარებით;

c. ხელს უწყობდეს თანამშრომლობას კვლევებში და სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის მისაწვდომობას;

d. უზრუნველყოფდეს ტექნიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, რაც მოიცავს დამხმარე ტექნოლოგიების შეძენას, საზოგადო სარგებლობაში დანერგვასა და ტექნოლოგიების გადაცემას.

2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ ზღუდავს მონაწილე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა