1. ყოველი ანგარიში განიხილება კომიტეტის მიერ, რომელიც შეიმუშავებს ანგარიშთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, საჭირო რეკომენდაციებს და გადასცემს მათ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს. საპასუხოდ, ამ უკანასკნელს შეუძლია კომიტეტს პასუხად მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვოს დამატებითი ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფო მნიშვნელოვნად აგვიანებს ანგარიშის მიწოდებას, კომიტეტმა, მისთვის სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება აცნობოს შესაბამის სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის განხორციელების ადგილზე შემოწმების საჭიროების შესახებ, თუკი შესაბამისი მოხსენება გაფრთხილებიდან სამი თვის ვადაში არ იქნება წარდგენილი. კომიტეტს უფლება აქვს შესაბამისი მონაწილე სახელმწფო ჩართოს შემოწმების პროცესში. მონაწილე სახელმწიფოს მიერ გაფრთხილების საპასუხოდ ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილი.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუველყოფს ანგარიშების მისაწვდომობას ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის.
4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ანგარიშების საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისათვის მისაწვდომობას და ხელს უწყობენ აღნიშნულ ანგარიშებთან დაკავშირებით საპასუხო წინადადებებისა და ზოგადი რეკომენდაციების მისაწვდომობას.
5. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოების ანგარიშებს გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებულ სააგენტოებს, ფონდებსა და პროგრამებს, ან სხვა კომპეტენურ ორგანოებს, რათა მათი ყურადღება მიაპყრონ ანგარიშებში გამოთქმულ თხოვნას რეკომენდაციისა და ტექნიკური დახმარების შესახე