წინამდებარე კონვენციის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობისა და მასში გათვალისწინებულ სფეროებში, საერთაშორისო თანამშრომლობის  წახალისების მიზნით:

(ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებული სააგენტოები და სხვა ორგანოები უფლებამოსილი არიან ჩაერთონ მათი მანდატით გათვალისწინებული, წინამდებარე კონვენციის  დებულებების განხილვასა და განხორციელებაში. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი სთავაზობს სპეციალიზირებულ დაწესებულებებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოამზადონ კონვენციის განხორციელებისათვის საჭირო საექსპერტო დასკვნა მათი მანდატით გათვალისწინებულ სფეროებში. კომიტეტმა, შესაძლოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებულ დაწესებულებებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზოს, კონვენციის განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადება მათი საქმიანობის სფეროში.

(ბ) მანდატის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი იღებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების გათვალისწინებით დაარსებული დაწესებულებების კონსულტაციებს,  რათა მომზადებული ანგარიშების, რჩევებისა და ზოგადი რეკომენდაციების კოორდინირებით თავიდან იქნას აცილებული ფუნქციების შესრულების დუბლირება და ურთიერთგადაფარვ