1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი აზრისა და რწმენის გამოხატვის უფლების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღებისა და გამოყენების თანაბარ უფლებას მათ მიერ არჩეული ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, ისე როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მუხლი 2-ით, რაც მოიცავს:

a. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სახის შეზღუდვის შესაბამისი ფორმატითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, დაყოვნებისა და დამატებითი დანახარჯების გარეშე;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ, ოფიციალურ ურთიერთობებში, ჟესტების ენის, ბრაილის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციისა და სხვა მისაწვდომი საშუალებების, მოდელებისა და მათ მიერ შერჩეული საკომუნიკაციო ფორმატების მიღებასა და გამოყენების წახალისებას;

c. ფართო საზოგადოების მომსახურების, მათ შორის ინტერნეტ-მომწოდებელი კერძო ორგანიზაციების აქტიურად მხარდაჭერას მათ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმაციის მისაწვდომი და გამოყენებადი ფორმატით უზრუნველყოფისათვის;

d. მასმედიის, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მომწოდებელთა წახალისებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების მისაწვდომი ფორმების გამოყენებისათვის.

e. ჟესტების ენის გამოყენების აღიარებასა და წახალისება