განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/908-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ---------–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატები - მ------------–---, ა-–--------------------–---–-, ნ---------------, გ---------------, ე-–----------–--, ლ------------
ბრალდებული - მ------------ (პირადი #-----------), დაბადებული 1--- წლის 4--------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ.ქ-------–-, ი---------–---–-----ლი შესახვევი #--- ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ზ-----, კ-–------–-- ქ.#---ში,წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;
ბრალდებული - თ------------------ (პირადი #0----------), დაბადებული 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ.ქ-------–-, მ.ბ-------- ქ.#--- ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრები ა-------–------- რაიონის სოფელ ქ--–---–-,წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;
ბრალდებული - მ---------------–-–---–- (პირადი #0----------), დაბადებული 1--- წლის 1--------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული თბილისში, თ---------- კვარტალი, მ---- კორპუსი, ბინა #--ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–-- რაიონის სოფელ ბ----------––-,წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბრალდებული - გ----------–-–---–- (პირადი #6----------), დაბადებული 1--- წლის 2------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ.ქ-------–-, მ.ბ-------- ქუჩა, მ-----/რ-ნი, მ---- კორპუსი, ბინა #---ში,წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბრალდებული - კ--–----------------- (პირადი #-----------), დაბადებული 1--- წლის 2-------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრირებული ქ.ზ--------–-, ნ-------–---- ქ.#---ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ე-----–---–-- ქ.#--- ბინა #--ში,წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
სხდომის სახე - ღია
წარდგენილი ბრალდების არსი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის განაჩენით მ------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ე‘‘, ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მძევლად ხელში ჩაგდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, 7 დღეზე მეტი ხნის ვადით, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია). მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევ მ------------ზე სასჯელის მიზნებმა (დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია) ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
2018 წლის ოქტომბრის თვეში მ-------------, თ-------------------, მ---------------–-–---–-ს, გ----------–-–---–-ს, კ--–-----------------სა და ძიების ამ ეტაპზე კონკრეტულად დაუდგენელ სხვა პირთა მიერ შეიქმნა შეთანხმებულად მოქმედი და სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი, რომლის წევრებისთვის დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი როლებისა და ფუნქციების განაწილება. აღნიშნული პირები წინასწარ შეკავშირდნენ კონკრეტული დანაშაულის ჩასადენად - მოქალაქე გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდების გზით მამამისის - ა----------------------- დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად.
მოქმედებდნენ რა ზემოხსენებული დანაშაულებრივი მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2018 წლის 11 ოქტომბერს გ-------------------- მოტყუებით მიიყვანეს განზრახვის განსახორციელებლად ორი დღით სპეციალურად დაქირავებულ ბინაში (მისამართი: ქ.თბილისი, მ-------- დასახლება, მ-----/რ-ნი, კორპუსი #--- ბინა #--) და, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, აღუკვეთეს მას თავისუფლება. ამის შემდგომ ეს უკანასკნელი თანამზრახველებმა, ასევე, სპეციალურად რამდენიმე დღით ნაქირავები ,,ტოიოტას‘‘ მარკის ,,ვიტსის‘‘ მოდელის ავტომანქანით (სახ.#A--8---B-) იძულებით გადაიყვანეს წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს სახლში, სადაც დააბეს ხელბორკილით იქვე არსებულ საწოლზე, წაართვეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. შეასრულეს რა განზრახული დანაშაულის პ------–ი ეტაპი, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას - ა-------------------- და მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს 3 000 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ მას შვილის სიცოცხლის მოსპობით.
მ-------------, თ-------------------, მ---------------–-–---–-ს, გ----------–-–---–-ს, კ--–-----------------სა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კონკრეტულად დაუდგენელ სხვა წევრთა მიერ ანგარების მოტივითა და სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი ზემოაღნიშნული დენადი დანაშაული გრძელდებოდა 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. დანაშაულის აღკვეთა და გ--------------------- გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ქალაქ თბილისის, ს--------–-------------------, ი---------, რ-----–--------- და ქ--------------- პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად.
ამავდროულად, თ------------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - 1930-1933 წლების ნიმუშის ტ---------- კონსტრუქციის, 7--- მმ კალიბრის პისტოლეტი და ამ იარაღისთვის განკუთვნილი, 1930 წლის ნიმუშის, 7--- მმ კალიბრის 2 ცალი ვაზნა. მითითებულ ტ---------- კონსტრუქციის, 7--- მმ კალიბრის პისტოლეტს, საბრძოლო მასალასთან ერთად, თ------------------ 2018 წლის 18 ოქტომბერს, ასევე, უკანონოდ ატარებდა და დანაშაულებრივად იყენებდა გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდების პროცესში.
ასევე, კ--–-----------------მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,0076 გრამი ჰეროინი. 2018 წლის 18 ოქტომბერს კ--–----------------- მინის ფლაკონში და ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებულ, ზემოაღნიშნულ 0,0076 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს უკანონოდ ინახავდა თბილისში, ე-----–---–-- ქ.#-----ში მდებარე, თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში.
2----–-–----------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის მიერ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე გამოტანილ იქნა განჩინება - საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, ს----------–----–----------------------------------–--------–---------–-–--------------------- გამომძიებლებსა და ამავე სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებს, შემდგომში ოდოროლოგი----- საექსპერტო კვლევის მიზნით, ნება დაერთოთ, მ-------------გან და თ-------------------გან აეღოთ სუნის ნიმუში, ხოლო განჩინების მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. 2018 წლის 21 დეკემბერს (განჩინების მოქმედების პერიოდში) სპეციალური პენიტენცი----- სამსახურის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში მ------------ და თ------------------ გაეცნენ ხსენებულ განჩინებას, თუმცა უარი განაცხადეს ძალაში შესული სასამართლო განჩინების შესრულებაზე და, მიუხედავად იმისა, რომ სუნის ნიმუშის ჩაბარების პროცედურა არის უმტკივნეულო და არ იწვევს რაიმე მწვავე ან ინტენსი----- ტკივილის შეგრძნებას, საქმის მწარმოებელ გამომძიებელს არ ჩააბარეს საკუთარი სუნის ნიმუში.
სასამართლომ დაადგინა:
მოქალაქე გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდების გზით, მამამისის - ა----------------------- დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად, 2018 წლის ოქტომბრის თვეში შეიქმნა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი, ანალოგი----- დანაშაულისთვის ნასამართლევ მ-------------, თ-------------------, მ---------------–-–---–-ს, გ----------–-–---–-სა და სხვა პირთა შემადგენლობით, რომლის წევრებისთვისაც დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი როლებისა და ფუნქციების განაწილება, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ კონკრეტული დანაშაულის ჩასადენად.
მოქმედებდნენ რა ზემოხსენებული დანაშაულებრივი მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრმა 2018 წლის 11 ოქტომბერს გ-------------------- მოტყუებით მიიყვანა განზრახვის განსახორციელებლად ორი დღით სპეციალურად დაქირავებულ ბინაში, თბილისში, მ-------- დასახლება, მ-----/რ-ნი, კორპუსი #--- ბინა #---ში, სადაც ნიღბიანმა პირებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, აღუკვეთეს მას თავისუფლება. ამის შემდგომ ეს უკანასკნელი თანამზრახველებმა, ასევე, სპეციალურად რამდენიმე დღით ნაქირავები ,,ტოიოტას‘‘ მარკის ,,ვიტსის‘‘ მოდელის ავტომანქანით, სახ.#A--8---B-, იძულებით გადაიყვანეს წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს სახლში, სადაც დააბეს ხელბორკილით იქვე არსებულ საწოლზე, მოუსპეს გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. შეასრულეს რა განზრახული დანაშაულის პ------–ი ეტაპი, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას - ა-------------------- და მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს 3 მილიონი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ შვილის სიცოცხლის მოსპობით.
მ-------------, თ-------------------, მ---------------–-–---–-ს, გ----------–-–---–-სა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრთა მიერ ანგარების მოტივითა და სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი ზემოაღნიშნული დენადი დანაშაული გრძელდებოდა 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. დანაშაულის აღკვეთა და გ--------------------- გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ქალაქ თბილისის, ს--------–-------------------, ი---------, რ-----–--------- და ქ--------------- პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად.
ამავდროულად, 2018 წლის 18 ოქტომბერს თ------------------ წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერ, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - 1930-1933 წლების ნიმუშის ტ---------- კონსტრუქციის, 7--- მმ კალიბრის პისტოლეტსა და ამ იარაღისთვის განკუთვნილ, 1930 წლის ნიმუშის, 7--- მმ კალიბრის 2 ცალ ვაზნას.
კ--–-----------------მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,0076 გრამი ჰეროინი, რასაც, ასევე, უკანონოდ ინახავდა თბილისში, ე-----–---–-- ქ.#-----ში მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც 2018 წლის 18 ოქტომბერს ამოღებულ იქნა, მინის ფლაკონსა და ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებული სახით.
მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
დაზარალებულ გ--------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მამა ა------------------- ბიზნესმენია ზ----------–-, სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5-----------. 2018 წლის 10 ოქტომბერს ზ--------------- თბილისში ჩამოვიდა და და-ძმის სახლში მისვლის შემდეგ მეგობრები ნახა. ღამე მოწერა ვ-----------------, რომელიც შემთხვევამდე დაახლოებით 3-4 თვით ადრე, ივლისის თვიდან, ეკონტაქტებოდა და შეხვედრას სთხოვდა. ვინაიდან რუსულად წერდა, თვითონ კი ენას არ ფლობდა, პასუხებს იშვიათად უბრუნებდა, ხან მეგობრებს - შ------------------ და რ------------------ ასაუბრებდა. შეხვდა გ--------- კვეთაზე, კარედ შეჭრილი, შავი თმა ჰქონდა, აბადოკი ეკეთა და არცთუ ქართული იერის იყო. ლ----- გაისეირნეს და გვიან დაბრუნდნენ. მეორე დღეს, შუადღის 2-3 საათი იქნებოდა, მეგობრებთან ერთად მყოფს, კვლავ დაურეკა ვ---------მ თავის ტელეფონის ნომერზე 5-----------, გ-------------–---–-- ძმაკაცი - გ------- დაალაპარაკა, ის ისევ შეხვედრას სთხოვდა. შესახვედრად თავისი მანქანით წავიდა, მეგობარ შ------------- ერთად. შეხვდნენ მეტრო სამედიცინოსთან და ისევ ლ----- წავიდნენ, გეგმავდნენ რესტორანში წასვლას, სადაც ვ---------ს დაქალიც უნდა წაეყვანა. ლ------- ჩამოსვლის შემდეგ სთხოვა, ტაქსით მარტო წასულიყვნენ. თავისი მანქანა შ--------- გაატანა და, მასთან ერთად, თეთრი ,,მაზდას‘‘ მარკის ტაქსით წავიდა. მივიდნენ მ------–-, დ-------- ქუჩაზე, პოლიციასთან ჩამოვიდნენ, მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ და პ------– ან მეორე კორპუსში, პ------– სადარბაზოში, მე-3 სართულზე ავიდნენ, შევიდნენ სახლში, სადაც არავინ იყო. ვ--------- ყავას სთავაზობდა, მაგრამ არ უნდოდა, თან დაეჭვდა, დაჟინებით რომ სთხოვდა ყავის დალევას. უკვე ღამის 11-12-ის ნახევარი იყო, ვ--------- ოთახში შევიდა და რომ გამოვიდა, კარში უკნიდან ვიღაც ნიღბიანი ყელზე დანით მიადგა და პირადად მას უთხრა: ,,არ გაინძრე, თორემ მოვკლავო‘‘. ნიღბიანს იარაღიანი ადამიანი ახლდა. ვ--------- დანიანმა გვერდზე ოთახში გაიყვანა და ჩაკეტა, მასთან კი იარაღიანი დარჩა. იარაღს უმიზნებდა, ფეხზე დაადო და ეუბნებოდა: ,,დალიე ეს ყავა, თორემ ფეხზე გესვრიო‘‘. დალია, რადგან, თუ მოკვლა უნდოდათ, მაინც მოკლავდნენ. ყავის დალევიდან 10 წუთში გაითიშა. სახლში ნანახ ორ პირს ვერავის ამსგავსებს. გონს პატარა, მარჯვენასაჭიან მანქანაში მოვიდა, უკანა მარცხენა სავარძელზე იჯდა, ქუდი ეხურა, გვერდით ერთი ადამიანი ეჯდა და ხელი ჰქონდა გადახვეული. მალევე თქვეს, რომ ბენზინის ჩასასხმელად უნდა შესულიყვნენ. ვერანაირი მოძრაობა ვერ გააკეთა, რადგან მის გვერდით მჯდომს ხელი ჰქონდა მასზე გადახვეული, ვერ დაინახა, ვინ იყო. კარი შეამოწმა და, როგორც კი გამოძრავდა, გვერდზე მჯდომმა ყელში წაუჭირა, თან თვალებზე აფარებდა, რომ არ დაენახა, ამ დროს ზურგით მიაწვა და ფანჯარა ფეხით ჩაამტვრია, ჩამსხმელს, რომელიც, ალბათ, ორ მეტრში იდგა, დაუძახა, კარი გაეღო, დახმარებოდა, მაგრამ მის გვერდით მჯდომმა უთხრა: ,,ნაცნობია, ჩვენი ძმაკაცია, ნასვამიაო‘‘, თან მანქანა დაძრეს. ამ დროს ჩხუბი დაიწყეს მან და გვერდით მჯდომმა და რადგან ცოტა მეტი სინათლე იყო, დაინახა მის გვერდით მყოფი სუსტი, ჭაღარათმიანი კაცი, გადაბმული წარბებით, როგორც შემდეგ გაიგო, მ------------. მეორე კაცმა, რომელიც მანამდე არ დაუნახავს და, ალბათ, წინიდან გადმოვიდა, დანა გაუშალა, წაართვა, მაგრამ იარაღი დაადეს. ბოლოს დაიღალა და გაჩერდა, შუაში ჩააწვინეს, თავი ქვემოთ მხარეს ჰქონდა, ორი ადამიანი ეჯდა აქეთ-იქიდან. მანქანაში სხვა ადამიანი მას არ დაუნახავს, ისე იყო, ვერ დაინახავდა. ჩხუბის დროს ნიღბით არ იყვნენ, მაგრამ ვერ ხედავდა, რადგან თვალებზე აფარებდნენ. ამ მდგომარეობაში იმგზავრეს საათნახევარი, რამდენმა ადამიანმა მიიყვანა და სად, არ დაუნახავს, სახლშიც არაფერი დაუნახავს, ბნელოდა, ვერ აღიქვა, იყო თუ არა ვინმე. გათენებულზე დაათვალიერა იქაურობა, ოთახში მაგიდა იდგა, 2 საწოლი და ტახტი. თვითონ ერთ-ერთ საწოლზე დააწვინეს. დაბმული ხელები გაუხსნეს და საწოლზე მიაბეს იმავე ბორკილით. დილას ერთი ადამიანი ეწვა გვერდით. უთხრეს, რომ გატაცებული იყო და ფული უნდოდათ, მაგრამ არ უთქვამთ - რამდენი. ფული მამას უნდა გადაეხადა, თუ გადაიხდის, გაგიშვებთო, ერთმა ნიღბიანმა უთხრა. იქ მყოფები შემდეგ დაინახა ნიღბის გარეშე, როდესაც ერთმანეთში უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ. ერთი ადამიანი უვლიდა, ყველაფერს აჭმევდა, რასაც თვითონ ჭამდნენ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პირი მ---------------–-–---–- იყო, ის მანქანაში არ უნახავს. ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ლამპის შუქზე იყვნენ, გარეთ გათენებულზეც ვერაფერს ხედავდა, რადგან ფანჯრებზე ნაჭრები ჰქონდათ ჩამოფარებული. მ----------- ბევრ რამეზე საუბრობდა, ამბობდა, რომ ამ საქმეში არ იყო, მხოლოდ მას უვლიდა. ხელბორკილი პოლიციის მისვლამდე არ მოუხსნიათ. სახლში მეორე ადამიანიც იყო, როგორც შემდეგ გაიგო, კ------, ისიც ჩვეულებრივად, კარგად ექცეოდა. პირადი ნივთები ჰქონდა, ფული - 400-500 ლარი და საათი, რომელიც მოიხსნა და დადო, რადგან საათი არ ჰქონდათ სახლში და მისით სარგებლობდნენ, ტელეფონი არ უნახავს იმ სახლის მერე. ხანდახან მისი საათი კ------ს ეკეთა ხოლმე. რაც შეეხება ბინის მეპატრონეს, ერთხელ დაინახა, საშუალო სიმაღლის, წელში მსუქანი, ნახევრად მელოტი იყო, ცოტა დიდი ტუჩებით, ცოტა ბოხი, ჩახლეჩილი ხმით, როგორც შემდეგ გაიგო, გ----------–-–---–- იყო. ის აივანზე მდგომი დაინახა, როცა კარი გააღეს, მერე შიგნითაც შევიდა, ნიღბით იყო, მაგრამ უნიღბოდაც დაინახა. გათავისუფლებამდე სამი დღით ადრე მანქანა მივიდა, მობილური ტელეფონი მიიტანეს და ვიდეოს უღებდნენ, ეუბნებოდნენ, თქვი, რომ კარგად ხარო. შესაბამისად, გაიმეორა, მეტი არაფერი უთქვამს. შემდეგ ტელეფონი გარეთ გაიტანეს, გადაღებული მასალა, ალბათ, ა-------სთვის უნდა ეჩვენებინათ. როგორც გაიგო, 3 მილიონს ითხოვდნენ, მ------- უთხრა, რადგან ქართულად ის ელაპარაკებოდა, კ------ კი - რუსულად, როცა რაიმე სჭირდებოდათ, მიმიკებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. კ------ გატაცების მონაწილე იყო თუ არა, არ დაუნახავს. ნიღბის გარეშე სადღაც 2 წუთი ნახა და დაიმახსოვრა. კ------ და მ-------–-–---–- ერთმანეთში რუსულად საუბრობდნენ ხოლმე, შინაარსი არ ესმოდა. 18 ოქტომბერს, გამთენიისას, მივიდნენ პოლიციელები. ხმაურმა გააღვიძა, მ------- თქვა, დაგვერხა, მოვიდნენო. კ------ს იარაღი ეჭირა, რაც სპეცრაზმელმა გააგდებინა ხელიდან, რადგან ეგონა, წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა. იარაღი საქამრედან ამოიღო თუ სპორტულიდან, არ იცის. ნიღბები იმ დროს ეკეთათ თუ არა, არ ახსოვს, რადგან ახალი გაღვიძებული იყო. სახლში, იმ 3 პირის გარდა, არავინ შესულა, არც საქმეში მონაწილედ სხვა ადამიანი არ უხსენებიათ, ა----------ს არავის იცნობს. გამოძიებაში დაკითხეს, ამოაცნობინეს პიროვნებები, სუნის და სისხლის ნიმუშებიც აუღეს. სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ნაკბენზე, რომელიც მანქანიდან ჰქონდა, იქ რომ უკბინეს, ასევე, ხელის გაჭრასთან დაკავშირებით, დანით გაეჭრა წართმევის დროს, რომელიც მისკენ ჰქონდათ მიმართული. მ---------------–-–---–- რამდენჯერმე დაინახა, ისე სულ ნიღბით იყო. მ------------- აღწერა შეუძლია, ეს ადამიანი გვერდით ეჯდა, ჭაღარა იყო, გადაბმული წარბებით. ბინაში ყოფნის პერიოდში მ-------–-–---–- და კ------ დარაჯობდნენ, ერთიც სახლის გარეთ იყო, ხანდახან შედიოდა. არცერთი მათგანი არ გასულა სახლიდან, შეიძლება, ერთი დღით გასულიყო, ფილტვები აწუხებდა და მ---------------–-–---–-, რომელიც უვლიდა, წამლების მოსატანად წავიდა. მანქანით რამდენი კაცი მიდიოდა და ვინ, არ დაუნახავს.
დაზარალებულის მამის, მოწმე ა-------------------- ჩვენების მიხედვით, შვილს - გ-------ს ტელეფონი ჰქონდა გათიშული, ვერ უკავშირდებოდა და 12 ოქტომბერს წამოვიდა დასავლეთიდან, მეგობარ გ---------------–-------- ერთად. გვირაბს რომ გამოსცდნენ, ვიღაცის ზარი შევიდა ტელეფონზე, რუსულად ელაპარაკებოდა, რას ეუბნებოდა, ესმოდა, თუმცა პასუხს ვერ სცემდა. სანსლეთი მიმართავდა. რუსულის ბარიერის გამო, მას გ------- გაასაუბრა, ფულს ითხოვდა, თუ არადა, ბავშვს გულს ამოვუღებ და გამოგიგზავნიო, უთხრა. სახელი და გვარი არ უთქვამს, რუსი არ იყო, აფხაზივით იყო, როგორც თვითონ, იმანაც ისე იცოდა რუსული. ტელეფონი გაუთიშა, თვითონ ურეკავდა, მაგრამ ზარი არ გადიოდა. შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით ამ ზარის შემდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა. იმავე პირმა მეორე დღესაც დაურეკა, 3 000 000 დოლარს ითხოვდა. გადახდას არ შეპირებია, უარი უთხრა, რადგან ძალიან ბევრი იყო. სთხოვა, გ-------სთვის სურათი გადაეღო და მისთვის გაეგზავნა. არავის ვალი არ აქვს, პირიქით, მისი ვალი აქვთ, ყველას ეხმარება. ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი იყო ფულის გამოძალვის გამო და ანგარიშსწორება ადრინდელი ამბის გამო, წარსული რაღაცებია, ადრეც მოხდა ასეთი რაღაც, ძმის გატაცება. ანგარიშსწორებაა თუ მატერიალური დაინტერესება, არ იცის, მთავარია, ფული უნდოდათ.
მოწმე გ---------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, გ-------------------- არის მეგობრის შვილი. 12 ოქტომბერს თბილისში მოდიოდა მანქანით, ბ----------–----–-------- ერთად, და ა-------ც გამოჰყვათ, ნერვიულობდა, რომ გ------- არ ჩანდა, ვერ უკავშირდებოდა. მანქანაში ვიღაცამ დაურეკა ა-------, რუსულად ელაპარაკებოდა და ვერ გაიგო, რას ეუბნებოდა, ტელეფონი მას მიაწოდა, რადგან რუსული იცოდა. მოსაუბრე ვერ მიხვდა, რომ ახლა სხვას ელაპარაკებოდა და სანსლეთი მიმართავდა, რუსულად ცუდად ლაპარაკობდა, გულს ამოგიღებო, მერე სამი მილიონიო, ვალუტა არ დაუკონკრეტებია. გაურკვეველი, კავკასი----- რუსულით ლაპარაკობდა. მისი ნალაპარაკევი ა------- გადასცა. ამასობაში თბილისში ჩამოვიდნენ და ერთმანეთს დაშორდნენ.
დაზარალებულის ძმის, მოწმე ბ------------------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა მისი ძმა გ-------, ცოტა ხანს ილაპარაკეს. 11-12-ში, დილით, სამსახურში წავიდა ისე, რომ არ შეუმოწმებია ძმის საძინებელი ოთახი. 11 საათზე მამამ დაურეკა, აინტერესებდა, გ------- სახლში იყო თუ არა. მეუღლისგან გაიგო, რომ ის საძინებელ ოთახში არ იყო. დაიწყეს მასთან რეკვა, შეტყობინებების გაგზავნა, მაგრამ კონტაქტზე არ გამოდიოდა. ბოლოს შეიტყვეს, რომ გ------- თანხის - 3 000 000-ის გამოძალვის გამო იქნა გატაცებული. ადრე მისი ბიძა იყო გატაცებული, სხვა ფაქტი არ ახსენდება. რადგან მტრობაზე იყო კითხვა დასმული. ოჯახს მტერი არ ჰყოლია, სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია მამას. შემდეგ გ------- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა გათავისუფლებული.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, მოწმის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე შ----------------- 2018 წლის 13 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, გ--------------------სთან ბავშვობიდან მეგობრობს და აქვს ნათესაური კავშირი. 2018 წლის 11 ოქტომბერს კუთვნილი ნომერიდან 5----------- დაუკავშირდა მას და შეუთანხმდა შეხვედრაზე, იმავე საღამოს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლესთან არსებული მანქანების პარკინგზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გ------- თავისი ,,მაზდას‘‘ მარკის მანქანით იყო და ახლდა ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად გ----. იმ დროს გ-------ს მობილურზე ვ---------მ დაურეკა, რომელიც გ-------მ და თვითონ ფეისბუქით გაიცნეს, მისი ნომერია 5-----------. ვ---------მ შეხვედრა დაუთქვა ვ-–----–----–----, ,,ბ--–-----‘‘ ოფისთან, სამედიცინო უნივერსიტეტის წინ. დათქმულ ადგილზე გ-------სთან ერთად თვითონაც წავიდა გ-------ს მანქანით და ვ---------ს შეხვდნენ, ჩაისვეს და ლ----- ავიდნენ. ლ------- დაახლოებით 30 წუთში ისევ გ--------- მოედანზე ჩამოვიდნენ. გ------- და ვ--------- მანქანიდან გადავიდნენ, თვითონ გ-------ს მანქანით პირად საქმეებზე წავიდა.
მოწმე გ---------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, გ--------------------სთან მეგობრობს სკოლის ასაკიდან. დაახლოებით პ------–ი საათისთვის შეხვდნენ ერთმანეთს, ცოტახანს ეზოში გაჩერდნენ და გ---------------- გაუარეს, ეზოში იყვნენ, საღამოსკენ ფ-------–-–- წავიდნენ მეგობრებთან, დაახლოებით ნახევარი საათიდან ერთ საათამდე იყვნენ, მერე უკან გამობრუნდნენ, სპორტის სასახლესთან, ,,მ---------–---–-‘‘ შევიდნენ, შემდეგ გ-------ს ნათესავი, მისი ბიძაშვილი, მეგობრები მივიდნენ. გ-------ს გოგომ - ვ---------მ დაურეკა, მას თვითონ და გ---------------ც ელაპარაკნენ, შეხვედრას გეგმავდნენ. ის გოგო დიდი ხნის განმავლობაში წერდა გ-------ს, მაგრამ გ------- არ პასუხობდა, რუსული არ იცის და ვერ ეკონტაქტებოდა. ამის გამო ადრეც ალაპარაკა მასთან, რა დროსაც ვ---------მ უთხრა, ამდენ დღეში ჩამოვდივარ თბილისშიო და დააკავშირა. როგორც გ-------მ უთხრა, შემთხვევის წინა საღამოსაც შეხვედრია ვ---------ს. გ-------ს ვ---------სთან შესახვედრად წასვლას არ დასწრებია, რადგან თვითონ და გ--------------- სახლებში წავიდნენ.
ანალოგი----- ჩვენება მისცა სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბერს გ--------------------სთან შეხვედრასთან დაკავშირებით მოწმე გ---------------მ და განმარტა, რომ გ-------ს დაურეკა გოგომ, რომელსაც ვ----–---- ან ვ--------- ერქვა, და 7 საათისთვის გ--------- მოედანზე დაუნიშნა შეხვედრა.
მოწმე ნ--------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩამოვიდა მისი შეყვარებული გ--------------------, შეხვდა მას, რა დროსაც გ-------ს ვიღაცამ დაურეკა და, ის აქეთ არისო, ჰკითხა. მიხვდა, რომ ვ---------ზე იყო საუბარი, რადგან გ-------ს წერდა ხოლმე, აქეთ ვარ, შემეხმიანეო. გ-------ს და თვითონ facebook-ის პაროლები ჰქონდათ გაცვლილი და შედიოდა და ნახულობდა. იქიდან იცის, რომ გ-------ს ივნის-ივლ------- დაუწყო რუსულად მიწერა და დაჟინებით სთხოვდა ნახვას, როდესაც საქართველოში ჩამოვიდოდა. გ-------მ რუსული არ იცოდა, ვერ წერდა და მეგობრები პასუხობდნენ. როდესაც ჩამოვიდა, ვ--------- დაჟინებით ითხოვდა გ-------ს ნახვას, გ------- პასუხს ვერ სცემდა, მერე უკვე გატეხილი ქართულით დაუწყო წერა, ამბობდა, რომ ვიღაც ქალი ეხმარებოდა. გ-------მ არ იცოდა მის მიმოწერას თუ კითხულობდა, არ ახსოვდა, პაროლი რომ ჰქონდა. ქალი გ-------ს დაჟინებით სთხოვდა შეხვედრას, თან ეუბნებოდა, რომ საჩუქარი ჰქონდა. 10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გ-------ს დაშორდა, გ-------ს იმ ქალმა მიწერა და შეხვედრა დანიშნეს გაგარინზე. მათი შეხვედრის ადგილის მიმდებარედ თვითონაც გავიდა, თავიდან არავინ იყო მისული, შემდეგ გამოჩნდა გ------- მანქანით, ჟ------ მოედნისკენ წავიდა და სანამ ისევ იმ ადგილზე დაბრუნდებოდა, მოპირდაპირე მხარეს ვ--------- გამოვიდა, ჩანდა, რომ იმალებოდა, პირდაპირ ზებრა არ გადაკვეთა, სადაც შუქი არ იყო, იქ გადავიდა, ყველა ადგილს აკვირდებოდა, არ უნდოდა, რომ შესამჩნევი ყოფილიყო. გ-------ს შუქნიშანზე მოუწია გაჩერება და თვითონაც იქვე აპარატთან იდგა, გზა რომ გადაკვეთა, დაენახა, მან კი უთხრა, ცოტახნით ვნახავ, რაღაც უნდა მომცეს, სახლში დავტოვებ და გამოგივლიო. ქალი გამხდარი, საშუალო სიმაღლის იყო, შავი რეზინის აბადოკი ეკეთა, შავი, სწორი თმა ჰქონდა და ისე უსრიალებდა, იფიქრა, პარიკი იყო. იმ მომენტში წყენა გ-------სთან არ შეიმჩნია, მაგრამ როდესაც წავიდნენ, მისწერა, რომ აეხსნა, მაგრამ გ-------ს ვეღარ დაუკავშირდა. გ-------სგან იცის, რომ ვ---------მ ნაქირავებ ბინაში მიიყვანა, ყავას არ სვამდა, მაგრამ შევარდნენ ნიღბიანები, ძალით დაალევინეს და წაიყვანეს. როცა გამოფხიზლდა ხ-–----–-, ბენზინგასამართ სადგურზე, დაიწყო შეწინააღმდეგება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
მოწმე ნ----------------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, ღამის 10 საათზე, მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანა, რომლითაც ტაქსაობს და ძირითადად ღამით მუშაობს, გ--------- მოედანზე, იმ საღამოს პ------–მა მგზავრებმა გააჩერეს, ორი ბიჭი იყო და ერთი ქალი, ქალმა რუსულად უთხრა დ-------- ქუჩაზე თუ წაიყვანდა, ქალი და მამაკაცი ჩაუსხდნენ, მესამე დარჩა. ქალის აღწერა ზუსტად არ შეუძლია, თმაშეჭრილი იყო და ჯინსის ქურთუკი ეცვა, თითქოს, ბუნებრივი თმა არ ჰქონდა. ბიჭმა რუსული არ იცოდა და გზად ბევრი არაფერი უსაუბრიათ, რამდენ ხანში ვიქნებითო, რომ იკითხა, ქალმა უპასუხა, თხუთმეტ წუთშიო, რაც ბიჭმა ვერ გაიგო და თვითონ უთარგმნა. მგზავრები დ-------- ქუჩაზე პოლიციის შენობის წინ მიიყვანა, მარჯვენა მხარეს, კონკრეტულად რომელ კორპუსში მიდიოდნენ, არ იცის, მანქანიდან ჩავიდნენ და გზა გადაკვეთეს.
მოწმე რ---------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, გ-–----–- მაკლერად მუშაობს. 2018 წელს, თვე არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, 4 რიცხვი იყო, ბირჟაზე დაახლოებით 35 წლის, მაღალი, სიმპატი----- გოგო მივიდა, კარედ შეჭრილი შავი თმით, 3-4 დღით ბინის ქირაობა უნდოდა, უთხრა, რომ ვ--------- ერქვა, ბინა სჭირდებოდა, რადგან ვ-–---------------- ოჯახი ჩამოსდიოდა. ჯერ სხვა მაკლერებს ჰკითხა, თვითონაც შესთავაზა დღეში 50 ლარად. წავიდა სხვასთან, ნახა, 10 წუთში დაბრუნდა და მ------–-, დ---------- მდებარე, ქალბატონ გ---–--- ბინის სანახავად წაიყვანა. ვ---------ს ბინა მოეწონა და ტელეფონის ნომერი მისცა, დაჰპირდა, რომ დაურეკავდა. 2-3 დღის შემდეგ პირდაპირ მივიდა, ორი დღის თანხა მიუტანა, სულ 125 ლარი, რაშიც თავისი საშუამავლო 25 ლარიც შედიოდა, და უთხრა, ხვალ ჩამოდიანო. მერე დაურეკა, ის ოჯახი, ვინც უნდა ჩამოსულიყო, ავარიაში მოყვა და აღარ ჩამოდიოდა, თანხის უკან დაბრუნება უნდოდა. მივიდა ბირჟაზე, თავისი საშუამავლო 25 ლარი დაუბრუნა, 100 ლარის დასაბრუნებლად გ---–---თან გაგზავნა. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ჰქონია. რამდენიმე დღეში პოლიციამ მიაკითხა, ჰკითხეს, ბინა თუ გააქირავა მ------–-. უპასუხა, რომ ბევრ ბინას აქირავებდა, ამის გამო მობილურში სურათი აჩვენეს, რა დროსაც ვ--------- იცნო. პოლიცია ვ---------თი დაინტერესდა. მიხვდა, რომ ვიდრე მის ბინას იქირავებდა, სხვა მაკლერის ბინა იქ არსებული კამერის გამო დაიწუნა.
მოწმე გ---–----------–------- ჩვენების თანახმად, რ----------------, რომელსაც წლებია იცნობს და ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ, სთხოვა, დახმარებოდა ბინის დღიურად გაქირავებაში, თვითონ შვილთან დარჩებოდა. მან რამდენჯერმე მიუყვანა ხალხი. ერთხელაც დაურეკა და უთხრა, რომ ვ-–---------------- რუსი ეროვნების ადამიანი იყო ბინის ქირაობის მსურველი. დაეთანხმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლის გამორთმევის პირობით. მივიდნენ, გოგოს სახლი მოეწონა, მშვენიერი გოგო იყო, უთხრა, რომ ვ-–---------------- 2-3 დღით ჩამოსდიოდა ნათესავები და როცა ჩამოვიდოდნენ, რ------ დაუკავშირდებოდა. 2-3 დღის შემდეგ რ------ დაურეკა და უთხრა, ფული მომიტანესო და მეორე დღეს მიუტანა ორი დღის საფასური - 100 ლარი, თუ მეტ დღეს დარჩებოდნენ, დანარჩენსაც მისცემდნენ. ეს ხდებოდა 4--------------, როგორც ახსოვს, 2 დღის შემდეგ კიდევ დაურეკა რ------ და უთხრა, რომ ფულის დაბრუნებას სთხოვდნენ. ვ---------ს ტელეფონის ნომერი არ ახსოვს, გამოძიებაში ნომერი დაასახელა, რადგან ქაღალდზე ეწერა. გოგო 11 ოქტომბერს, დილას, მივიდა და უთხრა, რომ სტუმრები იმ ღამით ჩამოდიოდნენ და გასაღები მიეცა. გასაღები არ მისცა, რადგან პირადობის ქსეროასლი არ მიუცია, რაზეც აუხსნა, რომ ვინც ბინაში ჩამოვიდოდა, ისინი მისცემდნენ. ამის მერე კიდევ მივიდა. ის საღამოს ნახა სახლში, გვიან გაუღო კარი, აბაზანაში ვიყავიო, უთხრა. რაღაც იეჭვა და აბაზანაში შევიდა, არსად არავინ იყო და ბოდიში მოუხადა. იმ ღამეს სახლში მისული არავინ უნახავს, ურეკავდა, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა, შემდეგ შევიდა სახლში, შუქი ანთებული იყო სამზარელოშიც, შესასვლელშიც, თვითონ არ იყო. რამდენიმე ხანში რ------ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან პოლიცია იყო და უთხრეს, რომ ბიზნესმენის ბიჭი გაუტაციათ. რ------ სთხოვა, არ ეთქვა, რომ ეს ვ--------- მასთან მიიყვანა. შემდეგ მასთანაც მივიდნენ პოლიციელები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო იმ ფორმით, რომ წაიყვანეს თავის სახლში, პოლიციელების მიერ ბინის დათვალიერებას ესწრებოდა. მერე გამოუშვეს, უთხრეს, შენ სახლში ბიჭი მოუკლავთო.
მოწმე გ----------–------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მუშაობს ხ-–------ რაიონის სოფელ ო-------–- მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე. 2018 წლის 12 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა თანამშრომელ ნ--------–-------- ერთად, დაახლოებით ღამის 2 საათზე, სადგურზე შევიდა შავი ფერის ,,ტოიოტა‘‘, საჭესთან მანდილოსანი იჯდა, ფული მისცა მარცხნიდან, ისე, მანქანა მარჯვენასაჭიანი იყო. ქალი ქართულად ესაუბრებოდა, დასავლეთის კილო ჰქონდა, პირდაპირ იყურებოდა, მათ არ უყურებდა, მის გვერდით მჯდომი ვერ დაინახა, მაგრამ უკან ორი ადამიანი იჯდა, დაჭერილი ჰყავდათ პატარა ბიჭი. ბენზინის ჩასხმა რომ დაიწყო და ღირებულება 23 ლარზე ავიდა, მანქანის მარცხენა შუშას ფეხი მოხვდა და ფანჯარა ჩაიმსხვრა. დაინახა, რომ შედარებით უმცროს მამაკაცს ხელი ჰქონდა გაჭრილი, ხმაური არ გაუგია, თორემ რეაგირებას მოახდენდა. ოჯახურ კონფლიქტს ჰგავდა და პოლიციას არ შეატყობინა, იფიქრა, თვითონ მოაგვარებდნენ, მანქანა დაძრეს და წავიდნენ. ამ დროს მეწყვილემ დაუძახა, რომ ავზიდან ჩასასხმელი აპარატი დროზე ამოეღო, რომ მანქანას არ გამოეგლიჯა. მათი წასვლის შემდეგ შუშები სანაგვე ყუთში გადაყარეს. სანამ სანაგვე ყუთი არ გაივსება, ნაგავი არ იყრება. აქედან გამომდინარე, იმ დღის ნაგავი შეიძლება ერთი დღეც იყოს და ორიც. მ------------ დაამახსოვრდა იქიდან, რომ როდესაც შუშა ჩაიმტვრა, უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს იჯდა, ეგრევე მისი სახე დაინახა, მთლიანად ჭაღარათმიანი, მრგვალი სახის, ცხვირი საშუალო ზომის ჰქონდა, გადაბმული წარბებით. მას პატარა ბიჭზე ჰქონდა ხელი გადახვეული. მისი სურათი პოლიციაშიც აჩვენეს ამოცნობაზე და თვითონ ამოიცნო სურათზე, ისე, რომ არავის არაფერი უთქვამს. ახსოვს ბიჭის სახეც. ბენზინგასამართ სადგურზე უკვე ორი წელია მუშაობს და მსგავსი შემთხვევა, რომ შუშა ფეხით ვინმეს ჩაემტვრია, არ ჰქონია.
ანალოგი----- ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ--------–-----–, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც ბენზინის ღირებულება 23 ლარზე ავიდა, მანქანამ დაიწყო მოძრაობა და ამ დროს მათსავე მხარეს ჩაიმტვრა ფანჯრის შუშა უკანა მარცხენა მხარეს და ფეხი გამოყო ბიჭმა. ამ დროს დაინახა, რომ ჭაღარათმიან მამაკაცს ბიჭი ჰყავდა ჩახუტებული, ხელი ჰქონდა გადახვეული, ყელთან ახლოს ჰქონდა და ერთმანეთში ჯიკაობდნენ, მაგრამ საუბრის ხმა მანქანიდან არ გამოდიოდა. ეს ორი ადამიანი დაამახსოვრდა, რადგან ფანჯარა ჩაიმტვრა. წინ ქერათმიანი ქალი იჯდა, ჭაღარათმიანი მძღოლის უკან იჯდა. მანქანა ნელ-ნელა დაიძრა, დაუყვირეს, რომ ბენზინი სულ არ ჩასხმულა, მაგრამ მანქანა არ გაჩერდა, გ-------ს დაუყვირა, ჩასასხმელი აპარატი ამოეღო, ამოიღეს და ხურდაც გადადეს, იფიქრეს, როცა მობრუნდებოდა, დაუბრუნებდნენ, მაგრამ აღარავინ დაბრუნებულა. შუშები მოგავეს და ურნაში ჩაყარეს, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე დგას. პოლიციას არ შეატყობინეს, რადგან ოჯახად, მამა-შვილად, მიიჩნიეს, მთვრალი ეგონათ, იფიქრეს, მათზე შეგინება უნდოდა და ამიტომ იჭერდნენ.
მოწმე გ------------------- ჩვენების თანახმად, საკუთრებაში ჰყავდა სამი ავტომანქანა - ორი ,,ტოიოტა პრიუსი‘‘ და ერთი მარჯვენასაჭიანი ,,ტოიოტა ვიტსი‘‘, რომლებსაც აქირავებდა. 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით პ------– საათზე, ტელეფონის ნომერზე 5----------- ნომრიდან 5----------- დაურეკეს, მანქანის ქირაობა უნდოდათ სამი დღით, შესაძლოა, მეოთხე დღეც დაემატებინათ. შავი ფერის ,,ტოიოტა ვიტსი‘‘ შესთავაზა, ნომრით A--8---B-, რაზეც დამქირავებელი დათანხმდა, დღეში 45 ლარი უნდა გადაეხადა. გ-–----–-, ,,თ------‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა, გააფორმეს ქირავნობის ხელშეკრულება არა იმ პირზე, ვინც ქირაობდა, არამედ - მის თანმხლებზე, რადგან მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა თან. ეს პირი მ------------ იყო, დაამახსოვრდა ჭაღარა თმებით და წარბებით. თანმხლები პირი, ვისზეც გაფორმდა, იყო ო---------–---. გადასცა გასაღები და ავტომობილი წაიყვანეს, სამ დღეში უნდა დაებრუნებინათ. იცის, რომ მანქანა იმას უნდა ჰყოლოდა, რომელმაც თავდაპ------–ად დაურეკა. დაინტერესება, ჰქონდა თუ არა მანქანას ჯიპიეს მოწყობილობა, არ გამოუხატავთ. დაინახა, რომ ,,თ------‘‘ მიმდებარედ მ------------ იჯდა საჭესთან და გავიდა, მიყვანით ო---------–---მ მიუყვანა. ამ დღეების მანძილზე არ შეხვედრია თავისი მანქანა და ვინ მოძრაობდა, არ დაუნახავს. ჯიპიესით შეეძლო თვალყურის დევნება, მაგრამ არ შეუმოწმებია. 1--ში დაურეკა ო---------–---მ და უთხრა, რომ მანქანის მიყვანას აპირებდნენ, თან უთხრა, რომ უკანა მარცხენა კარის შუშა იყო ჩამტვრეული და შესთავაზა, ან გააკეთებდა, ან ფულს გადაიხდიდა. უპასუხა, რომ მანქანა როგორც წაიყვანეს, ისეთი უნდა დაებრუნებინათ და ხელოსანი მიასწავლა. მანქანა ო---------–---მ მიუყვანა გაკეთებული, თან ვიღაც ახლდა, რომელიც მანამდე არ უნახავს. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიღებული აქვს, ამოიცნო ადამიანი, რომელმაც წაიყვანა მანქანა. ასევე, ჰკითხეს ჯიპიესი თუ იყო მანქანაში დამონტაჟებული და ამოიღეს.
მოწმე ო---------–---- ჩვენებით, მ------------ არის მისი დისშვილის ბაბუა, ის და მ------------ ბ------–- ცხოვრობდნენ, თბილისში ჩამოდიოდნენ და მათთანაც რჩებოდნენ. მ------ გასული წლის ოქტომბერში დაუკავშირდა, სტუმრებისთვის მანქანის ქირაობა უნდოდა. ინტერნეტში ნახა გაქირავებები და უთხრა, თვითონ არ დაურეკავს. მ------- სთხოვა წაყვანა. გ-–----–- მივიდნენ, გამქირავებელმა შავი ფერის მარჯვენასაჭიანი ,,ტოიოტა ვიტსი‘‘ მიიყვანა. ადგილზე კიდევ ერთი მამაკაცი დახვდათ, რომელიც ბრალდებულებიდან რომ ყოფილიყო, შეიძლება ეცნო. მ------ს მართვის მოწმობა დაკარგული რომ ჰქონდა, გზად არ უთქვამს. ქირავნობასთან დაკავშირებით გამქირავებელთან მოლაპარაკება თვითონ არ უწარმოებია, რაღაც მომენტში მივიდა და შესთავაზა, რომ აპლიკაციით შეეძლო პირადობის მოწმობის საშუალებით გადაემოწმებინა მართვის მოწმობის არსებობა. ამაზე გამქირავებელმა უთხრა, რომ აპლიკაცია არ ჰქონდა. თუ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, შესთავაზა თავისი მართვის მოწმობა და ხელშეკრულებაზეც ხელი თვითონ მოაწერა, მანქანა კი მ------- წაიყვანა. თვითონ თავისი მანქანით წავიდა. ამის შემდეგ მ------ ნახა, როდესაც მანქანა მიიყვანა, ცოლი ჩამოიყვანა ოპერაციასთან დაკავშირებით, მანქანას თვითონ ვერ აბრუნებდა, რადგან ეჩქარებოდა და მას უნდა დაებრუნებინა. მანქანას მინა ჰქონდა დაზიანებული. დაუკავშირდა გამქირავებელს, საბოლოოდ მინა გააკეთებინა და ისე დაუბრუნა მანქანა.
მოწმე ნ---------------- ჩვენების თანახმად, მ------------ არის მისი დედის მეუღლე, თ------------------ს იცნობს ბიძაშვილის ცოლის ოჯახიდან. ის ბოლოს რძლის დაბადების დღეზე ნახა, ზაფხულში ან გაზაფხულზე, შეიძლება, 2017 წელი იყო. 2018 წლის 12 ოქტომბერს ცოლის ძმამ - ო---------–---მ უთხრა, რომ წინა დღეს ,,ტოიოტა ვიტსი‘‘ უქირავა მ------------ს, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა. რისთვის უქირავა ან რაში სჭირდებოდა, არ უთქვამს, არ იცოდა. შემდეგ მ------ და დედამისი იმ ,,ტოიოტა ვიტსით‘‘ ჩამოვიდნენ ბ-------დან. რადგან დედა ავად იყო, მ------ დაბრუნებას ჩქარობდა, მანქანა დაუტოვა, უთხრა, რომ შუშას ქვა მოხვდა, შეეცვალათ და პატრონისთვის დაებრუნებინათ, თვითონ ,,გოლფ 3-ით‘‘ წავიდა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა ბ------–-, მისთვის ცნობილი არ არის. თან ფული არ ჰქონდა, დაჰპირდა, რომ მეორე დღეს გამოუგზავნიდა. გამოაცვლევინეს მანქანის უკანა მარცხენა შუშა და მეორე დღეს პატრონს დაუბრუნეს. იმ პერიოდში ,,ჯ------–--‘‘ ნომერი ჰქონდა 5-----------. როდესაც დააკავეს, 18 ოქტომბერს გაიგო, რომ იმ ,,ტოიტას‘‘ მარკის მანქანით ადამიანი იყო გატაცებული მძევლად. პოლიციაში ეუბნებოდნენ, რომ თანამონაწილე იყო, მაგრამ 20-ში გაათავისუფლეს. მასთან ერთად დედა მ------------ და ო---------–---ც იყვნენ დაკავებული.
მოწმე ა--------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ცხოვრობს გ----------–-–---–-ს სახლთან ახლოს, მათ სახლებს შორის ერთი სახლი დგას. გ---- ქ-------–- ცხოვრობს და მ----–--–- იშვიათად ჩადის, თუმცა ჩადის ხოლმე და ყურადღებას აქცევს სახლს. გ----------–-–---–- ბოლოს ნახა სვეტიცხოვლობას, 2018 წლის 1---------------, მშობლებთან ერთად ტაძარში მიდიოდა, გ---- დაინახეს, თავის სახლთან იდგა, გაუხარდათ მისი ნახვა, რადგან ისიც დადიოდა ხოლმე ტაძარში, მათთან ერთად წასვლა შესთავაზეს, მაგრამ არ წავიდა და გზა გააგრძელეს.
მოწმე ვ---------------- ჩვენებით, ჰყავს თეთრი ფერის ,,მერსედესი სპრინტერი‘‘, სახ.#J------, დადის რეისებში, როცა არ სჭირდებოდა, ათხოვებდა ხოლმე მეგობარ მ---- (კ--–----------) ე-----ს, ისიც მუშაობდა. 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან 12 ოქტომბრის ჩათლით მანქანა მ----ს ჰყავდა, თ---–---------------- ხაზზე დადიოდა. 13-ში დაუბრუნა მანქანა. 1--დან 17-ის ჩათვლით დადიოდნენ ხაზზე, 17 ოქტომბერს ჩამოვიდნენ თბილისში, მივიდნენ მ----ს სახლში, ცოტა დალიეს და დაიძინეს. დილას პოლიცია მივიდა. თვითონ გარეთ იყო, რადგან მის მანქანას ათვალიერებდნენ, სახლში რამე ამოიღეს თუ არა, არ იცის. რამდენიმე ხანში მ---- გამოიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
გამომძიებლის, მოწმე დ----------–-------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ოქტომბერს, შუაღამეს, დაახლოებით 2-3 საათზე, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა უშუალო ხელმძღვანელი და გამოიძახა სამსახურში. იქ განუმარტა, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება კონკრეტული პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩასატარებელი იყო საგამოძიებო მოქმედებები, რაც, ასევე, უნდა ჩატარებულიყო წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–-. საქმე ეხებოდა მძევლად ხელში ჩაგდებას, რომ სოფელ მ----–--–-, ვინმე გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, მძევალი უნდა ჰყოლოდა თ------------------ს და მის თანამზრახველს. ჯგუფში იყვნენ წ---–-------- სამმართველოს თანამშრომლებიც, ასევე, უსაფრთხოების მიზნით გამოძახებული იყვნენ სპეცრაზმის თანამშრომლები. ზოგადად, სპეცრაზმელებთან ერთად მიდიან, როცა საფრთხე ემუქრებათ. მინიმუმ 8-9 კაცი იყვნენ, 4 სპეცრაზმელი, 2 - მისი სამსახურიდან და 2 - თბილისის დეპარტამენტიდან. სახლი, სადაც მძევალი უნდა ყოფილიყო, ე.წ. ბელეტაჟის ტიპის იყო. შესასვლელი ჭიშკრიდან 20 მეტრში მდებარეობდა. სპეცრაზმელებთან ერთად შევიდნენ, დილის 8 საათი იქნებოდა. პ------–ი სპეცრაზმელი შევიდა, მერე - თვითონ, ფაქტობრივად ერთად შევიდნენ, მერე შევიდნენ სხვა თანამშრომლები. შესვლისთანავე მისი ყურადღება მიიპყრო თ------------------მ, რადგან ხელში პისტოლეტი ეჭირა და ნიღაბი ეკეთა, ნიღაბზე თვალები და პირი ჰქონდა ამოჭრილი, მარჯვენა ხელით მათკენ მიმართა პისტოლეტი, თუმცა არ უთქვამს, გესვრითო, ამ დროს სპეცრაზმელი წინ გადაეღობა და უყვიროდა, არ ისროლო, დააგდე იარაღიო, და განაიარაღა. ის სპეცრაზმელი თითქმის მისი სიმაღლის იყო და ხედვის არეალს ხელს უშლიდა. ისე გადაეფარა, რომ ვერ დაინახა, კ------მ იარაღი თვითონ დააგდო, თუ მან დააგდებინა. პისტოლეტი იყო შავი ფერის. განიარაღების დროს ნიღაბი თვითონ მოიხსნა თუ სპეცრაზმელმა მოხსნა, არ ახსოვს. ოთახში სულ 3 ადამიანი იყო - თ------------------, საწოლზე მიბმული ჰყავდათ მძევლად ხელში ჩაგდებული დ---------- და კიდევ ერთი პირი მ-------–-–---–-, რომელსაც ხელში იარაღი არ ჰქონია. დააკავეს თ------------------, რომელსაც პირადად განუმარტა დაკავების საფუძველი. მ---------------–-–---–- თბილისის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საწოლზე მიბმული მძევალი თანამშრომელმა ჩ-----მ გაათავისუფლა.
ანალოგი----- ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმე ნ-----–------------მ და დეტექტივ- გამომძიებელმა ლ-–---------. ამასთან, მოწმე ლ-–--------- განმარტა, რომ წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–-, სადაც გ-------------------- იყო გატაცებული, მის მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის - გ----------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერება, სადაც გ-------------------- საწოლზე იყო მიბმული. სახლში ჯერ სპეცრაზმის თანამშრომლები შევიდნენ, 1-2 ნაბიჯის დაშორებით შევიდა გამომძიებელი დ----------–-------, წ---–-------- სამმართველოს თანამშრომელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა------ და თბილისის თანამშრომლები, მათი შესვლიდან 15-20 წამში თვითონაც შევიდა, სადაც თანამშრომლებმა ორი იქ მყოფი პირი დააკავეს. საწოლზე ხელბორკილით იყო მიბმული მძევალი. მაგიდაზე ნახეს გასაღებები, რომლითაც გახსნეს ბორკილი და გაათავისუფლეს. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს ექსპერტების მონაწილეობით. თავისი ხელით შეიტანა ოქმში თითოეული მოქმედება, ნივთი. იატაკზე იყო შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც ექსპერტის მიერ იქნა შემოწმებული, მასში მოთავსებული იყო მჭიდი და ამ მჭიდში იყო ორი ვაზნა. განიმუხტა და ამოიღეს, პისტოლეტის ლულაში, სავაზნეში, ვაზნა არ იყო მოთავსებული. ამავე ოთახში იყო ნაჭრის, მოშავო ფერის ორი ნიღაბი, რომელიც ზედაპირზე მომრგვალებულად იყო ამოჭრილი.
გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა დაადასტურა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები აღწერა მოწმე გ----------------, რომელმაც განმარტა, რომ სამი პირიდან ერთი საწოლზე იყო დაბმული, ერთს ნიღაბი ეკეთა, რომელიც თ------------------ აღმოჩნდა, მეორე ნიღბის გარეშე იყო, რომლის დაკავებაშიც მიიღო მონაწილეობა და აღმოჩნდა მ---------------–-–---–-.
მოწმე ფ--–-------------–---–-- ჩვენების თანახმად, აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებისას მუშაობდა ვ---------------–----------------–--- უფროსის თანამდებობაზე. ინფორმაცია მიიღო გ--------------------- გატაცებასთან დაკავშირებით. 2018 წლის 17 ოქტომბერს, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდება განხორციელებული იყო ორგანიზებული ჯგუფის მიერ. კერძოდ, ესენი იყვნენ: მ------------, მ------------, მ---------------–-–---–-, გ----------–-–---–-, თ------------------, კ--–-----------------, ო-----------–---, ო---------–---, ს---–-----–---, ვინმე ბ--------- და, სავარაუდოდ, რუსი ეროვნების მდედრობითი სქესის პირი და სხვა პირები, მონაწილე იყო 12 ადამიანი. მათ მ-------- დასახლებიდან ,,ტოიოტა ვიტსის‘‘ მარკის მანქანით იძულებით გადაიყვანეს გ--------------------, რის შემდეგაც წაიყვანეს წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს სახლში, ასევე, შესაძლო იყო, ის ყოფილიყო მეზობლად მდებარე, ვინმე ჩიხლაძის კუთვნილ მიტოვებულ სახლში. თანამზრახველები გატაცებული პირის ამ სახლში გაჩერებას მანამდე აპირებდნენ, ვიდრე გატაცებულის მამა მათ მიერ მოთხოვილ 3 000 000 ლარს არ გადაიხდიდა. ჯგუფის წევრები სარგებლობდნენ მანქანებით, რომელთა შესახებ ინფორმაცია, სანომრე ნიშნები და მონაცემები, თვითონ ამოიღო ბაზიდან, პიროვნებების სახელი და გვარები დაზუსტდა საინფორმაციო ბაზებში. ინფორმაციის წყარო იყო რამდენიმე ადამიანი. ყველაფერი მოახსენეს ხელმძღვანელობას, ანუ სამმართველოს უფროსს. კ--–-----------------ს შესახებაც აქვს ინფორმაცია მოძიებული და მითითებული. ინფორმატორს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, ამ დანაშაულში ვინ რა ქმედებას ჩადიოდა და ვის რა როლი ჰქონდა.
მოწმე გ-----------–--------–---–-- სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ ჩართული იყო საგამოძიებო ჯგუფში, რის ფარგლებშიც ზ----–- მდებარე, ლ----------------------- და დ---------–---- საცხოვრებელ ბინაში დააკავა მ------------. ასევე, მოხდა მისი ოჯახის წევრების დაკავებაც. მ------------მ განუცხადა, რომ, თუკი მისი ოჯახის წევრებს გაათავისუფლებდნენ, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, რაზეც განუცხადა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა, თუ რამის გაცხადება უნდოდა, შეეძლო დაეფიქსირებინა გამომძიებელთან.
ბრალდებულ მ---------------–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის ივნისის თვეში აეროპორტში შეხვდა ჯარის ამხანაგი ასტამურ ჯოკუა, უთხრა საქართველოში ვალი მაქვს ასაღებიო, და, რადგან რუსული აქცენტი აქვს, ქართულად კარგად ვერ საუბრობს, მოლაპარაკებაში დახმარება სთხოვა. დათანხმდა, ა----------- ტელეფონის ნომერი (5-----------) გამოართვა. ამის შემდეგ სოფელში ცხოვრობდა დედასთან. ა----------- რამდენჯერმე დაურეკა, ტელეფონზეც მისწერა. 10-11 ოქტომბერს დაურეკა, რომ გაიგო დ-------–- იყო და სოფელში მიდიოდა, ისიც მივიდა, დაავალა, მომდევნო დღეს სოფელ მ----–--–- ჩასულყო და იქ დალოდებოდა, არ დაეღალატებინა, თან ტელეფონი გამოართვა, მ----–--–- დაგიბრუნებო, ქართული ნომერი სჭირდებოდა, გამოართვა ტელეფონი ნომრით 5-----------. მეორე დღეს, 7-8 საათისთვის ჩავიდა მ----–--–- და დაღამებამდე ელოდა, უკვე წამოსვლას აპირებდა, რომ 10-11 საათისთვის ა---------- მივიდა, 10 წუთი ფეხით იარეს და მივიდნენ ერთ სახლში. იქ ნახა მ------------, სახლში რომ შევიდა, კართან იდგა, ჭაღარათმიან კაცთან ერთად. ა---------- შეჰყვა სახლში, ნიღაბი მისცა და გააფრთხილა, არ დაენახოო, მერე მიხვდა რატომაც, კაცი ჰყავდათ გატაცებული. ამის შემდეგ ა---------- გავიდა, დაუბარა, მალე მოვალთო. მისი ლოდინი 3 დღე გაგრძელდა. ოთახში იყვნენ თ------------------ და გ--------------------, რომელსაც ეძინა. მისვლიდან 2-3 საათის შემდეგ მეორე ოთახში საწოლზე მჯდომარე ქალი ნახა, ტიროდა. კითხვაზე არ უპასუხა და გამოვიდა. შემდგომში ის ქალი როდის წაიყვანეს, ან ვინ, არ იცის. გათენებულზე დაელაპარაკა ოთახში მყოფ ბავშვს, ვინ იყო, საიდან იყო, უთხრა, რომ თბილ------- ჰყავდათ მოტაცებული. ამის მერეც საუბრობდა ხოლმე მასთან. ამ საქმიდან იმ დროს არავითარი გამორჩენა არ ჰქონია. მესამე დღეს მივიდა ა----------, უთხრა, რომ უნდა წასულიყო, თავიდანვე რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში, რა ხდებოდა, მაგრამ მან დარჩენაში 20 000 შესთავაზა, ცოტახანს იყავი და მერე წადიო, უთხრა და სალაპარაკოდ არ გაუჩერდა, წავიდა. მანამდე ტელეფონით ვიდეო გადაუღო მძევალს, ათქმევინა, კარგად ვარო, მათ გარდა, ჭაღარათმიანი კაციც იყო, თ------------------ იქ იყო თუ არა მაგ დროს, არ ახსოვს, ა---------- ჭაღარა კაცთან ერთად იყო. მაშინ გაიგო, რომ მძევალში 3 000 000-ს ითხოვდნენ. ამის შემდეგ ერთი დღე თავის სახლში გაატარა, ბორჯომში ჩავიდა, რაღაცეები იყიდა, მათ შორის, ბავშვისთვის წამლები და უკან დაბრუნდა მ----–--–-. იმ დროს მძევალთან თ------------------ იყო. ბავშვმა უთხრა, რომ ძმა პოლიციაში მუშაობდა, მიხვდა, არავინ შეარჩენდა და ნიღაბი მოიხსნა, უნდოდა, როგორც კი გათენდებოდა, წასულიყო, მაგრამ დილას დაიჭირეს.
ბრალდებულის განმარტებით, ო---- ბ---------ს არ იცნობს. მისი ტელეფონით თუ ვინმემ ისარგებლა და დარეკა, მათ შორის, ო---- ბ---------მ, არ იცის. ყველა ართმევდა ტელეფონს, უარი არავისთვის უთქვამს. 10 ოქტომბრის შემდეგ მისი ტელეფონიდან კი არის დანარეკები მ------------სთან და მ------------სთან, მაგრამ მას არ დაურეკავს, ვინ ისარგებლა მისი ტელეფონით, არ იცის. ხშირად მ------საც გამოურთმევია ტელეფონი და უსარგებლია. მ------------ ნახა შესასვლელში, სახლის ღობის გარეთ, არ მისალმებია, არ იყო მაგის დრო, ა---------- აჩქარებდა. გ----------–-–---–-ს სახლში თუ იყო, სასამართლო პროცესამდე არ იცოდა. 15 ოქტომბერს მ----–--–-, იმ სახლში, ჭიდან წყალს იღებდა, კარის ხმაზე გაიხედა და დაინახა, რომ ვიღაც მივიდა, სახლში შევიდა, 1 წუთი იყო და გავიდა, მისი სახე ვერ დაინახა, რადგან ზურგით იყო, იფიქრა, ბინის მეპატრონე იქნებოდა. კ--–-----------------ს არ იცნობდა, რომ დაიჭირეს, მერე უთხრა, ერთ საქმეში ვართო.
ბრალდებულ თ------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2018 წლის აპრილში, დაკრძალვაზე, გაიცნო ი----- უბირია. ვინაიდან სოხუმელი იყო, იქ ბავშვობაში თვითონაც იყო ნამყოფი, თან ი----- მამამისს იცნობდა, ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. უსაუბრიათ საერთო თემებზე, ნათქვამი ჰქონდა, რომ შეეძლო ა---------–- გადაყვანა, თვითონაც აინტერესებდა და 2018 წლის 21 ივნისს, პრობაციაში დაფიქსირების შემდეგ, გაემგზავრნენ ა---------–-. ვინაიდან საბუთები არ ჰქონდა, ენგურის ხიდის გვერდის ავლით გადავიდნენ. სოხუმში რამდენიმე დღე იყო ი----------, მასთან გაიცნო ბ---- არშბა. 26 ივნისს პრობაციაში მისვლა უწევდა და, მათთან ერთად, გამოემგზავრა. გზად უშიშროებისა და პოლიციის შენობასთან მდებარე მაღაზიასთან გააჩერეს სიგარეტის საყიდლად, თვითონ მანქანაში დარჩა უსაბუთობის გამო, მათი გადასვლის შემდეგ მანქანასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, საბუთები არ ჰქონდა, ჩხრეკა ჩაუტარეს და მარიხუანა ამოუღეს, რასაც მოიხმარდა ხოლმე, და დააკავეს. მოხმარების გამო იმავე დღეს 20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 15 ივლისს მარიხუანას შეძენა- შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და გადაიყვანეს დ-------- ციხეში. იქ აკითხავდნენ ი----- და ბ----, ჰპირდებოდნენ, რომ ყველაფერს მოაგვარებდნენ. მართლაც, 11 ოქტომბრის დილას ციხიდან გაათავისუფლეს ყოველგვარი საბუთის გარეშე, გარეთ კი იურა დახვდა ვერცხლისფერი ,,მერსედესის‘‘ მინივენით. უკან წამოწექიო, ურჩია, რომ თვალში არავის მოხვედროდა და მისთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. ორი-ორსაათნახევრის მგზავრობის შემდეგ ი-----მ უთხრა, სამშვიდობოს ვართო, და გადმოვიდნენ. შევიდნენ ჭიშკრიდან, სახლი ე.წ. ბელეტაჟზე იდგა, გვერდით სათავსო ჰქონდა მიდგმული, ერთ ჭერქვეშ იყო მოქცეული. შეიყვანა სათავსოში და უთხრა, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებოდა, რამდენიმე დღეში ე------------- საქართველოში გადმოიყვანდა და წავიდა. შუაღამეს კარის ხმამ გააღვიძა, უცხო მამაკაცმა რუსულად ჰკითხა, იურა სად იყო, უთხრა, რომ იქ არ იყო, და ის სათავსოს გარეთ ჩამოჯდა. როგორც შემდეგ გაიგო, მ---------------–-–---–- იყო. უკვე 12 ოქტომბერი იქნებოდა, ფანჯრიდან დაინახა, რომ პატარა მანქანა მივიდა, საიდანაც სამი სილუეტი გადმოვიდა, ორს შუაში მესამე ჰყავდა და სახლისკენ წავიდნენ, მათგან ვერავინ შეიცნო. რამდენიმე წუთში ერთი მათგანი მანქანასთან დაბრუნდა, შეუერთდა მეორე სილუეტი და მისი სამყოფელისკენ წამოვიდნენ, შევიდნენ ი-------------- და ახალგაზრდა ქალი. ის ქალი იქვე დამხმარე ოთახში დატოვა, თვითონ და მ---------------–-–---–- კი სახლში შეიყვანა. დაბალი განათება იყო და პ------–ი, რაც თვალში მოხვდა, საწოლზე ვიღაც იწვა, რაღაც ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული, გაუკვირდა, თუმცა არ იცოდა, დაბმული რომ იყო. იქვე იჯდა ეს ბ---- არშბაც, კარგი რომ არაფერი იყო, მიხვდა. იკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ, ეს შენ არ გეხებაო, უთხრეს, სჯობდა, თავისთვის ყოფილიყო, ნიღაბი მისცეს, სახეზე არ დაგინახოსო. გოგო იმ დამხმარე სათავსოში დატოვეს და თვითონ წავიდნენ. გაოცებული იყო, მ-------–-–---–-ს რეაქციიდანაც მიხვდა, რომ მასაც უკვირდა და არც მისთვის იყო არაფერი ცნობილი. იქიდან გამომდინარე, რომ თავი ა----------- ტერიტორიაზე ეგონა და გარეთ გასვლით შეიძლებოდა უფრო დიდ გაურკვევლობაში მოხვედრილიყო, აღარც ზედმეტი კითხვები დაუსვამს, ისე გაიკეთა იურას დატოვებული ნიღაბი, ეზოშიც იშვიათად გადიოდა. რაც შეეხება მ-------–-–---–-, ის ეზოშიც გადიოდა და დიდი ხნითაც მიდიოდა, როგორც ახსოვს, ერთხელ ერთი დღე არ იყო. იურასა და ბ----სგან იცოდა, რომ გალში იყო, მაღლაკს ფანჯრიდან ვერ ცნობდა, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს, მ-------–-–---–- მასაც აკონტროლებდა და ბედს შეეგუა, ისიც იფიქრა, რომ ა---------–- მისი დაკავების ამბავიც იურას და ბ----ს სცენარის ნაწილი იყო, ფაქტობრივად მათ ხელში იარაღად იქცა. მათი იმ სახლში ყოფნის პერიოდში იურა ორჯერ იყო მისული, 13-ში საღამოს, როდესაც დამხმარე სათავსოში დატოვებული გოგო წაიყვანა, და 15-16-ში, როდესაც მივიდა და გ--------------------ს ვიდეო გადაუღო. პ------–ად იყო ასეთ გაურკვევლობაში, რის გამო არც დ----------სთან და არც მ-------–-–---–---- არ ურთიერთობდა. დ----------ს, ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, მშიერს ვერ ამყოფებდა, მ-------–-–---–----აც მხოლოდ სიგარეტი თუ დასჭირდებოდა, მაშინ კონტაქტობდა. არც მ------------ ყოფილა იქ და არც გ----------–-–---–-. ყველა ბრალდებული პ------–ად სასამართლოში ნახა. სახლში იყვნენ დაახლოებით ერთი კვირა, 18 ოქტომბერს პოლიცია მივიდა და დააკავეს. თბილისის სამმართველოში სთხოვდნენ, რომ მ-------------თვის ხელი დაედო, რადგან ის იყო ყველაფრის თავი და მისი საქმე კარგად იქნებოდა, მაგრამ ადამიანი პ------–ად სასამართლოში ნახა, არ იცნობდა და ხელს ვერ დაადებდა.
ბრალდებულმა მ------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ბრალდებულებიდან იცნობს გ----------–-–---–-, გარდა ნათესაობისა, ბავშვობიდან ერთად გაზრდილები არიან. მ---------------–-–---–- ციხის საავადმყოფოში გაიცნო და ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. გ----------–-–---–- იმ პერიოდში, რა დროშიც დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ერთხელ ნახა 17 ოქტომბერს, როდესაც შვილის სანახავად მივიდა ქ-------–-, ბ-------- ქუჩაზე, შვილი სახლში არ დახვდა, ეზოში გ---- იყო და ერთად წავიდნენ ახალი გარდაცვლილი მეგობრის საფლავზე, თუმცა ეს სასაფლაო მ----–--–- არ მდებარეობს. იქ თავისი ,,გოლფის‘‘ მარკის ავტომანქანით იყო წასული. გ----ს ნახვამდე იქვე მდებარე საქმიან ეზოშიც იყო ბიზნესთან დაკავშირებულ საქმეებზე. 11 ოქტომბერს თბილისში იყო პირად საქმეებზე და ბ------–- უნდა დაბრუნებულიყო. რაც შეეხება მანქანის ქირაობას, იქირავა ნაცნობისთვის, ბ--------–--------, რომელიც ა-------------- იყო. ის დაახლოებით მისი ტანისაა, ოღონდ ცოტა ჩაფსკვნილია და ჭაღარაშერეული თმა აქვს. მას დილით შეხვდა, გოგონასთან ერთად იყო და ს-------–- წასასვლელად მანქანა სთხოვა, რის შემდეგაც უნდოდა, გოგოსთვის ბ------- დაეთვალიერებინა და სთხოვა, ამ ყველაფრის შემდეგ ა----------- საზღვარზე მიეცილებინა. მასთან ერთად მყოფი გოგო იყო ე-------------------, დაახლოებით 30 წლის, შავგვრემანი, მუქი ქერა თმებით, რუსს არ ჰგავდა, თუმცა არც ქართველს, ისიც ა-------------- იყო. ბ----ს უარი არ უთხრა, მაგრამ დაპირდა, რომ უკეთეს ვარიანტს უნახავდა. ამ მიზნით დაურეკა ო---------–---ს და გასაქირავებელი მანქანის მოძებნა სთხოვა, კომფორტული რომ ყოფილიყო და მისაღებ ფასად. ეკატერინე დატოვეს თემქაზე, თვითონ, იქვე, ავტოსახელოსნოში შეიარა საქმეზე. იმ დღეს ფ--------- ქუჩაზეც იყო, სადაც მ---------------–-–---–- ნახა და რადგან შემოსავალი სჭირდებოდა, შესთავაზა, თავის საქმიანობაში დახმარებოდა (მანქანების ნაწილების გაგზავნა-გამოგზავნა დაავალა). მ------ს დედამისთან უნდოდა წასვლა, თავისი ,,გოლფი‘‘ გაატანა, იცოდა, 3-4 დღე მაინც არ დასჭირდებოდა. ბ------–- კი უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ თავისი მანქანით დაბრუნებას არ აპირებდა ეკონომიის თვალსაზრისით, თან არც კომფორტული იყო, სამუშაო მანქანა იყო. ამასობაში ო---------–---მ დაურეკა და თავისი მანქანით წაიყვანა გამქირავებელთან. რადგან მართვის მოწმობა ბ------–- ჰქონდა დარჩენილი, ვერ ქირაობდა და უკან გამობრუნებას აპირებდა. ო------- შესთავაზა, მისი მოწმობით აეღო მანქანა. კარგად ერკვევა მანქანებში და დანაშაულის ჩასადენად რომ სდომოდა, ისეთ მანქანას იქირავებდა, რომელსაც ჯიპიეს მოწყობილობა არ ექნებოდა, ამასთან, ასეთი საქმისთვის თავისი მანქანა უფრო შესაფერისი იქნებოდა. ნაქირავები მანქანა ბ---- არშბას გაატანა და თვითონ ,,ო-------‘‘ ავტოსადგურიდან ბ------–- გაემგზავრა. ბ---- არ აპირებდა არსად წასვლას, ახლო მეგობარს - ი--------------- ელოდებოდა, რომელიც არ იყო ჩამოსული. 12-ში დილას ბ----მ ნაქირავები მანქანა მიუყვანა, რადგან სასწრაფოდ გახდა ა---------–- დასაბრუნებელი, ახლობელი გარდაცვლია. მანქანას უკანა მინა ჰქონდა ჩამტვრეული, რაზეც აუხსნა, რომ ასხლეტილი ქვა მოხვდა. არ ესიამოვნა, მაგრამ ვერაფერს იზამდა. შესთავაზა, დროებით ე.წ. სკოჩით შეაკეთებდა და საზღვარზე გააცილებდა, მაგრამ ის ჩქარობდა და აღარ გაჰყოლია. მეუღლის ოპერაციასთან დაკავშირებით, მასთან ერთად, იმავე დღეს გამოემგზავრა თბილისში, ექიმთან უნდა მიეყვანა, თან მანქანაც უნდა დაებრუნებინა, რაშიც დახმარება ო---------–---ს და ნ---------------- სთხოვა. რაც შეეხება ბენზინგასამართი სადგურის ჩამსხმელ-ოპერატორების და გ--------------------- ჩვენებას, რომ მათ მანქანაში ის დაინახეს, არ შეესაბამება სიმართლეს, რამდენადაც, თუკი ხელგადახვეული ჰყავდა გ--------------------, გაურკვეველია, ჩამსხმელები როგორ გაარჩევდნენ მათ სახეებს, ასევე, ჩამუქებულ მინებში შეუძლებელია სახეების გარჩევა. ჭაღარა თმაზე მეტად დასამახსოვრებელი მას მარცხენა მხარეს სიმსივნური წამონაზარდი ჰქონდა.
ბრალდებულის განმარტებით, ასევე, ტყუილია მ---------------–-–---–-ს ნათქვამი, თითქოს, მ----–--–- ნახა. მ----–--–-, გ----ს სახლში არ ყოფილა 1993 წლის შემდეგ. ამასთან, თუკი სახლში დანაშაული ხდებოდა, რატომ დადგებოდა გარეთ, ჭიშკართან. მ----–--–- თვითონაც აქვს ორსართულიანი სახლი, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა ასეთი დანაშაულისთვის.
ბრალდებულ გ----------–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ოქტომბერს, დილით, დააკავეს საკუთარ სახლში ქ.ქ-------–-. წამოიყვანეს თბილისში, მ------------- წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე ელაპარაკებოდნენ, გ--------------------- გატაცებას გედავებიანო, ამბობდნენ, რომ მძევალი წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მის სახლში ჰყავდათ მიყვანილი. ამ თემაზე მან არაფერი იცოდა. მ----–--–- ჩადის მეზობლების გასვენებებში, წვეულებებზე. ასე მოუწია სექტემბერში ჩასვლა, გასვენებაში იყო დაპატიჟებული. ბოლოს 27-ში იყო ჯვართამაღლებაზე ჩასული სოფელში ეკლესიაში მოსალოცად. სახლშიც იყო შესული. 11 ოქტომბერს ცოლის ნათესავებმა დაპატიჟეს ქორწილში წყალტუბოში. მეორე დილით წამოვიდა ქ-------–-, ნაბახუსევზე იყო და იძინა, ალბათ, შუადღის 12 საათამდე. დაისვენა და 13-ში სამუშაოზე გავიდა, მუშაობდა ორ კვირაზე მეტი, ალბათ, 15-დან. 15 ოქტომბერს დასთან იყო დაბადების დღეზე და, მეუღლესთან ერთად, მასთანვე დარჩა, მეორე დღეს - 16 ოქტომბერს ერთად წამოვიდნენ. გ-------------------- როცა გატაცებული იყო, იმ პერიოდში მ----–---- სახლში არ ყოფილა. მ------------ მისი ნათესავია, სოხუმში ცხოვრობდა, სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდა, მანქანის ნაწილების ბიზნესი აქვს, ხანდახან ურეკავდა ნაწილების თაობაზე, თუ ჩავიდოდა, ფულს აძლევდა, თუ არადა, მერე მისცემდა. რაღაც ნაწილის შოვნაზე ჰქონდა ადრე ნათქვამი და 12 ოქტომბერს შეახსენა, მაგრამ უთხრა, რომ ნაბახუსევი იყო და არ შეხვედრია. სოფელ მ----–--–- მ------საც აქვს სახლი, სისხლი და ხორცი არიან ერთმანეთის, ბაბუები ძმები იყვნენ. ა--------------–---მ, როცა ჯვართამაღლება იყო, ეკლესიაში ნახა. 1--------------- მ----–--–- ა--------------–--- არ შეხვედრია, იცრუა, ალბათ. მ----–--–- 27 სექტემბრის შემდეგ არ ყოფილა. ა--- ეზოსთან, წინ, ბოძთან ნახა 27 სექტემბერს. არ იცის, რატომ უნდა ეთქვა მას, რომ 1--ში ნახა, ალბათ, შეეშალა, არ უნახავს. 17 ოქტომბერს შეხვდა მ------ს, ისიც შევიდა ეზოში და თვითონაც ახალი შესული იყო, შვილთან იყო მისული. ამის შემდეგ წ---–--------კენ სასაფლაოზე იყვნენ ერთად, მეგობარი ჰყავდათ ახალი გარდაცვლილი. მ------ს გარდა, ბრალდებულებიდან არავის იცნობს. ტელეფონის ერთი ნომერი აქვს მხოლოდ. ზემოთ დასახელებული ფაქტების გარდა, მ------ არ უნახავს, არც დაურეკავს. ოქტომბრის თვეში არ დაურეკავს მ-----------, მხოლოდ 12-ში დაურეკა მ-------. მ------------სთან საუბარი არ ჰქონია. წლებია, ის და მ------ მ----–--–- ერთად არ ყოფილან.
ბრალდებულის განმარტებით, მ---------------–-–---–- არ იცნობს, რომ თქვა, თითქოს, ზ---------- დაინახა. 21 სექტემბერს მ----–--–- გასვენებაში რომ იყო, იქ მის სახლში დროებით მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც სახლი ბანკმა წაართვა, უთხრა, რომ ვიღაც კაცი აღმოსავლური კილოთი მამამისს კითხულობდა. მამა 2006 წელს ჰყავს გარდაცვლილი და გაუკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო, ტელეფონის ნომერი დაუტოვა. 26-27-ში განხორციელდა ზარი მის ტელეფონზე, უთხრა, მამაშენს ვიცნობ და შეხვედრა მინდაო. მეორეჯერ სადღაც სექტემბრის ბოლოს თუ ოქტომბრის დასაწყისში კიდევ დაურეკა, სად შევხვდეთო. სასაფლაოს წინ დაიბარა, თან აუხსნა, როგორ უნდა მისულიყო. მაშინ ნახა მ---------------–-–---–-, უთხრა, შენს ოჯახში ნაცხოვრები ვარ რამდენიმე დღე 90-იან წლებშიო და ბინის ქირაობა მინდაო. უთხრა, რომ იქ არ იცხოვრებოდა და ვერ მიაქირავებდა, სულ 5 წუთი ისუბრეს. არანაირი 7 კომუნ---ცია მასთან არ ჰქონია. ტელეფონს თუ ვინმე სთხოვდა, ათხოვებდა ხოლმე. 2018 წლის 1--------------- საერთოდ არ ყოფილა მ----–--–- და მ------ს ძმასთან მისი ტელეფონით როგორ მოხდებოდა საუბარი, თვითონ არ ულაპარაკია.
ბრალდებულმა კ--–-----------------მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ არც ვ--------- პ------ იცნობს და არც ბრალდებულებს, არასდროს შეხვედრია მათ. ო---- ბ--------- არის მისი შვილის ნათლია. ლტოლვილობის შემდეგ მის სახლში გაიზარდა და იგივე ნათესაური ურთიერთობა აქვს. 11 ოქტომბერს, თბილისში ჩამოსულს, მანქანა გაუფუჭდა და ო--------–-–- წავიდა. მანქანას აკეთებდა, როდესაც ო---- ბ--------- დაუკავშირდა, თორმეტი ან პ------–ი საათი იქნებოდა და სთხოვა, მოსასვენებლად მასთან მისულიყო. თბილისში როცა ჩამოდიოდა, ხშირად რჩებოდა ხოლმე მასთან. წავიდა სანზონაში, 15-20 წუთის მერე ტელეფონმა დაურეკა ო----ს, სამზარეულოში იყო გასული, შევიდა გაფითრებული სახით და უთხრა, დედაჩემი არის ცუდად და წამალი უნდა ჩამატანინოო. მის ოჯახთან სიახლოვე აკავშირებს, ვალდებული იყო, რომ ზ--------–- ჩაეყვანა და კიდეც წაიყვანა. თბილ------- რომ გავიდნენ, შეუძლოდ გახდა, დაიღალა და საჭესთან ო---- დასვა, დაახლოებით კ------- დაიძინა მძღოლის გვერდზე და კ--------------- ეძინა, ქ-------–-ც ეძინა, საჭესთან არ მჯდარა. საჭესთან კოპიტნართან დაჯდა, რადგან ცუდად მოუხვია, თავი მიარტყა და გაეღვიძა. გზად არავინ წაუყვანიათ. მანქანაში უკან იდო ჩანთა, ო----ს მიჰქონდა, ის მანქანიდან ს--------–--–- ჩავიდა, სოფელ კ---–- ცხოვრობდა. თვითონ ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იყო, იმ საღამოს დალია მანქანაში, მანქანის უკანა სავარძლებს შუა იპოვა. ზ----------თბილისის მიმართულებით ყოველდღე დადიოდა, ერთი დღე - აქეთ, ერთი დღე - იქით. ჯ----- ეხმარებოდა თავისი მანქანით, თეთრი სპრინტერია, სანომრე ნიშნით J--------. სანამ დაიჭერდნენ, თბილისში ბოლოს 17-ში ჩამოვიდა. ბინაში დააკავეს. სახლში ამოღებული ნარკოტიკი მისი შეძენილი და შენახულია, მისი იყო. როდესაც განუმარტეს, რაზეც იყო დაკავებული, უთხრეს, ყველაფერი კარგად იქნება, თუ ამ კაცს ამოიცნობო და მ------------ზე მიუთითეს. როგორ უნდა ეცნო, როცა ცხოვრებაში პ------–ად ხედავდა. შეახვედრეს კორიდორში, იყო კიდევ სხვა შემოთავაზებებიც, უთხრეს, ბრალდება მარტო წამალზე დარჩებოდა და იმაზეც საპროცესოს გაუფორმებდნენ.
2018 წლის 3 ნოემბრის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, დგინდება ვ--------- პ------ აქტიურობა გ--------------------სთან მიმართებაში, რა დროსაც აცხადებს, რომ დიდი ხანია უნდა საქართველოში ჩამოსვლა. ასევე, საუბარი ეხება შეხვედრის ორგანიზებას 2018 წლის 18 ივლ-------. 2018 წლის 4-------------- გ--------------------ს ეუბნება, რომ გაიცნო ქართველი გოგო, რომელიც ეხმარება ქართულად წერაში. ასევე, ამბობს, რომ ძალიან მოეწონა საქართველო და გაუგებარია, რატომ არ შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც მისმა მეგობარმა - შ------ გადასცა, მას არ უნდა მისი ნახვა, რაც დაუჯერებელია. შ--------- უთხრა, რომ თბილისში სტუმრად ჩამოდის ხოლმე გ-------, რაიონში ცხოვრობსო, ამ ყველაფერმა მასთან შეხვედრის მეტი ინტერესი გაუჩინა. ასევე, ეუბნება, ახსოვს, როგორ შეპირდა აეროპორტში დახვედრას. შეუძლია დახვდეს თბილისში, თუ წინასწარ ეცოდინება, როდის ჩამოვა. თუ მხიარული საღამო არ უყვარს, 5 წუთს მაინც გამონახავს ყავისთვის. 2018 წლის 8 ოქტომბერს საუბრისას ვ--------- ეუბნება გ--------------------ს, რომ მოგზაურობს, რა დროსაც გ------- პასუხობს, თუ მოგზაურობს, იქნებ, მისკენაც მივიდეს. 9 ოქტომბერს ვ--------- პასუხობს, რომ თბილისში ჩამოდის, დაელოდება, თან სთხოვს, გააგებინოს. 10 ოქტომბერს ისევ სწერს ვ---------, კითხულობს, თბილისშია თუ არა, რაზეც გ------- პასუხობს, რომ თბილისშია. ვ--------- ეუბნება, რომ იმედოვნებს, მომდევნო დღეს ნახავს, სახლში საჩუქარი ელოდება. გ------- ეკითხება, ამდენი ქართულის სწავლა სად მოასწრო, რაზეც ვ--------- პასუხობს, რომ ნაცნობი ეხმარება. გ------- პასუხობს, რომ ბევრ რაღაცას მალავს და არ მოსწონს, თან ეკითხება, სახლიდან გამოვა თუ არა, რაზეც ვ---------ს პასუხია, რომ 10 წუთით შეუძლია გამოპარვა და მომდევნო დღეს როდისთვის შეუძლია მისი ნახვა, წინასწარ უთხრას. შემდეგ კი ეუბნება, რომ 30 წუთით ნახავს გაგარინზე, ჩინურ რესტორანთან, თან ინტერესდება, რა მანქანით იქნება, რაზეც გ------- პასუხობს, რომ იქნება წითელი ,,მაზდით‘‘. 2018 წლის 11 ოქტომბერს, 01:51 საათზე, ვ--------- სწერს, რომ 5-7 წუთში იქნება. 11 ოქტომბერს, 16:57 საათზე, ვ--------- უნიშნავს შეხვედრის დროს, 19 საათს (ტ.6, ს.ფ.112-192).
2018 წლის 1--------------- დათვალიერდა შ----------------- facebook-ის გვერდი. დათვალიერების ოქმის თანახმად, შ----------------- მითითებით, დათვალიერდა Veronika Panina-ს გვერდი, მის გვერდზე არსებული პირადი მონაცემები, რომ ცხოვრობს აზოვში, დაბადებულია 1988 წლის 25 ივნისს და სხვა. ასევე, შ------------------ და ვ--------- პ------ შორის ფიქსირდება მხოლოდ ერთი შეტყობინება 2018 წლის 28 სექტემბერს, ვ--------- პ------ მიერ მიწერილი მისალმება (ტ.7. ს.ფ.71-72).
2018 წლის 21 ოქტომბრის ოქმით, გ--------------------- მონაწილეობით, დათვალიერდა ვ--------- პ------ facebook-ის გვერდი. გ--------------------- განმარტებით, მან რუსულ ენაზე მოსაუბრე ქალბატონი ვ--------- პ----- ნახა 11 ოქტომბერს, რა დროსაც მოტყუებით მიიყვანეს სპეციალურად დაქირავებულ ბინაში, თბილისში, მ-------- დასახალება, მ-------რ-ნის მ---- კორპუსის ბინა #---ში, და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება. მის მეგობრებში ფიქსირდება მომხმარებელი გ-------------------- (ტ.7. ს.ფ.73-92).
2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ--------–---- მონაწილეობით დათვალიერდა მისი facebook-ის გვერდი, რა დროსაც ნანახი იქნა მისი და გ--------------------- მიმოწერები, რომლის თანახმადაც, ნ--------–--- ურთიერთობას არკვევს გ--------------------სთან, ვ---------ს გამო (ტ.7. ს.ფ.68-69).
ნ--------–---სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნ--------–---მ მიუთითა კ------–---- ქუჩაზე იმ ადგილზე, საიდანაც 2018 წლის 11 ოქტომბერს მიემართებოდა ვ--------- პ-----. ეს ადგილი მდებარეობს კ------–---- ქ.#--ის მიმდებარედ, სადაც, ასევე, არის ჩინური რესტორანი. აღნიშნული რესტორნის მოპირდაპირე მხარეს, კ------–---- ქუჩის ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც გ--------------------ს ჰყავდა მისი კუთვნილი ,,მაზდა 6‘‘ გაჩერებული, ჩაუჯდა ვ--------- პ----- და გაემართნენ კ------–---- ქუჩის გაგრძელებაზე, რის შემდეგაც პ----- და გ-------------------- აღარ უნახავას (ტ.2. ს.ფ.6-26).
დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია შპს ,,მ---------------‘ გამოთხოვილი ინფორმაცია შ-----------------ა და გ--------------------- ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ (ტ.6. ს.ფ.52-105).
ნ----------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნ----------------- მიუთითა ჟ------ ქუჩაზე მდებარე წრიულ ხაზთან, რომელიც მდებარეობს თბილისში, პ------ ქ.#---ში მდებარე ,,---------- აფთიაქის წინ და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე ჩაისვა გოგო და ბიჭი, ხოლო მესამე ბიჭი დარჩა იმავე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ გაგრძელდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ----------------- მიუთითა მ------–-, დ-------- ქ.#--თან მდებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩამოვიდნენ მისი მანქანიდან ხსენებული გოგო და ბიჭი და, საპირისპირო მხარეს, გზის ჩამყოლი ქუჩისკენ გაემართნენ (ტ.1. ს.ფ.167-178).
2018 წლის 15 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ---–----------–------- და ექსპერტების მონაწილეობით, გამომძიებლის მიერ დათვალიერდა თბილისში, მ-------- მ-----/რ-ნი, მ---- კორპუსში მდებარე #-- ბინა. დათვალიერებისას გ---–----------–------- განაცხადა, რომ ყავის ჭიქები იმ დღესვე გარეცხა და შეინახა. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები ლოჯში, მაგიდის წინ, მეტლახის ზედაპირიდან. ძაღლი გაშვებულ იქნა სუნის კვალზე, გავიდა და გაჩერდა სადარბაზოში. სუნის კვლის ნიმუშები დაილუქა. ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ბინიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები და ხელის კვლები (ტ.1. ს.ფ.195-307).
სატელეფონო კომუნ---ციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალით, 2018 წლის 17 ოქტომბერს 23:1-:37 საათიდან 23:22:37 საათამდე ა-------------------- (მ) მობილურ ტელეფონზე 5----------- რეკავს ნომერი 7---------- (მ1), საუბარი რუსულ ენაზეა. მოსაუბრე ა-------------------- ეუბნება, თუ ვაჟიშვილის ნახვა უნდა, ა------- სთხოვს, ქართულად ელაპარაკოს, თან ეკითხება: ,,გინდა ფული, მოგცემ, როდის?‘‘ პასუხია, მზად არის თუ არა, და შემდეგ ეუბნება, რომ ფული გაამზადოს და ეტყვის, სად და როდის უნდა მიიტანოს, თან აფრთხილებს: ,,თუ ფოკუსნიკობა დაიწყე, შენი შვილის გვამსაც ვერ ნახავ, გამიგე კარგად?‘‘ სთხოვს, ვინმე მოძებნოს რუსულად მოლაპარაკე. ა------- თანხმდება, რომ მისცემს ფულს. პასუხი - ,,3 მილიონი დოლარია საჭირო‘‘, ასევე, აფრთხილებს, ,,ფოკუსნიკობას‘‘ თუ დაიწყებს, ნაწილ-ნაწილ გაუგზავნის შვილს. ა------- პასუხობს, რომ 3 000 000 ბევრია, არ აქვს, მაგრამ მოსაუბრე პასუხობს, რომ იშოვოს და ხვალისთვის გაამზადოს, დაურეკავს და ეტყვის, სად და როდის მიიტანოს. ა------------------- სთხოვს, რომ ფულს მისცემს, ოღონდ გ-------სთან დაალაპარაკოს. მოსაუბრე აფრთხილებს, ,,კისერზე ქვას ჩამოვკიდებთ და მდინარეში გადავუშვებთ... მერე ადექი და ეძებე, სადაც გინდა. მე არ დავუწყებ ლოლიავს მას, გესმის?‘‘ ამასთან, ეუბნება, რომ მისი შვილი ა---------–-ა, ,,სადაც შენ ომობდი და ჩვენ ძმებს ხოცავდი, შე ნაძირალა, გაიგე?‘‘. ა------- ისევ ითხოვს, გ------- ალაპარაკონ და ფულს მერე მისცემს, ოღონდ შეუძლია მხოლოდ ნახევარი მილიონის მიცემა. მოსაუბრე ეუბნება, თუ აქვს, ,,ვოცაპში‘‘ გაუგზავნის გ-------ს ვიდეოს, თან მიანიშნებს, რომ ინტერნეტია (ტ.7. ს.ფ.208-211).
ფ--–-------------–---–-- 2018 წლის 17 ოქტომბრის პატაკის თანახმად, მოპოვებული ინფორმაციით, მოქალაქე გ--------------------- მძველად ხელში ჩაგდება განახორციელა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, კერძოდ: მ------------მ, მ------------მ, გ----------–-–---–--, მ---------------–-–---–--, თ------------------მ, კ--–-----------------მ, ნ----------------, ო-----------–---მ, ო---------–---მ, ბ--------–-----–---მ, ვინმე ო---- ბ---------მ, აგრეთვე, სავარაუდოდ რუსი ეროვნების მდედრობითი სქესის პირმა, აგრეთვე, სხვა პირებმა. აღნიშნულმა პირებმა გ--------------------ს თავისუფლება ჯგუფურად აღუკვეთეს ქ.თბილისში, მ-------- დასახლებაში, და რამდენიმე დღით ნაქირავები ,,ტოიოტას‘‘ მარკის ,,ვიტსის‘‘ მოდელის ავტომანქანით (სახ.#A--8---B-) იძულებით გადაიყვანეს წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს სახლში. პატაკის თანახმად, გ-------------------- შესაძლოა მოთავსებული იყოს კვლავ აღნიშნულ სახლში, ანდა ამ ბინის მეზობლად მდებარე, მოქალაქე ე-----–------–---- კუთვნილ მიტოვებულ სახლში. თანამზრახველები აპირებენ, ხსენებულ ორ სახლთაგან ერთ-ერთში იძულებით ამყოფონ გ-------------------- იქამდე, სანამ დაზარალებულის მამა - ა------------------- არ გადაუხდის მათ უკანონოდ მოთხოვნილ 3 000 000 ლარს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ორგანიზებული დანაშაულის ჩადენის პროცესში იყენებდნენ: მ------------- სარგებლობაში მყოფ ,,ფოლკსვაგენის‘‘ მარკის ,,გოლფის‘‘ მოდელის ავტომანქანას (სახ.#0--------), ო---------–---- სარგებლობაში არსებულ ,,მერსედესის‘‘ მარკის ორ ავტომანქანას (სახ.#O-------- და სახ.#L--------), ნ-----–----------------- სარგებლობაში არსებულ ,,ოპელის‘‘ მარკის ავტომანქანას (სახ.#V--------) და კ--–-----------------ს სარგებლობაში არსებულ ,,მერსედესის‘‘ მარკის ,,სპრინტერის‘‘ მოდელის ავტომანქანას (სახ.#J--------). სწორედ კ--–-----------------ს სარგებლობაში არსებულ ,,მერსედესის‘‘ მარკის ,,სპრინტერის‘‘ მოდელის ავტომანქანითვე მოხდა ვინმე ო---- ბ---------ს და, სავარაუდოდ, რუსი ეროვნების მდედრობითი სქესის პირის გაყვანა საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ა----------- ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომში, სავარაუდოდ, განხორციელდა თანხის მოთხოვნა ა--------------------თვის (ტ.3. ს.ფ.25-26).
შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--- პოლიციის მე-3 განყოფილების, თბილისში, ლ------------ში მდებარე რ---------- საელჩოს, გ-–------ მ-----/რ-ნის 36-ე კორპუსში მდებარე შპს ,,ორი ნაბიჯის‘‘, გ-–------ 1-ელ და მ-----/რ-ნებს შორის მდებარე შპს ,,გ----–--------–--‘‘, მეტრო ,,ა-------–----‘‘ მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ფ-------------‘‘, ლვოვის ქ.#--ში მდებარე სასტუმრო ,,კ---–-------‘‘, კ--------------- ქ.#---ში მდებარე შპს ,,რ-----–--‘‘, ლ----–---- ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის და შპს ,,იმედი 2015-ის‘‘ გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები (ტ.6. ს.ფ.271-309).
შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ავტომანქანების - ,,ტოიოტას‘‘, სახ.#A-8--B-; ,,მერსედესის‘‘, სახ.#0------; ,,მერსედესის‘‘, სახ.#O------; ,,მერსედესის‘‘, სახ.#L------; და ,,მერსედეს სპრინტერის‘‘, სახ.#J------, გადაადგილების მარშრუტები, ასევე, ,,ოპელის‘‘ მარკის, სახ.#V------, ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით (ტ.7. ს.ფ.63-66).
ავტოსატრანსპორტო საშუალების ისტორიის ამონაწერით, შავი ფერის ,,TOYOTA-ს‘‘ მარკის ,,TOYOTA VITZ‘‘ მოდელის, სახ.#A-8--B-, ავტომანქანის გ------------------ზე რეგისტრაციის თარიღია 2018 წლის 29 იანვარი (ტ.2. ს.ფ.32).
გ-------------------გან ამოღებულ იქნა ო---------–---- მართვის მოწმობისთვის გადაღებული ფოტოსურათი და მასთან 2018 წლის 11 ოქტომბრის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ავტომანქანა ,,ტოიოტა ვიტსის‘‘, სახ.#A-8--B-, გამქირავებელია გ------------------, ხოლო დამქირავებელი - ო---------–--- (ტ.2. ს.ფ.38-46).
2018 წლის 18 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, გ------------------მ ამოიცნო მ------------, რომელიც ნახა 2018 წლის 11 ოქტომბერს თბილისში, ,,ა-------–-- მეტროსთან‘‘ მდებარე ,,--------------‘‘ მიმდებარედ, სადაც მათ შორის გაიმართა მოლაპარაკება ავტომობილის ქირავნობასთან დაკავშირებით. გ------------------მ მიაქირავა მ------------ს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,TOYOTA VITZ‘‘, სახ.#A-8--B-. მისი განმარტებით, ავტომობილი მან ფაქტობრივად მიაქირავა მას, თუმცა ხელშეკრულება გაფორმდა მის თანმხლებ ო---------–---ზე. ასევე, მისი განმარტებით, ეს ავტომობილი დაუბრუნდა ისე, რომ შეცვლილი ჰქონდა უკანა მარცხენა კარის მინა (ტ.3. ს.ფ.71-75).
2018 წლის 16 ოქტომბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ,,ტოიოტა ვიტსის‘‘, სახ.#A-8--B-, უკანა მარცხენა კარის ქვევით, კარნიზთან, აღინიშნება ნაკაწრები, ასევე, უკანა ბამპერის მარცხენა მხარეს აღინიშნება საღებავის ნაკაწრები. უკანა მარცხენა მხარეს კარზე, მინის დაბლა, კარის თუნუქზე, ჰორიზონტალურად აღინიშნება მწებავი ფირის, ე.წ. სკოჩის, დაწებების და აძრობის კვალი, რის შედეგადაც აღნიშნულ ადგილზე დარჩენილია სკოჩის ფრაგმენტები. იმავე კარის მარცხენა წინა მხარეს, შუშის ჩარჩოსთან, აღინიშნება იგივე ლენტის ფრაგმენტები. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მანქანიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, ასევე, წინა და უკანა სალონის დასაჯდომი ზედაპირიდან, სავარძლის საზურგეებიდან, ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები (ტ.2. ს.ფ.53-104).
იმავე დღეს გ-------------------გან ამოღებულ იქნა ზემოხსენებული ავტომანქანა (ტ.2. ს.ფ.107-111).
ოქმში ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, აღწერილია გ------------------- კუთვნილი ,,ტოიოტა ვიტსის‘‘ ფირმის ავტომანქანის, სახ.#A--8---B-, გადაადგილების ტრაექტორია. 2018 წლის 11 ოქტომბრის 1-:45 საათიდან 18:16 საათამდე მანქანა დგას გ-–------ 1-ელ მ/რ-ნში, #- კორპუსის მიმდებარედ. გ------------------- მიერ მითითებულია ადგილი მ--------კენ მიმავალ გზაზე, სადაც გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება ო---------–---სთან და მანქანა გადასცა მის თანმხლებს. 15:05 საათზე ავტომანქანა იწყებს მოძრაობას წრიულ ზოლში და ა-–------------------ ქუჩის გავლით მიემართება ო------------–---–-- ქუჩისკენ. გ------------------- განმარტებით, ამ დროს ავტომანქანას უკვე მართავს ო---------–---- თანმხლები პირი. ავტომანქანა გადის გზატკეცილზე და ზ-----ს ხიდის გავლით გადის ა----–-----–-- ხეივანზე. მ------–-- ხიდის გავლით გადის შ-–--–---- ქუჩაზე. ჩერდება შ-–--–----ა და ფ--------- ქუჩების კვეთასთან. 17:35 საათზე გადის კვლავ მ------–-- ხიდზე და ა----–-----–-- ხეივანის გავლით ბრუნდება ზ-----ს ხიდზე, გადადის ხიდს და მოძრაობს ზ----–-. იქ ჩერდება 21:50 საათამდე, შემდეგ კვლავ მიემართება ა----–-----–-- ხეივნისკენ და მ------–-- ხიდის გადავლით 22:19 საათზე გადის შ-–--–---- ქუჩაზე. 22:21 საათზე უხვევს რ------–-----–--- ქუჩაზე, გადის გ--------------------ე და 22:22 საათზე უხვევს ი-----------–---–-- ქუჩისკენ. 22:24 საათზე უხვევს დ-------- ქუჩისკენ, ჩაივლის მ-------- მე-3 მ/რ-ის მ---- კორპუსთან და 22:28 საათზე ჩერდება მ-------- მე-3 მ/რ-ნის 1-ელ კორპუსთან. 23:31 საათზე იწყებს მოძრაობას მ---- კორპუსის მიმართულებით, ადის ნ----–---–-- ქუჩაზე და ბრუნდება კვლავ დ-------- ქუჩაზე. დ-------- ქუჩის გავლით 2018 წლის 12 ოქტომბრის 00:01 საათზე გადის გ--------------------ე, შ-----–--- ქუჩაზე, შ-–--–---- ქუჩაზე და, მ------–-- ხიდის გადავლით, გადის ბ--–------- ქუჩაზე, შემდეგ - ა----–-----–-- ხეივანზე. ა----–-----–-- ხეივნით გადის თბილ-------. 00:12 საათზე ს1 გზატკეცილით მიდის გ------ მიმართულებით. შედის გ----–-, თ------------ ქუჩაზე და ბრუნდება უკან, კვლავ გადის ს1 გზატკეცილზე 01:32 საათზე. 01:37 საათზე შედის ქალაქ ხ-–----–- და გადის ხ-–--------- 01:50 საათზე სურამის მიმართულებით. 01:53 საათზე შედის რ-------- გავლით გვირაბში და ტოვებს მას 01:54 საათზე ზ------------ მიმართულებით. რ-------- გავლით 02:43 საათზე შედის ზ----------–- და 02:50 საათზე ტოვებს მას ქ--------- მიმართულებით. 03:10 საათზე შედის ქ-------–- და მისი გავლით უხვევს მ112-ზე 03:29 საათზე. შედის სოფელ მ----–--–- 03:37 საათზე და ჩერდება 03:51 საათამდე. შემდეგ ბრუნდება ს1 გზატკეცილის მიმართულებით და გადის 04:01 საათზე, საიდანაც მიემართება უკან ქ--------- მიმართულებით. 04:19 საათზე უხვევს ბ------ ქუჩაზე. კორპუსი #---თან 04:10 საათზე და 04:11 საათზე ბრუნდება უკან ს1-ის მიმართულებით და კოპიტნარის გავლით მიდის სა--------------. ს-----------–- შედის 04:38 საათზე და გამოდის 04:50 საათზე ლ---------- მიმართულებით. გაივლის ლ--------- 05:21 საათზე, 05:40 საათზე გადის გ-------–----- გადასახვევთან ბ-------ს მიმართულებით. ქ------–----- შემოვლითი გზით ჩადის ბ------–- 06:20 საათზე. გ------–---–-- ქუჩის გავლით ჩერდება ხ--–--–---–-- ქუჩაზე მდებარე, ,,----------–-----‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე 06:32 საათზე 10:10 საათამდე. 10:1- საათიდან 12:21 საათამდე მოძრაობს ბ-------ს ტერიტორიაზე და შემდეგ მიემართება კვალავ ლ---------- მიმართულებით. ლ---------- და ს------------ გავლით 1-:29 საათზე შედის ქ-------–- და მოძრაობს ქალაქში. 15:25 საათზე ჩერდება ავტომშენებლის ქ.#--თან 15:37 საათამდე. შემდეგ მოძრაობს ზ------------ მიმართულებით და გადის ქ------------ 15:55 საათზე. ზ------------ა და რ-------- გავლით შედის ს------–- 17:58 საათზე. 18:45 საათზე სცდება გ-----. მ–------ გავლით 19:25 საათზე შედის ზ----–-. მოძრაობს ზ----–- და 22:36 საათზე მიდის ე--–--- ქუჩაზე და ჩერდება 2018 წლის 13 ოქტომბრის 11:35 საათამდე. 12:07 საათზე მიდის ბ-------- ქუჩაზე და ჩერდება 12:57 საათამდე. 12:57 საათზე იწყებს მოძრაობას და მიდის ზ-----ს მიმართულებით. შედის ზ----–- 13:40 საათზე. ზ-----დან გამოდის 16:45 საათზე და ქ---- ქუჩის გავლით გადის გ-------–---–-- გამზირზე 17:00 საათზე. მიდის ე--–--- ქუჩაზე 17:02 საათზე და ჩერდება იქ 17:34 საათამდე. შემდეგ იძვრება კვლავ ზ-----ს მიმართულებით და შედის ზ----–- 17:55 საათზე და ჩერდება 2018 წლის 1- ოქტომბრის 12:49 საათამდე. შემდეგ იწყებს მოძრაობას კვლავ ზ-----ს ტერიტორიაზე და ტოვებს მას 15:00 საათზე. 15:01 საათზე შედის ა----–-----–-- ხეივანზე და 15:12 საათზე მიდის ქ---- ქუჩაზე, სადაც ჩერდება 16:00 საათამდე. 16:01 საათზე იძვრება გ-–------ მიმართულებით და მიდის 1-ლი მ/რ-ნის მე-3 კორპუსთან, სადაც, გ------------------- განმარტებით, მან ო---------–----გან ჩაიბარა მისი კუთვნილი ავტომანქანა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ჯიპიეს სისტემას აქვს ცდომილება დაახლოებით 100 მეტრის რადიუსით (ტ.6. ს.ფ.8-20).
2018 წლის 21 ოქტომბერს გამოთხოვილ იქნა ხ-–----–-, სოფელ ო-------–-, თბილისი-სენაკი-ლ----–---- ავტომაგისტრალის 123-ე კმ-ზე მდებარე, შპს ,,ს------------–----------------‘‘ ბენზინგასამართი სადგურის ჩანაწერები, რაც დათვალიერდა. ჩანაწერების თანახმად, ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს ,,ს------------–----------------‘‘ კუთვნილი, ხ-–------ რაიონის სოფელ ო-------–- განთავსებული, ბენზინგასამართი სადგურის გარე პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებულ ჩანაწერებს 2018 წლის 12 ოქტომბრის 01:00 საათიდან 01:30 საათამდე. თარიღი 2018-10-12, დრო, რომლის ათვლა იწყება 01:00:00 საათიდან. კადრში ჩანს ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, კადრის ცენტრშია საწვავის ჩასასხმელი ორი სვეტი. სადგურის ხელმარცხნივ განთავსებულია საავტომობილო გზა, რომელზეც მოძრაობენ მანქანები. 01:18:43 საათზე სადგურზე შედის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება კამერიდან პირდაპირ მდებარე მეორე ბენზინის ჩასასხმელ სვეტთან უკანა ნაწილით კამერისკენ. 01:18:51-ზე კადრში შედის და მანქანას უახლოვდება გ------- ელბაქიძე, ავტომანქანის გაჩერების შემდგომ იკვეთება მარკა და მოდელი, მანქანა არის მუქი ფერის ,,TOYOTA VITS‘‘, სახ.#A--8---B-. 01:18:59 სთ-ზე ჩამსხმელი მიდის მანქანასთან და ფანჯრიდან აწვდიან გარკვეულ საგანს, რის შემდგომ მათი მანქანის უკანა მარცხენა ნაწილთან აღებს ავზს, მიდის ჩამსხმელ სვეტთან, იღებს საწვავის ჩასასხმელ ე.წ. ,,პისტოლეტს‘‘, მიაქვს მანქანის უკანა მარცხენა ნაწილთან და ბრუნდება სვეტთან. 01:19:43 სთ-ზე ისევ მიდის მანქანის უკანა ნაწილთან, ასწორებს პისტოლეტს და სცილდება მანქანას მცირე მანძილით, 01:19:57 სთ-ზე ჩამსხმელთან მიდის მეორე პიროვნება, ნ--------–---. 01:19:49 სთ-ზე გაჩერებული მანქანა იწყებს რხევას, ამ დროს კადრში მარცხენა მხრიდან შემოდის ნ--------–---, რომელიც მიემართება მანქანისკენ და გ----------–----------. 01:19:59 საათზე მანქანის უკანა მარცხენა კარის ნაწილიდან ჩანს ნამსხვრევების გამოტყორცნა და ჩანს ფეხის გამოყოფა, ნ--------–--- ტანით უკან გადაიხრება და უკან დგამს ნაბიჯს. 01:20:05 სთ-ზე მანქანა იძვრება, თუმცა მაშინვე ჩერდება. ჩამსხმელი სწრაფად იხრება მანქანის უკანა მარცხენა ნაწილისკენ, მანქანასთან მიდის ნ--------–---. კადრში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, მიდის მანქანაში მსხდომებსა და გარეთ მყოფებს შორის საუბარი. 01:20:12 სთ-ზე მანქანა იძვრება ადგილიდან, ჩამსხმელი იღებს ე.წ. ,,პისტოლეტს‘‘ და კიდებს საწვავის ჩასასხმელ სვეტზე, ხოლო მანქანა მიემართება ბენზინგასამართი სადგურის გასასვლელისკენ, მანქანის ავზის გარე ხუფი ღიაა. 01:20:16 სთ-ზე მანქანა კადრიდან გადის. ნ--------–--- და გ------- ელბაქიძე რჩებიან კადრში, დგანან ისევ საწვავის ჩასასხმელ სვეტთან და ერთმანეთში საუბრობენ. 01:21:37 სთ-ზე ნ--------–--- გადის კადრიდან და შემდეგ ისევ ბრუნდება. გ------- ელბაქიძე და ნ--------–--- 01:22:35 სთ-ზე ორივე გადის კადრიდან.
ანალოგი-----ა დაფიქსირებული ყველა ჩანაწერში, თუმცა მე-3 ვიდეოფაილში უკვე ჩანს, როგორ გადის ბენზინგასამართი სადგურიდან ავტომანქანა და შედის ავტომაგისტრალზე. ასევე, ჩანს ავტომაგისტრალზე ,,TOYOTA VITS-ის‘‘ ავტომანქანის გავლა ანთებული ფარებით და მარჯვნივ მოხვევის მანიშნებლით (ტ.6. ს.ფ.34-36).
2018 წლის 17 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ნ--------–---მ ამოიცნო მ------------, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ოქტომბერს ხ-–------ რაიონის სოფელ ო-------–- არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ის და გ------- ელბაქიძე მუშაობენ ჩამსხმელ-ოპერატორებად. დაახლოებით 02:30 საათზე სადგურზე საწვავის ჩასასხმელად შევიდა შავი ფერის ოთხკარიანი ავტომობილი ,,TOYOTA VITZ‘‘. ჩასხმის პროცესში ავტომობილის შიგნიდან ფეხის დარტყმით ჩაიმტვრა უკანა მარცხენა კარის მინა, რის შემდეგაც დაინახა, რომ მ------------ ყელსა და გულმკერდის არეში ბოჭავდა 25 წლამდე ასაკის ბიჭს, არ აძლევდა ავტომობილიდან ჩასვლის საშუალებას (ტ.3. ს.ფ.43-47).
ანალოგი----- აქვს გადმოცემული ნ--------–---ს 2018 წლის 17 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში, რომლის თანახმადაც, ამოიცნო გ--------------------, რომელმაც ფეხის შიგნიდან დარტყმით ჩაამსხვრია ავტომობილის უკანა მარცხენა კარის მინა, რა დროსაც დაინახა, რომ გ--------------------ს ყელის და გულმკერდის არეზე ბოჭავდა დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცი და არ აძლევდა ჩასვლის საშუალებას (ტ.3. ს.ფ.48-52).
იგივე ფაქტობრივი გარემოებები აქვს დაფიქსირებული გ------- ელბაქიძეს 2018 წლის 17 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებში, რომელთა თანახმად, ამოიცნო მ------------ და გ-------------------- (ტ.3. ს.ფ.53-62).
2018 წლის 17 ოქტომბრის ბენზინგასამართ სადგურ ,,G-----------‘‘ დათვალიერების ოქმით, აღწერილია ბენზინგასამართი სადგური, ამასთან, მითითებულია, რომ აპარატის მარცხენა მხარეს, ავტომაგისტრალისკენ, ავტომანქანის გასაჩერებელ ადგილზე, ბეტონის ქვის ფილების ზედაპირზე და აპარატის დასადგამზე ყრია მინის მცირე ზომის ნატეხები. როგორც მოწმე ე-–------------–---–-- მიუთითა, სწორედ ამ ადგილზე იდგა ის ავტომანქანა, რომლის შიგნით მჯდომმა მამაკაცმა 2018 წლის 12 ოქტომბერს ჩაამტვრია შიგნიდან მანქანის ფანჯრის მინა, რის შესახებაც მან გაიგო ჩამსხმელი ოპერატორის - გ----------–---------- და განმარტა, რომ ნამსხვრევები ეკუთვნის ზემოაღნიშნულ მანქანას. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა მინის ნამტვრევები (ტ.2. ს.ფ.122-157).
ბენზინგასამართ სადგურ ,,G-----------‘‘ დამატებითი დათვალიერების ოქმით, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ დგას ნაგვის ურნა, სადაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან, ასევე, ასფალტის ნატეხებთან ერთად, ყრია მინის მცირე ზომის ნატეხები, რაც ჰგავს მანქანის ცალი მხრიდან დაბურული მინის ნატეხებს. ელდარ ხარაიშვილის განმარტებით, ამ ურნას იყენებენ ოპერატორები ბენზინგასამართი სადგურის მოსუფთავებისას აღებული ნაგვის ჩასაყრელად და, შესაბამისად, უნდა იყოს 12 ოქტომბრის ინციდენტისას დაფიქსირებული ავტომანქანის მინის ნატეხები, რაც ამოღებულ იქნა (ტ.2. ს.ფ.162-178).
ცნობების შეგროვებისა და ვიზუალური კონტროლის (ფარული მეთვალყურეობა) კრებსით #-, მ------------, რომელიც კრებსში ფიგურირებს ფსედონიმით ,,ე-–----‘‘, და ქალი, რომელიც კრებსში ფიგურირებს ფსევდონიმით ,,ე-–----‘‘, 2018 წლის 16 ოქტომბერს, 09:05 საათზე, გამოვიდნენ ზ---------–---- ქ.---- კორპუსის სადარბაზოდან და ჩასხდნენ იქვე გაჩერებულ ,,ფოლკსვაგენ-გოლფ-3-ში‘‘, სახ.#O--------, დაიწყეს მოძრაობა, გავიდნენ ქალაქიდან და მოძრაობა გააგრძელეს ქ.ქ------–-----კენ. ქ------–---–- შევიდნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში, გამოვიდნენ და შევიდნენ ზ--------–-, სადაც ო-----–----- ქ.#---ში შეხვდნენ მამაკაცს, ფსევდონიმით ,,ე-------‘‘, და სამივე ერთად შევიდა სახლში. დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ სახლის წინ გაჩერდა ,,მერსედესის‘‘ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, სახ.#W--------, საიდანაც გადმოვიდა მძღოლი და იმავე სახლში შევიდა. 12:15 საათზე ,,ე-–----‘‘, ,,ე-------‘‘ და ხსენებული მძღოლი გამოვიდნენ ეზოდან, ,,ე-–----‘‘ ჩაჯდა ,,ფოლკსვაგენში‘‘, ,,ე-------‘‘ ჩაჯდა ,,მერსედესში‘‘ და დაიწყეს ერთად მოძრაობა. 5 წუთში ,,ე-–----‘‘ და ,,ე-------‘‘ გაჩერდნენ გამარჯვების ქ.#-2-ში მდებარე ავტოსახელოსნოსთან, სადაც ,,ე-–----მ‘‘ მანქანა შეიყვანა შესაკეთებლად. 13 საათზე ,,ე-–----‘‘ გამოვიდა ავტოსახელოსნოდან ,,ფოლკსვაგენით‘‘, ,,ე-------‘‘ დარჩა. 10 წუთში მივიდნენ ო-----–----- ქ.#---ში, საიდანაც, ,,ე-–----სთან‘‘ ერთად, შევიდა ს------------ შესასვლელში.
2018 წლის 16 ოქტომბრის 1-:20 საათიდან 21:30 საათამდე კრებსით - ,,ფოლკსვაგენ-გოლფ- 3-ში‘‘, სახ.#O--------, სხედან ,,ე-–----‘‘ და ,,ე-–----‘‘, ქ--------- გავლის შემდგომ მოძრაობა განაგრძეს წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–---- მიმართულებით, სადაც შევიდნენ ე.წ. ,,ჩ----–-–---–---- უბანში‘‘, მ---- ქუჩაზე, #1- სახლის მიმდებარედ, და დაჰყვეს დაახლოებით 15 წუთი. 15:35 სთ-ზე ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დაფიქსირდა ქ.ქ--------- მიმართულებით მოძრავი. ქ-------–-, კვების ობიექტში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ, 16:15 სთ-ზე ავტომანქანა შეჩერდა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე რესტორან ,,მ---------–-------‘‘, ავტომანქანიდან ჩამოვიდა ,,ე-–----‘‘, ხოლო ,,ე-–----მ‘‘ მოძრაობა განაგრძო ზ---------------- გამზირის მიმართულებით და 16:30 სთ-ზე ობიექტის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა შევიდა ზ---------------- გამზირზე #---ში მდებარე საქმიან ეზოში, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები. ,,ე-–----‘‘ ჩამოვიდა ავტომანქანიდან და მიესალმა იქვე მომლოდინე მამაკაცს, რომელიც შემდგომ კრებსში ფიგურირებს ფსევდონიმით ,,გ--–-‘‘ და დაიწყეს ერთმანეთში საუბარი. ისინი ჩასხდნენ ,,ე-–----ს‘‘ მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და მოძრაობა დაიწყეს ქ.წ---–-------- მიმართულებით. 17:10 სთ-ზე ფარული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ავტომანქანა შევიდა ქ---------წ---–-------- დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე არსებულ სასაფლაოს ტერიტორიაზე. 17 სთ-ზე ზემოთაღნიშნული ავტომანქანა გამოვიდა იმავე მიმართულებიდან და განაგრძო მოძრაობა ქ.ქ--------- მიმართულებით. 17:45 სთ-ზე აღნიშნული ავტომანქანა შეჩერდა ქ.ქ-------–-, ბ-------- ქუჩაზე, მარკეტების ტერიტორიაზე, სადაც ,,გ--–-‘‘ დარჩა ქვეითად, ხოლო ობიექტმა მოძრაობა გააგრძელა ირ.აბაშიძის გამზირის მიმართულებით. 17:50 სთ-ზე ობიექტი მივიდა ზ----------- ქ.#- კორპუსის ეზოში, სადაც შეხვდა ,,ე-–----ს‘‘, ,,ე-–----‘‘ დარჩა, ობიექტმა კვლავ მარტო დაიწყო მოძრაობა ბ-------- ქუჩის მიმართულებით. 18:00 სთ-ზე ,,ე-–----‘‘ ბ-------- ქუჩაზე, #-- კორპუსის მიმდებარედ, შეხვდა ისევ იქვე მომლოდინე ,,გ--–-ს‘‘, ხანმოკლე საუბრის შემდეგ ხელიდან ხელში გადასცა, სავარაუდოდ, ფულადი თანხა, რომელიც ,,გ--–-მ‘‘ ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში და დარჩა მისამართზე, ხოლო ობიექტმა კვლავ მარტო დაიწყო მოძრაობა ზ----------- ქუჩის მიმართულებით. 18:05 სთ-ზე ობიექტი შევიდა კვლავ ზ----------- ქ.#- კორპუსის ეზოში, სადაც მას ავტომანქანაში მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე ჩაუჯდა ,,ე-–----‘‘ და მოძრაობა დაიწყეს ბ------ ქუჩით, ქალაქიდან გასასვლელისკენ, დასავლეთის მიმართულებით. 19:30 სთ-ზე, წ---–--------, ს------------, ა--–--, ს------- და ხ----- რაიონების შეუჩერებლივ გავლის შემდეგ, ფარული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ავტომანქანა შევიდა ზ--------–- და გაჩერდა ო-----–----- ქ.#-0 სახლის მიმდებარედ, სადაც დაჰყო დაახლოებით 10 წუთი, რის შემდეგაც ობიექტმა, ,,ე-–----სთან‘‘ ერთად, ქ.ფ------ გავლით გააგრძელა მოძრაობა ა------ რეგიონის მიმართულებით.
კრებსზე არსებული შენიშვნის თანახმად, ფარული მეთვალყურეობის დროს ობიექტის გამოვლენილი კავშირი ,,გ--–-‘‘ ამოცნობილი და დადგენილი იქნა, რომ არის გ---- გ-------- ძე ჩ----–-–---–- (პ/ნ 6----------, დაბ. 1--- წელს), რეგისტრირებულია და ცხოვრობს ქ.ქ-------–-, ბ-------- ქუჩა, მ-----/რ-ნი, #--/37-ში, არის კრიმინალური ორიენტაციის. დაკეტილი საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთით, გააჩნია წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–---- ტეროტორიაზე ე.წ. ჩ----–-–---–---- უბანში, სადაც ფარული მეთვალყურეობის მსვლელობის დროს იმყოფებოდა ,,ე-–----‘‘, ,,ე-–----ს‘‘ თანხლებით, მასთან შეხვედრამდე.
ასევე, მ------------- გადაადგილება და შეხვედრებია აღწერილი სხვა კრებსებში სხვადასხვა პირებთან, სხვადასხვა ადგილებში.
21:30 საათიდან 00:00 საათამდე ფარული მეთვალყურეობის კრებსი #--ით, შეკვეთილთან გამავალ გზატკეცილზე ურეკისკენ მიმავალი ,,ფოლკსვაგენ-გოლფ-3‘‘, სახ.#O--------, რომელშიც ისხდნენ ,,ე-–----‘‘ და ,,ე-–----‘‘, შევიდა ქ.ბ------–- და 22:30 საათზე გაჩერდა გ-------–---- ქ.-----სთან, სადაც გადმოვიდნენ მანქანიდან, შეხვდნენ მამაკაცს, ფსევდონიმით ,,ე-–------‘‘, და მისალმების შემდეგ ერთად შევიდნენ სადარბაზოში.
2018 წლის 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან 21:10 საათამდე ფარული მეთვალყურეობის კრებსში #-, ასახულია ,,ე-–----ს‘‘ და ,,ე-–----ს‘‘ ბ------–- მოძრაობა. კრებსში ისევ ფიგურირებს მათთან ერთად ,,ე-–------‘‘ და სხვა მამაკაცი, ფსევდონიმით ,,ე-----–-‘‘, რომელსაც დაშორდნენ 17:45 საათზე და შავი პოლიეთილენის პარკებით ხელში ჩასხდნენ ,,ფოლკსვაგენ-გოლფ-3-ში‘‘, სახ.#O--------, გავიდნენ ქალაქიდან. 21:10 საათზე აღნიშნული მანქანა, რომელშიც ისევ ,,ე-–----‘‘ და ,,ე-–----‘‘ ისხდნენ, დაფიქსირდა წ---–-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევთან. 2018 წლის 17 ოქტომბრის 21:20 საათიდან 23:20 საათამდე აღნიშნული ავტომანქანა შეჩერდა ქ.ქ-------–-, ბ-------- ქ.#---ის ეზოში, და მისცა სიგნალი. 2-3 წუთის შემდეგ სადარბაზოდან გამოვიდა ,,გ--–-‘‘, ქვეითად განმარტოვდნენ ამავე კორპუსის ეზოში, ავტოფარეხებთან, და საუბრობენ. 21:40 საათზე ,,ე-–----‘‘ და ,,გ--–-‘‘ დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ,,ე-–----‘‘ ჩაჯდა თავისსავე მანქანაში და გავიდა ქ------------. 23:20 საათისთვის ხ-–----–- დაფიქსირდა თბილისისკენ მოძრავი ,,ფოლკსვაგენ-გოლფ-3‘‘, სახ.#O--------, რომელიც 00:45 საათზე მივიდა თბილისში, ზ-----ს დასახლება, კ-–------–--. ქ.#---თან, და შევიდნენ მისამართზე.
ქ-------–-, მ.ბ-------- ქუჩა, მ-----/რ-ნი, #--/37-თან, გ----------–-–---–-ს ფარული მეთვალყურეობაა აღწერილი ცნობების შეგროვებისა და ვიზუალური კონტროლის (ფარული მეთვალყურეობა) კრებსში #1, რომლშიც იგი ფიგურირებს ფსევდონიმით ,,ჩ------‘‘. 21:30 საათზე აღნიშნული კორპუსიდან გამოვიდა ,,ჩ------‘‘, მივიდა იქვე მომლოდინე შავი ფერის ,,ფოლცვაგენ-გოლფის‘‘ მარკის ავტომანქანასთან, სახ.#O------, რომლიდანაც ჩამოვიდა ,,ე-–----‘‘, მიესალმნენ ერთმანეთს, ქვეითად განმარტოვდნენ ამავე კორპუსის ეზოში განთავსებულ ავტოფარეხებთან და დაიწყეს ერთმანეთში საუბარი. 21:40 სთ-ზე ,,ჩ------‘‘ და ,,ე-–----‘‘ დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ,,ე-–----‘‘ ჩაჯდა თავის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და დაიწყო მოძრაობა, ხოლო ,,ჩ------‘‘ მივიდა თავის სადარბაზოსთან და გაესაუბრა იქვე მდგომ მეზობლებს. 8-10 წუთის შემდეგ ობიექტი შევიდა სადარბაზოში და ავიდა თავის საცხოვრებელ ბინაში. 24:00 სთ-მდე ,,ჩ------‘‘ მისამართიდან გამოსული აღარ დაფიქსირებულა, ხოლო, ინიციატორის მითითებით, ვიზუალური კონტროლი ობიექტზე გაგრძელდა სადღეღამისოდ. 07:00 საათამდე ობიექტი მისამართიდან გამოსული არ დაფიქსირებულა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, თ------------------მ უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე, რის გამოც მისი ამოცნობაზე წარდგენა შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, გ--------------------სთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც მან ამოიცნო თ------------------, რომელიც გატაცების შემდგომ იმყოფებოდა ბინაში და დარაჯობდა მას (ტ.5. ს.ფ.100-104).
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------–-–---–-- უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილებაზე, რის გამოც მისი ამოცნობაზე წარდგენა შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, გ--------------------სთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც მან ამოიცნო მ---------------–-–---–-. ოქმის თანახმად, მ---------------–-–---–- ნახა მას შემდეგ, რაც გაიტაცეს და მოათავსეს ერთ-ერთ სახლში, სადაც თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი და მიბმული იყო საწოლზე. აღნიშნული პირი შედიოდა მასთან და მიჰქონდა საკვები. ის ერთხელ ნახა სახეზე (ტ.5. ს.ფ.105-110).
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მ------------მ უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილებაზე, რის გამოც მისი ამოცნობაზე წარდგენა შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, გ--------------------სთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც მან ამოიცნო მ------------, რომელიც პ------–ად ნახა 2018 წლის 11 ოქტომბერს, ღამის საათებში, მიღებული დასაძინებელი საშუალების მოქმედების გავლის შემდეგ, როდესაც გამოფხიზლდა და ნახა, რომ მგზავრობდა ავტომობილით. წინ ორი პირი, ერთი ქალი ,,ვ--------- პ-----‘‘ და ერთი კაცი იჯდა. ავტომობილში უკანა მხარეს იჯდა თვითონ და მ------------, რომელსაც მის კისერზე ჰქონდა ხელი შემოხვეული. მას შემდეგ, რაც გაჩერდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, საწვავის ჩასხმის დროს შეეცადა, ოპერატირებისთვის დახმარება ეთხოვა და ყვირილი დაიწყო, მაგრამ მ------------მ ყელზე ხელები მოუჭირა, ძალით მისწია მისკენ და ტანით გადაწია, რის შემდეგ ის გაუძალიანდა, დაიწყო ფეხების ქნევა და შეძლო, რომ ჩაემტვრია მანქანის უკანა მარცხენა კარის მინა, რის შემდეგაც დაიძრა ავტომობილი, ხოლო ის და მ------------ აგრძელებდნენ ჭიდაობას (ტ.5. ს.ფ.111-115).
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გ----------–-–---–-- უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე, რის გამოც მისი ამოცნობაზე წარდგენა შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, გ--------------------სთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც მან ამოიცნო გ----------–-–---–-. მისი განმარტებით, გატაცების შემდეგ მალავდნენ ერთ სახლში, სადაც აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება, ასევე, მიბმული იყო საწოლზე. აღნიშნული პიროვნება სახლში რამდენჯერმე იყო შესული ნიღბით, თუმცა იგი ნახა სახეზეც, როდესაც კარი ღია დარჩათ (ტ.5. ს.ფ.116-120).
2018 წლის 18 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სასტუმრო ოთახში, კარიდან მარცხენა მხარეს, კედელთან დგას ორი საწოლი ერთმანეთის გვერდით, კარიდან უკიდურეს მეორე საწოლზე, ლითონის კონსტრუქციაზე, მიბმულია გ--------------------. მაგიდაზე არსებული ლითონის გასაღებით გაიხსნა ხელბორკილი და მოხდა გ--------------------- გათავისუფლება, ამოღებულ იქნა ხელბორკილი და გასაღები. ლოგინთან, სადაც მიბმული იყო გ--------------------, მოთავსებულ მცირე ზომის ხის სკამზე დევს თასი, სიგარეტის ნამწვებით, ოთახში შესასვლელი კარიდან მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ჭურჭლის ხის კარადის გვერდით, იატაკზე დევს მოშავო კორპუსის მქონე პისტოლეტი, მჭიდით, მასში მოთავსებული 2 ცალი ვაზნით; შესასვლელი კარიდან მარჯვნივ განთავსებულ გასაშლელ დივანზე აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის ნაჭრის ნიღაბი, რომელსაც თვალების, ცხვირისა და პირის ადგილზე აღენიშნება წრიული ჭრილები, ნიღაბს ქვედა ნაწილში აქვს მოშავო ფერის მავთული, პლასტმასის ჩამკეტით; მარცხენა მხარეს ხის ტანსაცმლის კარადის წინ დევს, ასევე, მოშავო ფერის ნაჭრის ნიღაბი, წრიული ჭრილებით; ნიღაბის გვერდით დევს ბინოკლი; შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს, იატაკზე დევს მოვერცხლისფრო გასაშლელი დანა, მრავალფუნქცი----- ხელსაწყოებით; კედელზე, ელ.გაყვანილობის კაბელზე, მიმაგრებულია მომწვანო ფერის მძაფრი სუნის მცენარის ღერო. ყოველივე ამოღებულ იქნა. ასევე, ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები და საგნები, კარადის თაროდან - მაჯის საათი, მაგიდიდან - ,,სიტიზენის‘‘ ფირმის მაჯის საათი, მაგიდიდან, ასევე, ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის მძაფრი სუნის მქონე მცენარეული მასა; ასევე, ტანსაცმლის კარადის გვერდით ხის სკამზე მოწყობილია სანათი, ასევე, კარადის თაროდან ამოღებულ იქნა ხელის ფარანი (ტ.3. ს.ფ.120-259).
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების თანახმად, მ---------------–-–---–- და თ------------------ დაკავებულ იქნენ 2018 წლის 18 ოქტომბერს წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–-, გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში (ტ.3. ს.ფ.81-88, 96-103).
2018 წლის 18 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, ე-----–---–-- ქ.#---ის მიმდებარე ტეროტორიიდან, ამოღებულ იქნა ვ---------------- ,,მერსედესის‘‘ მარკის სპრინტერი სახ.#J--------, რაც დაილუქა და ევაკუატორის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე (ტ.4. ს.ფ.88-92).
2018 წლის 1- დეკემბერს დათვალიერდა თეთრი ფერის ,,მერსედესის‘‘ მარკის სპრინტერი, სახ.#J--------, რა დროსაც ექსპერტების მიერ აღებულ იქნა ანაწმენდის ნიმუშები და მიკრონაწილაკები (ტ.4. ს.ფ.103-110).
2018 წლის 13 ოქტომბერს, ასევე, დათვალიერებულია გ--------------------- მფლობელობაში არსებული, ,,მაზდა 6‘‘ მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ამოღებულია ბიოლოგი----- ნიმუშები, სიგარეტის კოლოფი ,,პარლამენტი‘‘, სანთებელა, ერთი ცალი ლურჯი ფერის სიგარეტის კოლოფი, ნამწვით, ერთ ცალი ქსოვილის ხელთათმანი, მიკრონაწილაკები და ხელის კვლის ნიმუშები (ტ.1. ს.ფ.109-150)
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ჩვენებებით.
ბიოლოგი----- (გენეტიკური, სეროლოგი-----) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით,§ ავტომანქანა ,,ფოლცვაგენის‘‘, სახ.#O--------, სალონის წინა მხარის ზედაპირებიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------------ს; მასვე ეკუთვნის ცარიელ თუნუქის ქილებზე და საფერფლიდან ამოღებულ ნამწვებზე არსებული გენეტიკური პროფილი;
§ ავტომანქანა ,,ტოიოტას‘‘, სახ.#A--8---B-, საჭის ზედა რკალიდან და მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან ანაწმენდზე არსებული ბიოლოგი----- მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ორ სხვადასხვა პირს;
§ ავტომანქანა ,,მაზდას‘‘, სახ.#D--------, ანაწმენდებზე არსებული გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი გ--------------------- გენეტიკური პროფილის იდენტურია;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ საწოლზე მიბმული ლითონის ხელბორკილზე, გასაღებებზე, რეზინის წყვილ ხელთათმანზე, რითაც მოხდა პისტოლეტის განმუხტვა, გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საწოლთან არსებული სკამიდან ამოღებულ მოთეთრო თიხის თასზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ--------------------ს, მასვე ეკუთვნის ,,პეპსის‘‘ ეტიკეტიან ბოთლის გარე ზედაპირზე და ტოლჩაზე არსებული ბიოლოგი----- მასალის მაჟორული წილი;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დივნიდან ამოღებულ ნიღაბზე გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------------------ს, ხოლო კარადის წინ იატაკიდან ამოღებულ ნიღაბზე არსებული გენეტიკული მასალა ეკუთვნის მ---------------–-–---–-;
§ ბეჭედზე, ყელსაბამსა და მაჯის საათზე არსებული ბიოლოგი----- მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------------ს;
§ სამ ცალ ქაღალდის ხელსახოცზე და სიგარეტის ნამწვებზე არსებული გენეტიკური მასალა ეკუთვნის თ------------------ს, სხვა სიგარეტის ნამწვზე არსებული გენეტიკური მასალა ეკუთვნის მ---------------–-–---–-;
§ საწოლზე არსებულ გადასაფარებელზე არსებული ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---------------–-–---–-;
§ საწოლზე არსებულ ბალიშის შალითაზე არსებული ბიოლოგი----- მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გ--------------------ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ჩანთაში არსებულ ანტიპერსპირანტზე გენეტიკური პროფილები შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის თ------------------ს, მასვე ეკუთვნის კბილის ჯაგრისზე არსებული გენეტიკური პრიფილი;
§ ავტომანქანა ,,მაზდას‘‘, სახ.#D--------, სავარძლებიდან ამოღებულ მიკრონაწილაკებზე არსებული გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გ--------------------ს.
აღნიშული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------------.
ოდოროლოგი----- ექსპერტიზის #4-------- დასკვნით და ექსპერტ ბ------------------ ჩვენებით, ავტომანქანა ,,ფოლცვაგენიდან‘‘, სახ.#O--------, ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ მ---------------–-–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნითა და ექსპერტ კ--------------–-----–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს მოქ. გ--------------------ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, ნაკაწრები და სისხლნაჟღენთი. დაზიანებები, როგორც ერთობლიობაში, ისე, იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის მოქმედებით.
გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის გათვალისწინებით, ასევე, მათი ურთიერთთავსებადობის გაანალიზების შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ-------------, თ-------------------, მ---------------–-–---–-სა და გ----------–-–---–-ს მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდება, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ანგარებით, კერძოდ, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ა--------------------თვის 3 000 000 ლარის გადაცემის მოთხოვნით.
ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ------------ დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლევი ანალოგი----- სახის დანაშაულისათვის. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 ივნისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ე‘‘, ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მ------------- მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მ------------ პენიტენცი----- დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს და მის მიერ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია არაერთგზის.
რაც შეეხება ბრალდებულ კ--–-----------------ს მონაწილეობას ჩადენილ დანაშაულში, გამოკვლეული მტკიცებულებებით მისი მონაწილეობა გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდებაში არ დადასტურდა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად საკმარისი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე Grădinar v. Moldova, #7170/02, 08/04/2008, §107, განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა. ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, #-1522/93, 29/05/1997, §43). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, #184/02, 11/01/2007, §84). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს და იმსჯელებს მხოლოდ იმ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომლებიც გავლენის მომხდენია გადაწყვეტილებაზე პირთა დამნაშვედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-4-ე მუხლით კრიმინალიზებულია მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება. ამასთან, ამავე კოდექსის 27-ე მუხლი განსაზღვრავს დანაშაულის ჯგუფის მიერ ჩადენის სახეებს, რომელთა შორისაა ორგანიზებული ჯგუფი. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სწორედ ასეთი ჯგუფი, მ-------------, მ---------------–-–---–-ს, თ-------------------ა და გ----------–-–---–-ს, ასევე, გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების სახით, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა, შვილის - გ--------------------- გათავისუფლების სანაცვლოდ, ა------------------- იძულებული გაეხადათ, გადაეცა მათთვის მოთხოვილი თანხა.
ზემოთ განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს გ--------------------ს უკავშირდება ვინმე ვ--------- პ----- (გვარ-სახელი რამდენად შეესაბამება რეალურ პიროვნებას, დადგენილი არ არის), რომელიც იმავე წლის ივნის-ივლისის თვიდან მოყოლებული გამოირჩეოდა მის მიმართ შეხვედრის ინიციატივით, და ხვდება მას გ--------- მოედანზე. შეხვედრის მოწმეა გ--------------------- მეგობარი შ----------------. ამასთან, ნდობის გასამყარებლად შეხვედრა შედგა წინა დღესაც. მართალია, შ----------------- დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო სხდომაზე, მისი საზღვარგარეთ ყოფნის გამო, თუმცა გამოკვლეულ იქნა მისი გამოკითხვის ოქმი, რომელიც არ წარმოადგენს ერთადერთს და გადამწყვეტს მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის დასადასტურებლად. აღნიშნულს ადასტურებს, ასევე, დაზარალებული გ--------------------, რომელმაც სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ლისის ტბიდან ჩამოსვლის შემდეგ მან თავისი მანქანა დაუტოვა შ----------------ს, ხოლო ის და ვ--------- პ----- თეთრი ფერის ,,მაზდას‘‘ მარკის ავტომანქანით გაემგზავრნენ ვ---------ს მიერ მითითებულ მისამართზე, მ------–-, დ-------- ქუჩაზე. აღნიშნულს ადასტურებს ტაქსის მძღოლი ნაზიმ ახმედოვიც თავის ჩვენებაში, რომლისთვისაც იმ საღამოს გ-------------------- და ვ--------- პ----- პ------–ი მგზავრები იყვნენ. ნ----------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილია ადგილი, სადაც მგზავრები ჩაუსხდნენ მანქანაში - ჟ------ მოედანზე მდებარე წრიულ ხაზთან, რომელიც მდებარეობს თბილისში, პ------ ქ.#---ში მდებარე ,,---------- აფთიაქის წინ, რაც თანხვედრაშია გ---------------------ა და შ----------------- მიერ გადმოცემულ ინფორმაციასთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოწმემ აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე ჩაისვა გოგო და ბიჭი, ხოლო მესამე ბიჭი დარჩა. ამის შემდეგ გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნ----------------- მიუთითა მ------–-, დ-------- ქ.#--თან მდებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩამოვიდნენ მისი მანქანიდან ხსენებული გოგო და ბიჭი და, საპირისპირო მხარეს, გზის ჩამყოლი ქუჩისკენ გაემართნენ.
მნიშვნელოვანია გ--------------------სა და ვ--------- პ------ შორის არსებული მიმოწერები (აღნიშნული დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია), რაც თვეების მანძილზე გრძელდებოდა და დასტურდება არაერთი სხვადასხვა ფორმით მიღებული ინფორმაციით, როგორც დაზარალებულის, ისე, მისი შეყვარებულის - ნ--------–---- ჩვენებებით, ასევე, მეგობრების - გ---------------–---–-- ჩვენებითა და შ----------------- გამოკითხვის ოქმით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ,,ფეისბუქის‘‘ დათვალიერების ოქმებთან. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ვ--------- პ------ სასამართლო ვერ განიხილავს ერთიანი ორგანიზებული ჯგუფის კონტექსტში, რამდენადაც არ აქვს მოცემულ საქმეში არანაირი სტატუსი, ასევე, არ არის დადგენილი მისი პიროვნება, თუმცა მისი გ--------------------სთან ამგვარი კავშირის არსებობის ნამდვილობის დადგენა მნიშვნელოვანია მოცემული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების ბრალეულობის განსასაზღვრად.
აღსანიშნავია, რომ მძევლად ხელში ჩაგდების დროს კანონმდებელი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მძევლად ხელში ჩაგდებულია ადამიანი, მოთხოვნის წაყენებას კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევს, რამდენადაც უპირატესი ადამიანი, მისი თავისუფლების უფლების რეალიზებაა. გ--------------------მ სასამართლოს აღუწერა ვ--------- პ------ ინიციატივით მისი ბინაში მიყვანის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ხაზგასასმელია თბილისში, მ-------- დასახლება, მ-----/რ-ნი, მ---- კორპუსში მდებარე #-- ბინის საგანგებოდ დაქირავება. მოწმე რ-----------------, რომელიც მაკლერობით იყო დაკავებული, უშუამავლა ვ--------- პ------ გ---–----------–------- ბინის ქირავნობის საკითხში. გ---–----------–------- ჩვენება სრულ თანხვედრაშია რ----------------- ჩვენებასთან და ადასტურებს ბინის ქირაოვნობას 2018 წლის 11 ოქტომბერს რამდენიმე დღით და იქ ვ---------ს მიერ ცხოვრების უფლების მოპოვებას. სწორედ ამ საგანგებოდ ნაქირავები ბინიდან მოხდა გ--------------------- ძალისმიერად გაყვანა და ჩასმა, ასევე, საგანგებოდ დაქირავებულ ავტომანქანაში. ამ მომენტიდან ფიგურირებს დანაშაულში მ------------.
2018 წლის 11 ოქტომბერს მ------------ გახდა ,,ტოიოტა ვიტსის‘‘, სახ.#A--8---B-, რეალური დამქირავებელი გ-------------------გან, რა დროსაც ნათელი ხდება მისი დანაშაულის ჩადენის განზრახვისკენ მიმართული ქცევა, რაშიც უნებლიედ ჩართული აღმოჩნდა ო---------–---, რამდენადაც მ------------მ გამქირავებელს განუცხადა, რომ თან არ ჰქონდა მართვის მოწმობა, რაც ქირავნობის ხელშეკრულების დამაბრკოლებელი გარემოება გახდა და ხელშეკრულება ო---------–---- სახელზე გაფორმდა. გ------------------მ და ო---------–---მ სასამართლოში დაადასტურეს აღნიშნული, რასაც მოწმობს მათ შორის შემდგარი გარიგებაც, რაც, ასევე, არ უარყვია მ------------ს, თუმცა მის მიერ მანქანის დაქირავების მიზეზად სრულიად სხვა მიზეზი დასახელდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მანქანა ნაცნობის - ბ--------–-------- იქირავა, რომელსაც მანქანა მეგობარი ქალის - ე-------------------ს ს--------- და კ-----–- გასასეირნებელად სჭირდებოდა. ამასთან, მის მიერ ე-------------------ს აღწერილობა თითქმის ემთხვევა ვ--------- პ------ მონაცემებს, რითაც მ------------მ, პირადი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სცადა დანაშაულის ვექტორის სხვა მხარეს მიმართვა. სასამართალო ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს დანაშაულთან ამ პირთა კავშირს, რომელთა რეალურად არსებობა/არარასებობის საკითხი არ არის დადასტურებული, თუმცა მისი პოზიცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გ---------------------ა და ხ-–----–-, სოფელ ო-------–-, მდებარე ბენზინგასამართი სადგურის ჩამსხმელ-ოპერატორების - ნ--------–----- და გ----------–------- ჩვენებებს. გ--------------------- ჩვენებითა და მასთან ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადასტურებულია, რომ ,,ტოიოტას‘‘ მარკის ,,ვიტსის‘‘ მოდელის ავტომანქანაში, სადაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა, მასთან ერთად, სალონის უკანა სავარძელზე იჯდა სწორედ მ------------. მართალია, თვითონ ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული სახეზე, რაც არ აძლევდა ყველაფრის დანახვის საშუალებას, ხოლო მ------------ს ხელები ჰქონდა შემოხვეული და შებოჭილი ჰყავდა, თუმცა მის მიერ ფეხით მანქანის უკანა მარცხენა შუშის ჩამტვრევის შემდეგ დაწყებული ჩხუბისას, მიუხედავად ღამის დროისა, სადგურზე არსებული სინათლის შუქზე დაინახა ის და დაამახსოვრდა ჭაღარა თმებითა და გადაბმული წარბებით.
იგივე მონაცემებით დაიმახსოვრეს და ანალოგიურად აღწერეს მ------------ ოპერატორებმა -ნ--------–---მ და გ----------–-------აც, რაც დაადასტურეს როგორც საკუთარ ჩვენებებში, ისე - ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებში. ამასთან, მათ მიერ მ-------------ა და გ--------------------- დანახვა და ყურადღების მიქცევა მოხდა სწორედ გ--------------------- მიერ, გათავისუფლების სურვილით, ფანჯრის ჩამტვრევის შემდეგ. აღნიშნულმა პირებმა მიუთითეს, რომ სწორედ გ-------------------- ჰყავდა შებოჭილი მ------------ს.
საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ბენზინგასამართ სადგურ ,,ს------------–----------------‘‘ კამერების ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია მანქანის, რომელშიც გ-------------------- ჰყავდათ ხელში ჩაგდებული მ------------ს და დაუდგენელ პირებს, სადგურზე შესვლის, ბენზინის ჩასხმის დაწყების, მანქანის შუშის ჩამტვრევის, მანქანის რხევის და ადგილიდან გასვლის კადრები. მართალია, ჩანაწერში არ ჩანს, ვინ ზის ,,ტოიოტა ვიტსში‘‘, თუმცა ჩანაწერი აღწერილ დეტალებთან მიმართებით სრულ თანხვედრაშია ზემოთ ხსენებულ პირდაპირ მოწმეთა ჩვენებებთან და მათი ერთობლიობაში გაანალიზებით წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ბენზინგასამართი სადგურის ,,G-----------‘‘ მიმდებარედ დათვალიერებისას, ნაგვის ურნიდან ამოღებულ იქნა შუშის ნამტვრევები, ასევე, ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებულ იქნა შუშის ნამსხვრევები, რაც ვერ იქნა აღებული სრულად ნ--------–----- და გ----------–------- მიერ ტერიტორიის დასუფთავებისას. ფაქტი, რომ აღნიშნული მანქანის შუშა იყო დაზიანებული, დგინდება როგორც გ---------------------ა და ჩამსხმელ-ოპერატორების, ისე - თავად მ-------------, ო---------–----, ნ----------------, გ------------------- ჩვენებებით, ასევე, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით და ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკამერების ჩანაწერებით.
დაზარალებულ გ--------------------- ჩვენების თანახმად, ჩხუბისას მას მ------------- თანმხლებმა პირმა დანა გაუშალა, რის წართმევასაც შეეცდა, რა დროსაც იარაღი მიუშვირეს. აღნიშნული, მართალია, არ დაუნახავთ ჩამსხმელ-ოპერატორებს, თუმცა ერთიანი სურათით შეუძლებელია უარყოფა, რომ ასეთს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რამდენადაც ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით გ--------------------ს სხეულზე დაუფიქსირდა ნაჭდევები, ნაკაწრები და სისხლნაჟღენთი, რაც შესატყვისია მისი სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების.
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მ------------მ და დაუდგენელმა პირებმა გ-------------------- წაიყვანეს წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში. მანქანის გადაადგილების მარშრუტი დადგენილია შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გადაადგილების მარშრუტების ამსახველი მასალით. გ----------–-–---–-ს საცხოვრებელი ბინიდან უკვე იკვეთება მ---------------–-–---–-სა და თ------------------- როლი და მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში, რომლებიც 6 დღის მანძილზე ზედამხედველობდნენ გ--------------------ს მითითებულ სახლში, ასევე, გ----------–-–---–-ს, რომელიც მ------------- ნათესავია (მათი ბაბუები იყვნენ ძმები) ჩართულობა და მონაწილეობა ამ დანაშაულში. მართალია, ამ უკანასკნელმა პრაქტიკულად უარყო მის სახლში ასეთი დანაშაულის შესახებ ინფორმირებულობა, თუმცა სწორედ დანაშაულის უწყვეტად განხორციელების პროცესში დადგენილია მათ შორის არაერთი სატელეფონო კავშირი, იმ დროს, როდესაც გ----------–-–---–-ს განმარტებით, მას მხოლოდ 2018 წლის 12 ოქტომბერს ჰქონდა მ------------სთან სატელეფონო კომუნ---ცია მანქანის ნაწილებთან დაკავშირებით, რაც წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულების ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ შესაბამისი კომპანიებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან.
დაზარალებულ გ--------------------- ჩვენებით, ის შეიყვანეს სახლში, რომლის მდებარეობა მისთვის უცნობი იყო, და საწოლზე მიაბეს ბორკილით. აღნიშნული, ასევე, დაადასტურეს ბრალდებულებმა - მ---------------–-–---–-- და თ------------------მ, თუმცა პრაქტიკულად თავი ვითარების თუ სხვა პირთა მსხვერპლად წარმოაჩინეს, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. კერძოდ, მ---------------–-–---–-- განაცხადა, რომ მას სოფელ მ----–--–- ჩასვლა დაავალა ჯარის მეგობარმა, ვინმე ა-----------, და ფაქტის წინაშე დადგა, როდესაც მან და ვიღაც ჭაღარა მამაკაცმა შეიყვანეს სახლში და საწოლზე სახედაფარული ბიჭი ნახა, შემდეგ კი შეიტყო, რომ ის დაბმული იყო. ასევე, თ------------------მ სასამართლოს უამბო, რომ სოფელ მ----–--–- ის ა----------- ტერიტორიიდან მიიყვანა ი--------------მ, იქიდან გამომდინარე, რომ თავი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ეგონა და ფიქრობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, დაემორჩილა და დარჩა სახლში, სადაც გ-------------------- იყო მძევალი და საწოლზე ბორკილით მიბმული. გაურკვეველია, ასეთ შემთხვევაშიც კი, რა უშლიდა ხელს თ------------------ს, მ---------------–-–---–-სგან გაერკვია, სად იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები ერთმანეთში საუბრობდნენ ჩვეულებრივ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ----------–-–---–-ს სახლში მ---------------–-–---–-- და თ------------------მ გაიკეთეს ნიღბები, რაც მათ ,,იქ მიმყვანმა‘‘ პირებმა მისცეს. ფაქტია, რომ მეტი კონსპირაციისთვის ისინი ნიღბებით იყვნენ სახლში, რაც დაადასტურა როგორც გ--------------------მ, ასევე, არ უარყვიათ თავადაც. გ--------------------- ჩვენებით დგინდება, რომ მ---------------–-–---–- და თ------------------ იყვნენ პირები, რომლებსაც ევალებოდათ მასზე ზედამხედველობა, მ---------------–-–---–- უფრო მისი გამოკვების და მოვლის საკითხებით იყო დაკავებული, რაც, ასევე, არ ეწინააღმდეგება თავად ბრალდებულთა ჩვენებებს.
მძევლად ხელში ჩაგდება ობიექტური მხრივ ხორციელდება ადამიანის თავისუფლების კანონგარეშე შეზღუდვით. პირს შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კონტაქტი და წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ამასთან, მძევლის გათავისუფლება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებენ თუ არა მესამე პირები დამნაშავის მოთხოვნას. მართალია, სარგებლის მოთხოვნა მოცემული დანაშაულისთვის მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული, რამდენადაც წინა ხაზზე ადამიანის თავისუფლება დგას, თუმცა ქმედების მამოძრავებელი როლი ბრალდებულთა სუბიექტურ დამოკიდებულებასთან მიმართებით, კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ დანაშაულის მიზანშია. ბრალდებულების მხრიდან მატერიალური სარგებლით დაინტერესება სახეზეა სწორედ მოთხოვნიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ მესამე პირი, ვის ნებაზე ზემოქმედების შედეგადაც უნდა მომხდარიყო მძევლად ჩაგდებული გ--------------------- გათავისუფლება, მისი მამაა, რომელიც ბიზნესმენია და, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ბრალდებულები მიიღებდნენ გარკვეულ სარგებელს, თუნდაც არა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობით, უდავოდ სახეზეა.
მოწმე ა-------------------- ჩვენებით, მას 2018 წლის 12 ოქტომბერს დაუკავშირდა უცხო პირი და სამი მილიონი მოსთხოვა შვილის - გ--------------------- გათავისუფლების სანაცვლოდ. იგივე ინფორმაცია მიიღო გ------- გ------–----, რომელსაც ა-------------------მ, იმ მიზეზით, რომ თვითონ რუსულად საუბარი უჭირდა, ტელეფონი მიაწოდა და პ------– ჯერზე დანაშაულის შესახებ სრული ინფორმაცია მან მიიღო. დაუდგენელი პირისგან თანხის მოთხოვნას, სამი მილიონის ოდენობით, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ადასტურებს სატელეფონო საუბრის ამსახველი ფონოგრამები. შესაბამისად, დანაშაულის ანგარებითი მოტივით ჩადენა აშკარად გამოხატული მოცემულობაა.
აღსანიშნავია, რომ გ--------------------ს არ გასჭირვებია დანაშაულში მონაწილე პირთა ამოცნობა გამოძიების ეტაპზე, რასაც მოწმობს მასთან ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, რამდენადაც ოთხივე მათგანი - მ---------------–-–---–-, თ------------------, მ------------ და გ----------–-–---–- ნანახი ჰყავდა ნიღბების გარეშე. მ---------------–-–---–-- თავადაც განაცხადა, რომ როდესაც გაიგო, რომ ბიჭის ძმა სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა, გაუქრა გადარჩენის იმედი და ნიღაბი მოიხსნა. ამასთან, მიუხედავად მ---------------–-–---–-ს მცდელობისა, თითქოს, ის წინასწარ შეუპირებლად აღმოჩნდა შექმნილ ვითარებაში, მის მიერ ვერ იქნა უარყოფილი მატერიალური დაინტერესების მომენტი. მისივე ჩვენების თანახმად, მეთვალყურეობიდან მესამე დღეს მიიღო შეთავაზება ა----------სგან, რომ სახლში დარჩენასა და გ--------------------- ზედამხედველობაში ოცი ათასს მიიღებდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის მიზნებისათვის სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ------------ს, სხვა პირებთან ერთად, ევალებოდა გ--------------------- გადაყვანა თბილისში, დ-------- ქუჩაზე მდებარე ბინიდან, ხოლო თ------------------ს და მ---------------–-–---–- - მისი მეთვალყურეობა წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაზარალებული საწოლზე იყო მიბმული.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ----------–-–---–-ს როლს გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით. სწორედ მისი სახლი იქნა გამოყენებული დაზარალებულის განსათავსებლად, რაშიც მის ინფორმირებულობასთან მიმართებით სასამართლოს ეჭვი არ აქვს მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. კერძოდ, გ--------------------მ ის დაინახა აივანზე ნიღბის გარეშე, როდესაც კარი ღია დარჩათ, ასევე, განმარტა, რომ ის ნიღბით შედიოდა ხოლმე სახლშიც. დაზარალებულმა აღწერა მისი აღნაგობა, სახის დამახასიათებელი ნიშანი და ხმის ტემბრი, რაც არ იწვევს ეჭვს. სასამართლოსთვის დაუჯერებელია გ----------–-–---–-ს ჩვენება იმ კუთხით, რომ არაფერი იცოდა სახლში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რადგან ჯვართამაღლების შემდეგ მ----–--–- არ ყოფილა. მის მიერ აღნიშნული თარიღი დასახელდა მას შემდეგ, რაც მ----–--–- მისმა მეზობელმა ა--------------–---მ, ასევე, საეკლესიო დღესასწაული დაასახელა გ----------–-–---–-ს სოფელში ნახვის თარიღად. კერძოდ, ა--------------–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 1--------------- - სვეტიცხოვლობას ტაძარში მიდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად, როდესაც გ----------–-–---–- თავისი სახლის წინ ნახა, გაუხარდათ მისი ნახვა და ტაძარში წასვლა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ გ----------–-–---–-ს მიერ სოფელ მ----–--–- მისი ბოლო ვიზიტის თარიღად, ასევე, საეკლესიო დღესასწაულის მითითება ემსახურება იმას, რომ სასამართლოს გაუჩნდეს ეჭვი მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელს მართლაც ხომ არ აერია 27 სექტემბერი და 1- ოქტომბერი, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად ბრალდებულს აერია მოვლენები და მან, პ------– ჯერზე, ა--------------–----- და მისი ოჯახის ნახვის ადგილად მიუთითა ეკლესია, ხოლო, მეორედ მიუთითა, რომ ა--- ეზოსთან, წინ, ბოძთან ნახა. შესაბამისად, სასამართლო ბრალდებულის ჩვენებას, მასში არსებული არაერთი წინააღმდეგობის გამო, ვერ გაიზიარებს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ----------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - ს------------–-–---–-ს, მ-------------- და ქ---------------- გამოკითხვის ოქმებზე, რაც ბრალდების მხარემ უდავო მტკიცებულებებად მიიჩნია, და აღნიშნავს, რომ, მათში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს სახლი იყო მიტოვებული და კარიც არ იკეტებოდა. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში დასახელებული დღეები, რაც დანაშაულის დინების პერიოდში გ----------–-–---–-ს გარკვეულ ლოკაციებზე ყოფნას ასახავს, სასამართლოსთვის ვერ გახდა ბრალდებულის უდანაშაულობაში დამარწმუნებელი, რამდენადაც გ----------–-–---–- მოცემული დანაშაულის ფარგლებში არც ჰქონდა ისეთი როლი, რაც მუდმივად მის სახლში ყოფნას საჭიროებდა.
ბრალდებულმა გ----------–-–---–-- თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ ოქტომბრის თვეში მ------------ს არ დაურეკავს მისთვის 12 რიცხვამდე, რა დროსაც მანქანის ნაწილთან დაკავშირებით შეეხმიანა, მაგრამ ნაბახუსევი იყო და ვერ დაეხმარა. საწინააღმდეგოზე მეტყველებს სატელეფონი კავშირების ამსახველი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს გ----------–-–---–-სა და მ------------- ერთმანეთთან კომუნ---ციას და მათ შორის შემდგარ არაერთ სატელეფონი კავშირს. კერძოდ, ტელეფონის ნომრიდან 5----------- ოქტომბრის 10 რიცხვის ჩათვლით მათ შორის 22 კომუნ---ციაა შემდგარი, ხოლო 11 კომუნ---ციაა მ------------სთან, რაც გ----------–-–---–--, ასევე, უარყო, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ თავის ჩვენებაში თავად მ------------მაც განაცხადა, რომ მას ტელეფონი გაუფუჭდა და მეუღლის ტელეფონით სარგებლობდა.
გ----------–-–---–-- და მ------------მ სასამართლოში განმარტეს, რომ ერთმანეთი ნახეს 17 ოქტომბერს, ქ-------–-, ბ-------- ქუჩაზე მდებარე, გ----------–-–---–-ს ბინის ეზოში, სადაც, ასევე, მ------------- შვილი ცხოვრობს, რა დროსაც ერთად წავიდნენ გარდაცვლილი მეგობრის სასაფლაოზე. ამასთან, გ----------–-–---–-- თავიდან განაცხადა, რომ სასაფლაოზე იყვნენ სოფელ მ----–--–-, შემდეგ კი ერთგვარად დააზუსტა, რომ ეს სასაფლაო არ მდებარეობს სოფელ მ----–--–-, არამედ - წ---–-------- გზაზეა, რაც ქმნის ვერსიის ნამდვილობაში დაურწმუნებლობის საფუძველს. აღნიშნულში დაურწმუნებლობის კიდევ ერთი ფაქტორია, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ცნობებში, რა დროსაც მიმდინარეობდა მათზე ფარული მეთვალყურეობა, არ ფიქსირდება მათი გადაადგილება მითითებულ დღეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, მ------------- უარყოფა, რომ ის დანაშაულის მიმდინარეობის პერიოდში საერთოდ არ ყოფილა წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–-, ეწინააღმდეგება იგივე მეთვალყურეობის მასალებს (კრებსებს), რომლის თანახმადაც, 2018 წლის 16 ოქტომბერს მ------------, რომელიც კრებსში მოხსენიებულია ფსევდონიმით ,,ე-–----‘‘, მ------------სთან ერთად, კუთვნილი ,,ფოლკსვაგენ-გოლფ-3-ით‘‘, სახ.#O--------, მიდის სწორედ ამ სოფელში ,,ჩ----–-–---–---- უბანში‘‘. ამასთან, მ---------------–-–---–-- სასამართლოში განაცხადა, რომ მ------------ ნახა გ----------–-–---–-ს ჭიშკართან. კითხვაზე, მისი დანაშაულში მხილების რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მ---------------–-–---–-, მ------------მ გაურკვეველი პასუხი გასცა, რომ ამ ადამიანს რაღაც სჭირს.
ამასთან, აღსანიშნავია მ--------------–-–---–---- გ----------–-–---–-ს სატელეფონო კავშირი შვიდჯერ, ეს იმ დროს, როდესაც მან საერთოდ უარყო მისი ნაცნობობა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მის სახლში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც ბინა საბანკო დავალიანების გამო დაკარგა, უთხრა, რომ ვიღაც ეძებდა და საბოლოოდ ის კაცი, ვინც ეძებდა, მ---------------–-–---–- აღმოჩნდა, რომელმაც ბინის ქირავნობა სთხოვა, თუმცა არ დათანხმდა, რადგან ბინაში არ იცხოვრებოდა, ეს მაშინ, როდესაც, მისივე განმარტებით, მის სახლში ქალბატონი ცხოვრობდა, თუმცა ამ უკანასკნელის ცხოვრება დანაშაულის ჩადენის პერიოდში გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში არ დასტურდება. ამ უკანასკნელს 1--------------- დარეკილი აქვს, ასევე, მ-------–-–---–-ს ძმასთან, რაც მან, ასევე, უარყო და პრაქტიკულად ყველა სატელეფონო კავშირის ეჭვქვეშ დაყენებას შეეცადა იმ კუთხით, რომ ხშირად სხვები სარგებლობდნენ მისი ტელეფონით. აღნიშნულის გადამოწმება სასამართლოს არ შეუძლია, თუმცა ის გარემოება, რომ კავშირები ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც დანაშაული მზადდებოდა, შემდეგ კი უწყვეტად მიედინებოდა მთელი 6 დღის განმავლობაში, ცალსახაა და გამორიცხავს მუდმივად სხვა, უცნობ პირთა მხრიდან ზარების განხორციელებას.
მძევლად ხელში ჩაგდება ფორმალური დანაშაულია, იწყება ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების მომენტიდან და უწყვეტად მიედინება, ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს მძიმე შედეგის დადგომას. მ-------------, მ---------------–-–---–-ს, თ-------------------ა და გ----------–-–---–-ს მხრიდან გ--------------------- მძევლობა, თავიანთი როლების გათვალისწინებით, მატერიალური სარგებლის მიღების საშუალებას წარმოადგენდა.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიაჩნია მ-------------, თ-------------------, მ---------------–-–---–-სა და გ----------–-–---–-ს მიერ ანგარებით გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდება, რისთვისაც მათ მსჯავრი უნდა დაედოთ. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მ------------- მიერ ამ დანაშაულის არაერთგზის ჩადენას.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული კ--–-----------------ს მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება მისი რაიმე სახით შემხებლობა გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდებასთან, სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება მის ამგვარ ქმედებაზე არ მიუთითებს. დადგენილია, რომ თეთრი ფერის ,,მერსედეს-სპრინტერს‘‘, სანომრე ნიშნით J--------, ფლობდა ვ---------------, კ--–-----------------მ და ვ---------------მ ცალსახად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ბრალდებული 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ფლობდა ვ---------------- ზემოხსენებულ ავტომანქანას თ---–---------------- ხაზზე სამოძრაოდ, რის შემდეგაც, ასევე, დღეგამოშვებით, ხან ყოველდღე, პრაქტიკულად დაკავების დღემდე - 2018 წლის 18 ოქტომბრამდე, ისინი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და მუშაობდნენ იმავე მარშრუტით. აღნიშნულს, გარდა ბრალდებულისა და მოწმე ვ---------------- ჩვენებებისა, ადასტურებს პროკურორის მიერ უდავოდ მიჩნეული რ----------------–---–-- გამოკითხვის ოქმიც.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მითითებული ავტომანქანა ,,მერსედესის‘‘ მარკის სპრინტერის მოდელის ავტომანქანა, ნომრით J--------, მივიდა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ა----------- საზღვართან ახლოს, არ არის საკმარისი კ--–-----------------ს ჩართულობის დასადასტურებლად მოცემულ დანაშაულში. კ--–-----------------ს არ უარყვია შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გადაადგილების მარშრუტების ამსახველ მასალებში ასახული ფაქტი - ზ---------ს რაიონის სოფელ კ---–- ჩასვლა, საიდანაც საზღვარი დაახლოებით 5 კილომეტრშია, სადაც მიიყვანა მეგობარი ო---- ბ---------. ის ფაქტი, რომ იქიდან ო---- ბ--------- და, სავარაუდოდ, რუსი ეროვნების მდედრობითი სქესის ქალი გადავიდნენ საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში, ა----------- ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომში, სავარაუდოდ, განხორციელდა თანხის მოთხოვნა ა-----------------------, რაზეც მითითებულია ფ--–-------------–---–-- პატაკში, არ არის დადასტურებული და გამყარებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, ზემოხსენებული გარემოება ვერანაირად ვერ გახდება კ--–-----------------ს ოგანიზებული ჯგუფის წევრად მიჩნევის საფუძველი. არ არსებობს არათუ მტკიცებულებათა ერთობა, რაც აუცილებელია მისი ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის გონივრულ ეჭვმს მიღმა დასარწმუნებლად, არამედ - ერთი უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებაც კი მისი დანაშაულში ჩართულობასთან დაკავშირებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კ--–----------------- უნდა გამართლდეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ გ--------------------- ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდებისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------------, თ------------------, მ---------------–-–---–- და გ----------–-–---–- ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში მოქმედებდნენ ერთობლივად, მათ შორის წინასწარ განაწილებული როლებით, რაშიც თითოეულს ჰქონდა საკუთარი ფუნქცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------------------, მ---------------–-–---–-სა და გ----------–-–---–-ს მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მ------------- მიერ - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, რამდენადაც მას არ აქვს გაქარწყლებული ანალოგი----- დანაშაულისთვის 2001 წლის გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი ნასამართლობა.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, არ დგინდება კ--–-----------------ს გ--------------------- მძევლად ხელში ჩაგდებაში მონაწილეობა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რის გამოც უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ და კ--–-----------------ს მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვასთან მიმართებით არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ--–-----------------მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - კ--–-----------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, თბილისში, ე-----–---–-- ქ.#--- ბინა #--ში მდებარე, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (ტ.4. ს.ფ.51-58), ქიმი----- ექსპერტიზის #---------------- დასკვნით, რომლის თანახმად, მინის ფლაკონის შიდა კედლებზე და მასში მოთავსებულ ბამბის ტამპონზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,0020 გრამი; 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებული 0,3 მლ მოყავისფრო ხსნარი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,0056 გრამს, და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონამ შეადგინა 0,0076 გრამი (ტ.5. ს.ფ.49-52) - დადასტურებულად მიაჩნია კ--–-----------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ამასთან, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
ამავე კანონის დანართი #--ში ჩამოთვლილია ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია, სადაც 189-ე პუნქტად მითითებულია ,,ჰეროინი‘‘, რომლის საწყისი ოდენობა განსაზღვრულია 0,2 გრამამდე. ქიმი----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, კ--–-----------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონა შეადგენს 0,0076 გრამს, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას მცირე ოდენობა არ გააჩნია, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლსი 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
სასამართლოში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებითა და მათში ასახული ძირითადი პრინციპებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ კ--–-----------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია კ--–-----------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა და შენახვა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია კ--–-----------------ს მხრიდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულ თ------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ი---------------, როდესაც გ---------------------თვის ვიდეოს გადასაღებად იყო მისული, დივანზე დარჩა იარაღი. აღნიშნული იარაღი ნანახი აქვს და მჭიდიც აქვს ამოღებული, 2 ტყვია იდო შიგნით, გაფუჭებული ტყვია იყო. იარაღი, ასე ჩამკეტზე დაყენებული, იდო ოთახში. როცა დაბრუნდებოდა ი-----, თვითონ მოუვლიდა თავის იარაღს. ოთახის კარზე დიდი მრგვალი მაგიდა იყო მიდგმული, რომელთანაც იდგა სკამი, რომელიც იდგა მის ლოგინთან ახლოს და იმ სკამზე იდო იარაღი. სახლში პოლიციის შესვლის შემდეგ, როდესაც კარს წიხლი დაარტყეს და კარზე მიდგმული მაგიდა გადაყირავდა, გადავარდა სკამიც და, შესაბამისად, იარაღიც. ალბათ, ამაზე ამბობს პოლიციელი თავის ჩვენებაში, რომ იარაღი ხელიდან გააგდებინეს.
დაზარალებულ გ--------------------- ჩვენების მიხედვით, სახლში, სადაც მძევლად ჰყავდათ, პოლიციის შესვლის შემდეგ, თ------------------ს იარაღი ეჭირა და სპეცრაზმელმა გააგდებინა ხელიდან, რადგან ეგონა, წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა. მისივე განმარტებით, თ------------------მ იარაღი საქამრედან ამოიღო თუ სპორტულიდან, არ იცის, მან მხოლოდ მაშინ დაინახა, ხელიდან რომ გაუვარდა.
მოწმეებმა - დ----------–-------მ, გ----------------, ლ-–--------- და ნ-----–------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ სოფელ მ----–--–-, გ----------–-–---–-ს სახლში შესვლისთანავე, ერთმა იქ მყოფმა, რომელიც თ------------------ აღმოჩნდა, პისტოლეტის ტიპის იარაღი მიუშვირა მათ, რის გამოც დაუყოვნებლივ განაიარაღეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, რომლებიც მათთან ერთად შევიდნენ. აღნიშნულის შემდეგ მოხდა იარაღის განმუხტვა და ამოღება. ამასთან, დ----------–-------- ჩვენების თანახმად, თ------------------მ შესვლისთანავე მიიპყრო მისი ყურადღება, რადგან ხელში პისტოლეტი ეჭირა და ნიღაბი ეკეთა, შეცბა და პისტოლეტი მათკენ მიიშვირა. ამ დროს სპეცრაზმელები წავიდნენ მისი მიმართულებით და ერთ-ერთმა განაიარაღა.
2018 წლის 18 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–-, გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სასტუმრო ოთახში, შესასვლელი კარიდან მარჯვენა კუთხეში განთავსებული ჭურჭლის ხის კარადის გვერდით, იატაკზე დევს მოშავო კორპუსის მქონე პისტოლეტი, მჭიდით, მასში მოთავსებული 2 ცალი ვაზნით, რაც განიმუხტა და ამოღებულ იქნა.
ბალისტიკური ექსპერტიზის #-013/ბ დასკვნით (ტ.5. ს.ფ.33-38),§ ობიექტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმის ზედა მხარეს იკითხება ,,1942‘‘, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1930-33 წლების ნიმუშის, ტ---------- კონსტრუქციის, 7--- მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი T-, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;
§ ლულის გარე ზედაპირზე აღინიშნება მექანიკური ზემოქმედებით წარმოქმნილი 4 (ოთხი) ცალი ჩაღრმავება, რის გამოც ლულის არხის საწყისი (თავდაპ------–ი) პარამეტრები სახეცვლილია;
§ მჭიდში მოთავსებული 2 (ორი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1930 წლის ნიმუშის, 7--- მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ტ---------- კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის T- (მათ შორის, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტისთვისაც, რომლის ჩამკეტის გარსაცმის ზედა მხარეს იკითხება ,,1942‘‘), პისტოლეტ ტყვიამფრქვევებისათვის П------- და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ე-–----მ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან, რაც ქმნის უტყუარობის საფუძველს და იძლევა თ------------------- მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და შენახვაში დარწმუნების შესაძლებლობას. ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას, რამდენადაც ასეთი არ დაუდასტურებია სასამართლოში დაკითხულ არცერთ მოწმეს, ასევე, არ გამოვლენილა გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. იმ გარემოებას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უტყუარად ვერ იქნა დადგენილი, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა თ------------------- მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა, რაც თ------------------ს ჰქონდა.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის, ასევე, მნიშვნელობა არ აქვს.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მ-----უხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა თ------------------ს, რომელსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის უფლება.
ამასთან, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მ-----უხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ თ------------------, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის უფლება, წ---–-------- რაიონის სოფელ მ----–--–- მდებარე, გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ზედამხედველობდა მძევლად აყვანილ გ--------------------ს, ნამდვილად ფლობდა იარაღს, რომელიც მას ხელიდან გააგდებინა სპეცრაზმის თანამშრომელმა. ბრალდებულის მიერ გაცხადებულ ვერსიას, თითქოს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი ვინმე ი--------------- დარჩა და სკამზე იდო მის დაბრუნებამდე, მისი ნამდვილობის შემთხვევაშიც კი, რაც გ---------------------ა და მ---------------–-–---–-ს ჩვენებებით არ დასტურდება, არ აქვს მნიშვნელობა მისი ქმედების კვალიფიკაციისთვის, რამდენადაც, როგორც დაზარალებულის, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარადაა დადგენილი პოლიციის და სპეცრაზმის თანამშრომელთა შესვლის დროს თ------------------- მიერ იარაღის ფლობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, იარაღი, რომელიც გ----------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს, წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს და ვარგისია სროლისათვის. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ცეცხლსასროლ იარაღში მოთავსებული 2 ცალი ვაზნის ვარგისიანობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ #1/1/548;22/01/2015; §4).
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თ-------------------თვის ბრალად წარდგენილ დამამძიმებელ ნიშანზე - იარაღის ტარებაზე. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. სასამართლოსთვის აბსოლუტურად დაუსაბუთებელია თ------------------- მიმართ იარაღის ტარებისთვის შერაცხული ბრალი, რამდენადაც დადასტურებულია, რომ იარაღი მას ჰქონდა სოფელ მ----–--–-, გ----------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო აღნიშნული იარაღით გადაადგილების მამტკიცებელი არცერთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა, აღნიშნულის თაობაზე საქმის არსებითი განხილვისას არ მიუთითებია არცერთ მოწმეს. ბრალდებულისთვის იარაღის ტარების ბრალის წარდგენისას ბრალდების მხარეს თუ ის ჰქონდა მხედველობაში, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც თ------------------ ფლობდა აღნიშნულ იარაღს, არ წარმოადგენს მის საცხოვრებელს და, შესაბამისად, ის იქ მიიტანდა იარაღს, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ჰიპოტეტურ ეჭვს, რაც არ შეიძლება მსჯავრდების საფუძველი გახდეს, რამდენადაც, პირი არ შეიძლება დაისაჯოს ქმედებისთვის, რომლის ჩადენაც მისი მხრიდან უტყუარად არ არის დადასტურებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ------------------ უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ამასთან, მსჯავრი უნდა დაედოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.
ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულ მ------------- ჩვენების თანახმად, სუნის ნიმუშის ჩაუბარებლობა რომ დანაშაული იყო და რა მოჰყვებოდა ამას, ეს გამომძიებელმა აუხსნა, მაგრამ მასთან ერთად შესული კინოლოგისგან როდესაც შეიტყო, როგორ ტარდება ეს პროცედურა, რომ მოხდება მისგან სუნის ნიმუშის აღება, მოთავსდება კოლბაში და მისი სუნის მიხედვით ძაღლმა უნდა დაადგინოს მისი დანაშაულთან შემხებლობა, რომელი პროცედურის გადაღებაც არ მიმდინარეობს, უარი განაცხადა.
ბრალდებულ თ------------------- ჩვენების მიხედვით, სუნის ნიმუშის ასაღებად მასთან ციხეში ორჯერ იყვნენ შესული და უარი განუცხადა. პ------–ად განჩინება არ ჰქონდათ და მეორედ განჩინებით იყვნენ მისული. იცოდა, რომ ლაბორატორიაში არ ტარდება ეს ანალიზი და უნდობლობას უცხადებდა, რაშიც დაარწმუნა ექსპერტის განმარტებამ, როგორც ტარდებოდა ექსპერტიზა. ამის გამო უარი განუცხადა ნიმუშის მიცემაზე და ოქმი შეადგინეს. გამომძიებელს არანაირი მცდელობა არ ჰქონია, რომ სუნის ნიმუში იძულებით აეღოთ მისგან.
2018 წლის 1- დეკემბერს #8 დაწესებულებაში, მ-------------, თ-------------------, ექსპერტის, ადვოკატებისა და გამომძიებლების მონაწილეობით შედგენილი ოქმების თანახმად, მ------------ და თ------------------მ უარი განაცხადეს სუნის ნიმუშის აღებაზე, რადგან არ ენდობიან კინოლოგიურ სამსახურს და მის მიერ შესრულებულ ექსპერტიზას (ტ.8. ს.ფ.99, 110).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლებს და ექსპერტებს ნება დაერთოთ, მ-------------გან და თ-------------------გან აიღონ სუნის ნიმუშები (ტ.8. ს.ფ.11--115).
2018 წლის 21 დეკემბერს #8 დაწესებულებაში, ბრალდებულ მ-------------, ადვოკატის, ექსპერტ-კინოლოგის, ინსპექტორ-კონტროლიორისა და გამომძიებლის მონაწილეობით შედგენილი ოქმით, მ------------ გაეცნო განჩინებას, თუმცა უარი განაცხადა სუნის ნიმუშის აღებაზე, იმ მოტივით, რომ უნდობლობას უცხადებს კინოლოგი----- ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილ წესებს (ტ.8. ს.ფ.116-117).
2018 წლის 21 დეკემბერს #8 დაწესებულებაში, ბრალდებულ თ-------------------, ადვოკატის, ექსპერტ-კინოლოგის, ინსპექტორ-კონტროლიორისა და გამომძიებლის მონაწილებით შედგენილი ოქმით, თ------------------ გაეცნო განჩინებას, თუმცა უარი განაცხადა სუნის ნიმუშის აღებაზე, იმ მოტივით, რომ უნდობლობას უცხადებს კინოლოგი----- ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილ წესებს (ტ.8. ს.ფ.118-119).
მოწმე მ------------------- ჩვენების თანახმად, #8 დაწესებულებაში პ------– ჯერზე შესული იყვნენ მისი კოლეგები ბრალდებულებისგან სუნის ნიმუშის ასაღებად, რა დროსაც უარი განაცხადეს ნიმუშის აღებაზე. აღნიშნულის გამო, აიღეს მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზეც შევიდა მე-8 დაწესებულებაში აღნიშნული მოქმედების ჩასატარებლად. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ სუნის ნიმუშს არ აბარებდნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაუმძიმდებოდათ თუ არა ბრალი. განუმარტა, რომ, თუ უარს განაცხადებდნენ, უნდა შეედგინა ოქმი. იძულების პროპორციული ზომა არ გამოუყენებია. ამასთან, სამსახურში პრეცედენტულად ჰქონდათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც, ნიმუშის აღებზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ბრალის დამძიმება.
მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა-ოდოროლოგმა ლევან ხელაშვილმა დაადასტურა პენიტენცი----- დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მოსამართლის განჩინების წარდგენა ბრალდებულებისთვის, რა დროსაც ორივე მათგანმა უარი განაცხადა სუნის ნიმუშის აღებაზე, როგორც ახსოვს, უნდობლობას აცხადებდნენ. აღნიშნულზე შედგა ოქმი და მოაწერეს ხელი. ამასთან, არ ახსოვს გამომძიებელს ჰქონდა თუ არა მცდელობა, რომ სუნის ნიმუში იძულებით აეღო, ზოგადად, როდესაც იძულებით იღებს, ამახსოვრდება.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს,რომ მ------------ და თ------------------ უნდა გამართლდნენ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის, რამდენადაც ბრალდებულის უფლებაა, უარი განაცხადოს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე და მისი მხრიდან უარის თქმა არ შეიძლება გახდეს მისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის, იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულების სუბიექტებს ეძლევათ იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება, რასაც არ იყენებენ.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, რომლის შეუსრულებლობაშიც ედებათ ბრალი მ------------სა და თ------------------ს, ნება დაერთო სპეციალური ცოდნის მქონე პირს მათგან საექსპერტო კვლევისთვის სუნის ნიმუშის აღებაზე. ამავე განჩინების თანახმად, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, საპროცესო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს განემარტა იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. 2018 წლის 21 დეკემბერს შედგენილი ოქმებით დგინდება, რომ ორივე ბრალდებულმა უარი განაცხადა ზემოაღნიშნული სასამართლო განჩინების საფუძველზე სუნის ნიმუშის აღებაზე, იმ მოტივით, რომ უნდობლობა გამოუცხადეს კინოლოგი----- ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილ წესებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი რიგ შემთხვევებში ბრალდებულს ავალდებულებს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ითმინოს იძულებითი ღონისძიების გამოყენება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს, არ შეიძლება მისი შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ბრალდებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება, რის თაობაზეც მითითებულია მოსამართლის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებაშიც. ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე, ბრალდების მხარეს, ბრალდებულის მიერ სასამართლო განჩინების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეეძლო გამოეყენებინა იძულების პროპორციული ზომა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განახორციელა, მხოლოდ ბრალდებულის უარით შემოიფარგლა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის პასუხისგებაში მისცა, რასაც სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ვერ გაიზიარებს, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში აზრს კარგავს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იძულების პროპორციული ზომის გამოყენების დასაშვებობაზე საპროცესო მოქმედების - ნიმუშის აღებაზე ნებართვის გაცემის დროს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილში ასახულია ის დაუშვებელი მეთოდები, რაც ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზეგავლენას ახდენს. ბრალდებულისგან ან ნებისმიერი სხვა პირისგან სუნის ნიმუშის აღება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ ღონისძიებებთან, რამდენადაც იძულების წესით ნიმუშის აღება დაშვებულია ამავე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
სასამართლო მიმოიხილავს სისხლის ნიმუშის იძულებით აღებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სუნის ნიმუშის აღება გაცილებით მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, ვიდრე სისხლის. მაგალითად, გადაწყვეტილებაში შმიდტი გერმანიის წინააღმდეგ (Schmidt v. Germany, განაცხადი #-2352/02, 2006 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება), როდესაც გამოყენებული ზომა არ ლახავს ადამიანის ღირსებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად სისხლის ანალიზის აღება, როცა იგი ექიმის მიერ კანონიერად და მცირე დროში ხორციელდება, იწვევს უმნიშვნელო სხეულებრივ დაზიანებას და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინტენსი----- და მწვავე ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევად. სისხლის ანალიზის აღება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ზოგადად აღიარებული და მიღებული პროცესუალური მოქმედებაა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში. გადაწყვეტილებაში ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Case of Jalloh v. Germany, განაცხადი #54810/00, 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება) 70-ე პუნქტში მითითებულია, რომ იქაც, სადაც ეს არ არის განპირობებული სამედიცინო აუცილებლობით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები, როგორც ასეთი, არ კრძალავენ სამედიცინო პროცედურის ჩატარებას ეჭვმიტანილის წინააღმდეგობის მიუხედავად, რათა მისგან მიიღონ მტკიცებულება სისხლის სამართლის დანაშაულში მისი მონაწილეობის შესახებ.
ამრიგად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის საფუძველზე შექმნილმა ორგანომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახით, რიგ შემთხვევებში დაადგინა, რომ, დანაშაულის გამოძიების მიზნით, სისხლის და ნერწყვის სინჯების აღებას ეჭვმიტანილის ნების საწინააღმდეგოდ არ დაურღვევია ხსენებული მუხლები მათ მიერ განხილულ საქმეთა გარემოებებში (იხ. inter alia, X v. the Netherlands, საქმე #8239/78, კომისიის 1978 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებები და მოხსენებები /Decisions and Reports (DR) 16/, გვ.187-89, და Schmidt v. Germany (dec.), საქმე #-2352/02, 2006 წლის 5 იანვარი).
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ ნიმუშის აღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბრალდების მხარის მხრიდან ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულების მოპოვებას, ბრალდებულს კი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ ევალება გამოძიებასთან თანამშრომლობა და საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეწყობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულს ავალდებულებს, ითმინოს საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, დაუშვებელია ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულების მოპოვებაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. ამასთან, მ------------ და თ------------------ არ წარმოადგენენ ბრალად წარდგენილი დანაშაულის სუბიექტებს და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს. შესაბამისად, მ------------ და თ------------------ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულების - მ-------------, თ-------------------ა და მ---------------–-–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მათი ნასამართლობა.
ბრალდებულების - მ---------------–-–---–-სა და კ--–-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მათი დადებითი დახასიათება, ხოლო ბრალდებულ გ----------–-–---–-ს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულების - მ-------------, თ-------------------, მ---------------–-–---–-სა და გ----------–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დანაშაულის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ ორგანიზებული ჯგუფის სახით ჩამოყალიბებულმა პირთა ჯგუფმა ხელყო გ--------------------- თავისუფლება და, ანგარების მოტივით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ის მძევლად ამყოფეს 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს თითოეული დამნაშავის რეალურ როლს ჩადენილ დანაშაულში, ასევე, მათ წარსულ ცხოვრებას და დახასიათებას. გ----------–-–---–-ს მიმართ სასამართლო მხედველობაში იღებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და განუსაზღვრავს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს.
კ--–-----------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, როგორც ნარკოტიკული საშუალების სახეობას, ასევე, მის აღიარებასა და დადებით დახასიათებას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, კ--–-----------------ს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.
თ-------------------ა და მ---------------–-–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ისინი იმყოფებოდნენ პირობითი მსჯავრის ქვეშ განზრახი მძიმე დანაშულისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კი, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ პირთა მიმართ სასჯელის დანიშვნისას ხელმძღვანელობს მითითებული მუხლით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ნივთიერ მტკიცებულებებზე, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში. კერძოდ, პისტოლეტი და ვაზნა უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; ლითონის ხელბორკილი, ნიღბები, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, მინის ფლაკონი, ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცები და მათგან აღებული ბიოლოგი----- მასალის ანაწმენდები უნდა განადგურდეს, ხოლო ლაზერული კომპაქტდისკები და მეხსიერების ბარათები შენახულ უნდა იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
მ------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
თ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
თ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, ,,ი“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ------------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ------------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და თ------------------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
თ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
თ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მ---------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1- (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ---------------–-–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 1 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და მ---------------–-–---–- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1- (თოთხმეტი) წლის ვადით.
მ---------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
მ---------------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გ----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
გ----------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
გ----------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
კ--–---------- ე----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
კ--–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
კ--–-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
კ--–-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
კ--–-----------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგი----- და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასი----- საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - პისტოლეტი და ვაზნა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; ლითონის ხელბორკილი, ნიღბები, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, მინის ფლაკონი, ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცები და მათგან აღებული ბიოლოგი----- მასალის ანაწმენდები განადგურდეს; ლაზერული კომპაქტდისკები და მეხსიერების ბარათები შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე