განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
010100119002974331
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002974331

საქმე №1/ბ-802-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–-----------–---–ი

 

მსჯავრდებული: კ------------------------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ---------------------------------------;

ადვოკატი: დ-----------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ------------------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რის გამოც, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენით: ბრალდებული კ------------------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; მსჯავრდებულ კ------------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა - გაუქმდა; მსჯავრდებულ კ------------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 აპრილიდან.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------------------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 13:50 საათზე, ქ--------–-------------------------------, მდებარე ოჯახის წევრის, დედის - ლ---–---------–---–ის საცხოვრებელი ბინა 37-თან მიახლოებით, თავად ლ---–---------–---–თან მიახლოებითა და მასთან კომუნიკაციით კ------------------------მ არ შეასრულა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემაკავებელი N0----- ორდერით გათვალიწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ------------------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------–--ემ, რომელმაც ითხოვა კ------------------------სათვის სასჯელის შემსუბუქება. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ჯანმრთელობა, ასაკი და ოჯახური მდგომარეობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს განაჩენით დადგენილ გარემოებას, რომ კ------------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა თავად ბრალდებულ კ------------------------ს აღიარებისა, დადგენილია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: ლ--–---------–---–ის, პ------–---–-----ის, ნ-------–--–---ს, ა-----------–----ისა და ა-----------–----ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი N0----- ორდერის ოქმით, კ------------------------ს დაკავების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ------------------------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს კონსტანტინე ზაქარაიასათვის სასჯელის შემსუბუქებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და კ------------------------ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენით კ------------------------ მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კ------------------------მ, 2019 წლის 03 აპრილს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა ოჯახის იგივე წევრის-დედის მიმართ, რასაც ადასტურებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენი, რომლითაც კ------------------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დედის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რის გამოც, პალატა ეთანხმება განაჩენში მითითებულ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ნასამართლობა წარმოადგენს კ------------------------ს მიმართ, წარდგენილი კვალიფიკაციით გათვალისწინებული სასჯელებიდან თავისუფლების აღკვეთის გამოყენების საფუძველს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სსკ-ის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის, წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კ------------------------მ აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ პალატა ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულ კ------------------------ს მიერ ჩადენილი ქმედებიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, მიღწეული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ასევე არ არსებობს კ------------------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი, ვინაიდან, იმ პირობებში, როდესაც ბოლო დანაშაულის ჩადენისას კ------------------------ ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მისთვის წარდგენილი კვალიფიკაციით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ასევე, დანიშნული სასჯელი იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ------------------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი, კ------------------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ კ------------------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------–--ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი, კ------------------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.კ------------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

4.მსჯავრდებულ კ------------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 აპრილიდან;

 

5.მსჯავრდებულ კ------------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა - გაუქმებულია;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/