განაჩენი

სისხლის სამართლის 07.04.2020
საქმის ნომერი
150100120003526891
დავის ტიპი
381 (1) , 126
თარიღი
07.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100120003526891

# 1/17-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

0- აპრილი, 2020 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი – დავით მელიქიძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე

დაცვის მხარე

ბრალდებული - ხა------რ ვა----------ის ძე ვა---------ი (საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, დაბადებული: 0-.0-.195- წელი, განათლება: საშუალო, უმუშევარი, დაოჯახებული, ნასამართლობა გაქარწყლებული, ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონი სოფელი სუ-–--ა)

ადვოკატი - ტა----ლ ბა-–-----–---–ი

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია (დისტანციურად)

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ხა------რ ვა---------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

1.1.ხა------რ ვა---------ი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება ამ------რ ვა---------თან, თანაცხოვრების პერიოდში, ოჯახური კონფლიქტების დროს სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა ამ------რ ვა---------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა.

1.2. 2020 წლის 25 იანვარს ამ------რ ვა---------მა დახმარებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოს მისი მეუღლის ხა------რ ვა---------ის მიერ მისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო. 2020 წლის 26 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ვა----ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ ხა------რ ვა---------ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელს აეკრძალა მსხვერპლთან მათ შორის იმ საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მისი მეუღლე ამ------რ ვა---------ი ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ხა------რ ვა---------ი შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ კვლავ მივიდა ახალქალაქის რაიონის სოფელ სუ-–--აში მდებარე მისი და ამ------რ ვა---------ის საცხოვრებელ სახლში, განაგრძო მეუღლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და 2020 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში გამოაგდო სახლიდან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2.2. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

2.3. ხა------რ ვა---------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი და ლმობიერი სასჯელი.

2.4. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და ბრალდებულ ხა------რ ვა---------ის დასჯა.

2.5. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა ხა------რ ვა---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ყველაზე მინიმალური სასჯელის შეფარდება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.

2.6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით, ე.ი. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხა------რ ვა---------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ხა------რ ვა---------ის ბრალეულობას.

3.2. ხა------რ ვა---------ი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება ამ------რ ვა---------თან, თანაცხოვრების პერიოდში, ოჯახური კონფლიქტების დროს სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა ამ------რ ვა---------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა.

ეი. ხა------რ ვა---------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3.3. 2020 წლის 25 იანვარს ამ------რ ვა---------მა დახმარებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოს მისი მეუღლის ხა------რ ვა---------ის მიერ მისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო. 2020 წლის 26 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ვა----ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ ხა------რ ვა---------ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელს აეკრძალა მსხვერპლთან მათ შორის იმ საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მისი მეუღლე ამ------რ ვა---------ი ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ხა------რ ვა---------ი შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ კვლავ მივიდა ახალქალაქის რაიონის სოფელ სუ-–--აში მდებარე მისი და ამ------რ ვა---------ის საცხოვრებელ სახლში, განაგრძო მეუღლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და 2020 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში გამოაგდო სახლიდან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები.

ეი. ხა------რ ვა---------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ამდენად, ხა------რ ვა---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო ხა------რ ვა---------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.

4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი ითვალისწინებს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობას, რომლის თანახმად პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას. აღნიშნული მუხლის თანახმად უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლება-თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას, როგორც წესი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა უნდა პასუხობდეს თანაზომიერების მოთხოვნას, რაც გულისხმობს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შემოწმებას თანაზომიერი ან მკაცრი ტესტით. კერძოდ, შეზღუდვის კანონიერებისათვის ორივე შემთხვევაში შეზღუდვა: 1. უნდა ემსახურებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონიერი მიზნის მიღწევას; 2. უნდა იყოს კანონიერი - როგორც განხორციელების საფუძვლების, ასევე განხორციელების პროცედურის მიხედვით და 3. შეზღუდვის კანონიერებისათვის შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგის საშუალებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ხა------რ ვა---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და გათვალისწინებული იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხა------რ ვა---------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ ხა------რ ვა---------ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რამდენადაც, მას ვერ დაენიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რადგანაც ბრალდებული საპენსიო ასაკს მიღწელი პირია, ხოლო სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან, იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ვარგისი საშუალება.

ამასთან, ხა------რ ვა---------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით.

ამდენად, ხა------რ ვა---------ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

ხა------რ ვა---------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 31 იანვარს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხა------რ ვა---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. ხა------რ ვა---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

3. ხა------რ ვა---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

4. საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე და საბოლოოდ ხა------რ ვა---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

5. ხა------რ ვა---------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 31 იანვრის 01:30 საათიდან;

6. ხა------რ ვა---------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

8. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე