განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100117001929352
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ----- კ-------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ც-----ე ჯ-------ის ძე უ--------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–-------------------------–--------------------------------ში

 

ადვოკატები - ც------ ფ----------ე, გ---- გ----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ.თ---–--ში, ვ---------–-ს ზ-------–---ო, კორპუსი №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ც-----ე უ--------–---–მა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს, მ--–---- მ-------იანს მის ხელთ არსებული იარაღიდან ესროლა ორჯერ, იარაღიდან გასროლილი ჭურვი მ--–---- მ-------იანს მოხვდა მარცხენა ფეხში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ მ--–---- მ-------იანის ჩვენებით, ცხოვრობს ვ---------–-ს ზ-------–---ოზე №-- კორპუსში და კუთვნილი ა/მანქანით ახდენდა მგზავრების გადაყვანას. ე.წ. „ტაქსების ბირჟა“ განთავსებული იყო №-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობს ტაქსის მძღოლებს: რ---- ა-----–---ს, ჯ------- უ--------–---–სა და კ---- ა-----–------ს, ასევე ბავშვობიდან იცნობს ჯ------- უ--------–---–ის შვილს ც-----ე უ--------–---–ს, რომელთანაც აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. 2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მ--–----ი შეხვდა ც-----ე უ--------შვლს, რომელთანაც 2--- წლის ზაფხულში სესხად აღებული 1000 ლარის გამო მოუვიდა შელაპარაკება, თუმცა შელაპარაკება კონფლიქტში არ გადაზრდილა და მალე დაშორდნენ ერთმანეთს. დაზარალებულის ჩვენებით, დაახლოებით 12:20 საათზე „ტაქსების ბირჟაზე“ მყოფმა, დაახლოებით 20 მეტრში, №-- კორპუსთან შენიშნა დახლოებით 20 უცნობი მამაკაცის ჩხუბი და გადაწყვიტა გარიდებოდა სიტუაციას, რა დროსაც მოჩხუბრებს გამოეყო უცნობი მამაკაცი, რომელსაც ორივე ხელით ეჭირა სავარაუდოდ გადაჭრილი თოფი, ხმამაღლა იგინებოდა და დაზარალებულის მიმართულებით გაისროლა ორჯერ. შეშინებულმა მ------------მა სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და გაემართა საცხოვრებელი სახლისკენ, დაახლოებით 20 მეტრში მარცხენა ფეხის არეში იგრძნო ტკივილი და დაინახა, რომ შარვალი გახეული ჰქონდა, ფეხიდან კი მოსდიოდა სისხლი. დაზარალებული მიხვა, რომ მამაკაცმა, რომელმაც ესროლა თოფი, დაუზიანა მარცხენა ფეხი, თუმცა უშუალოდ სროლის დროს ტკივილი არ უგრძვნია. სახლში მისულმა დაიმუშავა ჭრილობა, მაგრამ 10-1- მარტს სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს. დაზარალებულის ჩვენებით, პიროვნება, რომელმაც ესროლა სახეზე არ დაუნახავს და ამოცნობა არ შეუძლია, ვინაიდან ძალიან შეშინებული იყო. დაზარალებულის ჩვენებით, 2--- წლის 10 მარტის შელაპარაკების შემდეგ ც-----ე არ უნახავს და არც მისი ადგილსამყოფელი და მობილური ტელეფონის ნომერი იცის. დაზარალებულის განმარტებით, ჩხუბის დროს არ შეუმჩნევია ჯ------- უ--------–---–ი, კ---- ა-----–------ი, რ---- ა-----–---ი და ა-------- ხ------------ი. 2--- წლის 1- მარტს, საღამოს საათებში უბანში მყოფმა შეიტყო, რომ ზ/ხსენებული თოფიდან სროლის შედეგად ფეხის არეში დაჭრილი იყო ა-------- ხ-----------იც. ფეხზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებს მ------------მა უთხრა რომ, დაეცა ეკლიან ადგილზე.

 

მოწმე რ---- ა-----–---ის ჩვენებით, ცხოვრობს ვ---------–ში, ზ-------–---ოზე №-- კორპუსში და კუთვნილი ა/მანქანით ემსახურება მგზავრებს. ე.წ „ტაქსების ბირჟა“ არის მისი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით. 2--- წლის 10 მარტს, იმყოფებოდა ბირჟაზე, კუთვნილ ა/მანქანაში, რა დროსაც მოესმა ყვირილის ხმა და ა/მანქანიდან გადავიდა სიტუაციაში გასარკვევად. მანქანიდან 1--20 მეტრში რ-------–---მა დაინახა, რომ მისი უბნელები ც-----ე უ--------–---–ი და მ--–---- მ-------იანი ჩხუბობდნენ. რ---- ა-----–---ი მივიდა მათთან გასაშველებლად. მოწმის განმარტებით, გარდა კამათისა, მ--–----ი და ც-----ე ხელითაც ეხებოდნენ ერთმანეთს, ძიძგილაობდნენ. მოჩხუბრების გაშველებაში ჩაერთო ც-----ეს მამაც - ჯ------- უ--------–---–ი, რომელიც ასევე ტაქსის მძღოლია იმავე ბირჟაზე. რ----მ და ჯ-------მა განაცალკევეს დაპირისპირებული მხარეები, რ----მ მ--–----ი გაიყვანა 10-1- მეტრში, ც-----ე კი მამამისს მიყავდა მოშორებით და თან ამშვიდებდა. მოწმის ჩვენებით, მოულოდნელად ც-----ემ ამოიღო გადაჭრილი იარაღი - ე.წ. „აბრეზი“, დაუსხლტა მამამისს ხელებიდან და გაიქცა მ--–----ის მიმართულებით (რომელთან ერთადაც იმყოფებოდა რ---- ა-----–---იც), რა დროსაც ორჯერ გაისროლა ზედიზედ, 4-5 წამის შუალედში, ტყვია მ--–---- ფეხში მოხვდა და ყვირილი დაიწყო. მომხდარით შეშინებული რ---- ა-----–---ი გაერიდა სიტუაციას, ც-----ე კი ისევ მამამისმა ჯ-------მა დაიჭირა და ორივე გაიქცა ე.წ. „დ-----–--ს“ სასაფლაოს მიმართულებით. მოწმის განმარტებით, დაჭრილი მ--–---- მ-------იანი საპირისპირო მხარეს წავიდა, სიარულისას კოჭლობდა. მოწმის განმარტებით, კონფლიქტი იყო მხოლოდ ც-----ესა და მ--–---- შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხს არ დაკვირვებია და არ ახსოვს, იყო თუ არა ვინმე ნაცნობი, თუმცა დანაშაულის ფაქტის ამსახველი ვიდეო რომ აჩვენეს, იქ ნახა კ---- ა-----–------იც, რომელიც ინციდენტის დროს მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მომხდარის შემდეგ რ-------–---ს მ--–---- მ-------იანი არ უნახავს, პოლიციაში კი შეიტყო, რომ ფეხში დაჭრილი იყო მისი ნათესავიც - ა-------- ხ------------ი, რომელმაც არც კი იცოდა, რა მოხდა. მოწმემ კატეგორიულად და დარწმუნებით დაადასტურა, რომ მ--–---- მ-------იანის მიმართულებით გადაჭრილი თოფიდან, ეწ. „აბრეზიდან“ ორჯერ გაისროლა ც-----ე უ--------–---–მა, ამასთან იარაღი არათუ დაინახა, არამედ ც-----ეს შეკავების და დამშვიდების დროს, თავადაც შეეხო მას.

 

მოწმე კ---- ა-----–------ის ჩვენებით, 2--- წლის 10 მარტს, ვ---------–ში, ზ-------–---ოზე №-- კორპუსთან მდებარე ე.წ „ტაქსების ბირჟაზე“ გააჩერა კუთვნილი ა/მანქანა, რა დროსაც გაიგო ხმაური, დაინახა, რომ უცნობი პირები კამათობდნენ და ყურადღება არ მიუქცევია. №-- კორპუსის ფანჯარაში ესაუბრებოდა მეუღლეს ეზოდან, რა დროსაც კ---- ა-----–------მა გაიგო 2 დიდი გასროლის ხმა, მიტრიალდა და მისგან 1--20 მეტრში დაინახა ორი მამაკაცი გარბოდა ე.წ. „დ-----–--ს“ სასაფლაოს მიმართულებით, რომელთაგან ერთი თოფს მალავდა ხელში. მოწმის განმარტებით, მომხდარის დანახვაზე შეშინდა, ჩაჯდა ა/მანქანაში და წავიდა სახლში. კ-------–------ის ჩვენებით, ჩხუბში ვინ მონაწილეობდა არ იცის, ყურადღება არ მიუქცევია, ე.წ. „დ-----–--ს“ სასაფლაოსკენ მიმავალი ორი პიროვნების სახე არ დაუნახავს და არ იცის, მათ შორის იყო თუ არა ც-----ე უ--------–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დედა-შვილმა: მ-----ე და თ----ა ჯ-------–---–ებმა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ვ---------–ში, ზ-------–---ოზე №-- კორპუსში ნაქირავებ ფართში არსებულ სალონში თ----ა სტილისტად მუშაობს, ხოლო მ-----ე მკერავია. 2--- წლის 10 მარტს, მ-----ე იმყოფებოდა სამსახურში და ფანჯარასთან კერავდა, მისი შვილი თ----ა კი გადასული იყო №-- კორპუსში მდებარე სალონში. დაახლოებით 13 საათისათვის, მ-----ემ გაიგო ბიჭების გინებისა და კამათის ხმა, გაიხედა ფანჯრიდან, თუმცა სატვირთო მანქანა ეფარებოდა და ვერაფერი დაინახა. ხმაური მალევე შეწყდა და მ-----ემ იფიქრა, რომ დასრულდა კონფლიქტი, თუმცა რამდენიმე წუთში გაიგო 2 გასროლის ხმა და მამაკაცის ყვირილი, ესროლაო, კვლავ გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ 2 მამაკაცი №-- კორპუსის ბოლოსკენ გარბოდა, 1 მამაკაცი კი კოჭლობით მიდიოდა მათი საპირისპირო მიმართულებით, №-- კორპუსისკენ და ხელს იდებდა ფეხზე, სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო დაზარალებული. მამაკაცების აღწერილობა მ-----ეს არ ახსოვს, გარდა №-- კორპუსის მიმართულებით გაქცეული ერთი ბიჭისა, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი და ღია ფერის (სავარაუდოდ კაკაოსფერი) ქურთუკი. მ-----ე ჯ-------–---–ის განმარტებით, კონფლიქტი იყო №-- კორპუსის კუთხესთან, ტაქსების გაჩერებასთან. მოწმემ საღამოს შეიტყო, რომ ქურთი მ----სთვის უსვრიათ. მ-----ეს განმარტებით, სანადირო თოფიდან გასროლის ხმა იყო, ავტომატს არ გავდა. მ-----ეს ჩვენებით, პირველი ჩოჩქოლის დანახვა ვერ შეძლო სატვირთო ა/მანქანის გამო, თუმცა შემდეგ მოჩხუბრებმა გადმოინაცვლეს იმ მიმართულებით, რაც მისი მხედველობის არეში იყო. მ-----ე ჯ-------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილის დაბრუნების მომენტისათვის, ყველაფერი თითქმის დასრულებული იყო. რაც შეეხება თ----ა ჯ-------–---–ს, მოწმემ განმარტა, რომ №-- კორპუსში მდებარე სალონში გადასულმა გაიგო ბიჭების შელაპარაკების და შემდეგ ორი გასროლის ხმა, არ დაუნახავს ვინ ან რამდენი კამათობდა, ხალხი ყვიროდა ესროლეს, ესროლესო და შეეშინდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: თ----- შ-------ამ და ქ------- ბ----–---–მა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2--- წლის 10 მარტს, დღის პირველ ნახევარში, თ----- შ-------ა მეზობელთან ქ------- ბ----–---–თან ერთად, იმყოფებოდა სახლში, მდებარე: ვ---------–-, ზ-------–---ო, №-- კორპუსში, რა დროსაც ეზოდან გაიგონეს ჩხუბის (სიტყვები გარკვევით არ ისმოდა) და იარაღიდან ზედიზედ 2 გასროლის ძლიერი ხმა, გაიხედეს ფანჯრიდან და დაინახეს მაღაზიასთან ხალხის ჩოჩქოლი და გინება, ისმოდა ქალების კივილი, ვიღაცეები გარბოდნენ, ხალხი კორპუსებიდან იყურებოდა.

 

მოწმე ნ---- მ-----–---–ის ჩვენებით, 2--- წლის მარტის მდგომარეობით, ვ---------–ში, ზ-------–---ოზე №-- კორპუსის წინ ნაქირავები ჰქონდა ჯიხური და ვაჭრობდა ხილ-ბოსტნით. 2--- წლის 10 მარტს, სამსახურში ყოფნისას გაიგო 2 გასროლის ხმა და დაახლოებით 10 მეტრში დაინახა №-- კორპუსისკენ მომავალი მ--–---- მ-------იანი, რომელსაც იცნობდა როგორც კლიენტს. ვინაიდან ბავშვთან ერთად იყო, მოწმეს შეეშინა და შვილი ჯიხურში შეიყვანა. წივილ-კივილი რომ ჩაწყნარდა, ნ-------–---–ი ჯიხურიდან გამოვიდა და გაიგო, რომ მ------------ი დაჭრილი იყო ფეხში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-------- ხ------------მა დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა შემდეგი: 2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, სიგარეტის საყიდლად ჩავიდა მაღაზია „ო---------ში.“ მაღაზიის წინ, ტაქსების გაჩერებაზე შეჩერდა დაახლოებით 20 წუთი და საუბრობდა ნაცნობ მძღოლებთან (ახსოვს მხოლოდ შავი მერსედესის მძღოლი, სახელად ბ----ა; რ---- ა-----–---სა და კ---- ა-----–------ს იცნობს, ისინიც ტაქსისტები არიან, თუმცა იმ დღეს იქ იყვნენ თუ არა, არ ახსოვს). მისგან პირისპირ, 40-50 მეტრში 4-5 ადამიანი საუბრობდა, რაც გადაიზარდა ჩხუბსა და გინებაში და იწევდნენ ერთმანეთისკენ დასარტყმელად, მათ გასაშველებლად კი მივიდნენ იქვე მყოფი ტაქსისტები, ხმაურზე კორპუსებიდან იყურებოდა ხალხი. მოწმის განმარტებით, ახლოს არ მისულა, შორიდან ადევნებდა თვალს კონფლიქტს, მოულოდნელად გაიგო 2 გასროლის ხმა, რასაც მოყვა ქუჩაში გამვლელი, შეშინებული მოქალაქეების ყვირილი. ა--------------ის ჩვენებით, გასროლა განხორციელდა იმ ადგილიდან, სადაც მიმდინარეობდა კონფლიქტი, თუმცა ვინ ისროლა არ დაუნახავს. მოწმის ჩვენებით, გასროლის ხმის გაგონებისთანავე მარჯვენა ფეხის კუნთში იგრძნო ჩხვლეტა და ძლიერი ტკივილი, სისხლი წამოუვიდა და გული შეუწუხდა. სახლისაკენ გაემართა და დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად, რის შემდეგაც გადაიყვანეს კლინიკაში. მოწმის განმარტებით, პირველი გასროლის შემდეგ ფეხზე იგრძნო ტკივილი და უკვე სახლისკენ მიმავალმა, გაიგონა მეორე გასროლის ხმა №-- კორპუსის მხრიდან. ა--------------ს ახსოვს, რომ ქუჩაში ხალხი მოძრაობდა, ხმაურიც იყო, კივილიც და გინებაც. მოწმის ჩვენებით, არ დაუნახავს იმ დღეს ვინ ჩხუბობდა და არც ის იცის, ვინ გაისროლა.

 

მოწმე თ-- პ-----ს ჩვენებით, ცხოვრობს ვ---------–-ს ზ-------–---ოს №1- კორპუსში. 2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12-13 საათზე, სამზარეულოში შემოესმა ქუჩიან ჩხუბის ხმა. აივანზე გასულმა დაინახა, რომ რამდენიმე ადამიანის ჩოჩქოლი და გინება იყო, შემდეგ ერთმა მამაკაცმა გამოიყვანა მეორე და თან აწყნარებდა, რა დროსაც ამ ბიჭმა ამოიღო მოკლე, გადაჭრილი თოფი და ისროლა ასფალტის მიმართულებით იმ მხარეს, სადაც ვიღაცეები იდგნენ. მოწმის განმარტებით, სროლას მოყვა ქალების კივილი და ხალხის პანიკა, ვინმეს მოხვდა თუ არა ტყვია, არ დაუნახავს. მოწმის ჩვენებით, გასროლის შემდეგ, იარაღიანმა ბიჭმა მეორე უფრო დაბალ, ტყავის ქურთუკიან მამაკაცთან ერთად სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე შ--–-- კ----–-–-ილმა უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე, რომლის თანახმად, 2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, სახლისაკენ (№1- კორპუსი) მიმავალმა №-- კორპუსთან შენიშნა მისი მეგობრის ჯ------- უ--------–---–ის ვაჟი ც-----ე უ--------–---–ი, რომელსაც აკავებდა უცნობი მამაკაცი, ც-----ე კი ცდილობდა თავის დაღწევას და გაქცევას, თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მისგან დაახლოებით 20 მეტრში მდგომ მ--–---- მ-------იანს. ც-----ემ შეძლო თავის დაღწევა, გაიხადა ქურთუკი ან ჟაკეტი, საიდანაც გამოიღო სავარაუდოდ გადაჭრილი სანადირო თოფი და სირბილით გაემართა მ--–---- მ-------იანისაკენ, თან უმიზნებდა თოფს. მ--–----თან მიახლოვებისას, ც-----ეს გადაეღობა მამამისი ჯ-------ი და ტაქსის მძღოლი რ---- ა-----–---ი, ისინი შეეცადნენ ც-----ესთვის თოფის წართმევას და შეჩერებას, უყვიროდნენ რომ არ ესროლა, თუმცა ც-----ემ მოახერხა მ--–---- მ-------იანის მიმართულებით ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც რ---- და ჯ-------ი კვლავ შეეცადნენ თოფის წართმევას, თუმცა ც-----ე თოფიანად გაიქა „დ-----–--ს“ სასაფლაოს მიმართულებით. შ------–-–-ილმა სროლის მომენტი დაინახა კარგად, რადგან 5-10 მეტრში იმყოფებოდა, სროლის ხმამ გამოიწვია პანიკა, ქალების ყვირილი, შეშინებული ხალხი აქეთ-იქით გარბოდა, ხალხი იყურებოდა კორპუსების ფანჯრებიდან. მოწმემ მის მახლობლად დაინახა ასევე ტაქსის მძღოლი კ---- ა----–----ანიც, რომელსაც იცნობს 20-30 წელია. კონფლიქტის მიზეზი შ------–-–-ილისათვის უცნობია, სიტუაციის დაწყნარებისას მ--–---- უკვე აღარ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოწმემ 2--- წლის 12 მარტს შეიტყო დაზარალებულისაგან, რომ ც-----ეს მიერ გასროლის შედეგად დაჭრილი იყო მარცხენა ფეხში. შ------–-–-ილმა დაადასტურა, რომ დაკითხვის ოქმზე ხელმოწერა და ჩვენების სისწორის დამადასტურებელი მინაწერი მას ეკუთვნის, გამოძიების მხრიდან რაიმე უკანონო ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დაკითხვის ოქმის შინაარსს არ ეთანხმება. სასამართლო სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ 2--- წლის 10 მარტს №-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეესწრო ბიჭებს შორის ჩხუბს და მონაწილეობა მიიღო მათ გაშველებაშიც, თუმცა დაკითხვის ოქმში აღწერილ ფაქტებს არ ეთანხმება. სხდომაზე დაკითხვის დროს მოწმის მიერ გაკეთებული ალოგიკური, არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებით, მოწმე შეეცადა აეხსნა გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. საბოლოოდ, მოწმე ვერ ჩამოყალიბდა საერთოდ არ დაკითხულა გამოძიებაში თუ დაიკითხა და ჩვენებაში დაფიქსირებული ინფორმაცია არასწორია; 2--- წლის 10 მარტს მომხდარ ფაქტს საერთოდ არ შესწრებია თუ შეესწრო და ვერ იხსენებს დეტალებს; მოწმეს არ ახსოვს არაფერი, გარდა იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ც-----ე უ--------–---–ი არ იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ქ.თ---–---ს პოლიციის დეპარტამენტის ი-----ს-------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა ვ----–-- ჩ-----–---მა დაადასტურა:

· 1-.03.2---წ ინფორმაციული პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, ვ-------–---მა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 2--- წლის 1- მარტს, ი-----ს-------ის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოწმის სახით გამოძახებულმა მ--–---- მ-------იანმა დაკითხვამდე, მასთან პირად საუბარში განმარტა, რომ 2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.თ---–--ში, ვ---------–-ს ზ-------–---ო, კორპუსი №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან ც-----ე უ--------–---–თან, რომლის ვალიც ჰქონდა 1000 ლარი. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ც-----ე უ--------–---–მა გადაჭრილი სანადირო თოფიდან ორჯერ გაისროლა მ--–---- მ-------იანის მიმართულებით და ამ უკანასკნელმა მარცხენა ფეხის არეში მიიღო დაზიანება. მ--–---- მ-------იანის განმარტებით, გასროლამდე ც-----ე უ--------–---–ს აკავებდნენ მამამისი ჯ------- უ--------–---–ი და რ---- ა-----–---ი, თუმცა ც-----ემ მაინც მოახერხა ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც მიიმალა.

· 1-.03.2---წ პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, ვ----–-- ჩ-----–---მა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოეხდინა მ--–---- მ-------იანთან შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

· პროკურორ ნ-–------–ის 2--- წლის 1- მარტის დადგენილებითა და ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--- ოქმით ირკვევა, რომ პროკურორის დადგენილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, 2--- წლის 1- მარტის 13:06 საათიდან 13:13 საათამდე დროის პერიოდში, ჩატარდა ქ.თ---–--ში, შუამთის ქ№---ში მდებარე შსს ი-----ს-------ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ერთის მხრივ, მ--–---- მ-------იანის, ხოლო მეორეს მხრივ, ვ----–-- ჩ-----–--ის შეხვედრისა და საუბრის ვიდეო და აუდიო ჩაწერა სპეციალური კომუფლირებული „CCD” კამერითა და მიკროფონით (სპეციალური პორტატული ვიდეო/აუდიო ჩამწერი „oculus”), ინფორმაცია კი ჩაწერილი იქნა DVD-R დისკზე. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, მ------------ისა და ვ-------–---ის შეხვედრისა და საუბრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კანონიერად იქნა ცნობილი თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2--- წლის 12 მარტის განჩინებით.

· DVD-R დისკზე არსებული ინფორმაციის ნაბეჭდი ვერსიის, №1--- კრებსის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ 2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.თ---–--ში, ვ---------–-ს ზ-------–---ო, კორპუსი №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–---- მ----------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან ც-----ე უ--------–---–თან, რომლის ახლობელის ვალიც ჰქონდა 1000 ლარი. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ც-----ე უ--------–---–მა გადაჭრილი სანადირო თოფით ორჯერ გაისროლა მ--–---- მ-------იანის მიმართულებით და ამ უკანასკნელმა მარცხენა ფეხის არეში მიიღო დაზიანება. მ--–---- მ-------იანის განმარტებით, გასროლამდე ც-----ე უ--------–---–ს აკავებდნენ მამამისი ჯ------- უ--------–---–ი და რ---- ა-----–---ი, თუმცა ც-----ემ მაინც მოახერხა ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც მიიმალა. ამავე კრებსით დგინდება, რომ მ--–---- მ-------იანი უარს აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას ჩვენების სახით, ვინაიდან ც-----ე უ--------–---–თან აკავშირებს ბავშვობიდან მეგობრული ურთიერთობა, ამასთან ეშინია, რომ ც-----ე და მისი მეგობრები ქუჩური წესებით მოსთხოვენ პასუხს ც-----ეს წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენების მიცემის შემთხვევაში - „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვთქვი. „პროსტა“ ბოლომდე ის არა ვთქვი, რომ ც-----ემ მესროლა... ვერ დავადებ ვ---- ხელს, მე ვიცი, გარეთ პრობლემები მექნება მაგის გამო, მაგის საძმოსგან... ც-----ეს ადამიანობა აწუხებს თუ არა არ ვიცი, რომ აწუხებდეს მოვიდოდა და იტყოდა თვითონ...(რასაც ჩემთან ყვები, ჩვენებაში რატომ არ წერ) მე ჩვენებას არ შევცვლი, მე არ დავწერ.“

 

მოწმე გ------- ბ----------ის ჩვენებით, 2--- წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ი-----ს-------ის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2--- წლის 13 მარტს, ვ---------–-ს ზ-------–---ოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაცნობმა მოქალაქემ გადასცა CD დისკი ვიდეოჩანაწერით, რომელიც ასახავდა 10 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ც-----ე უ--------–---–ის მიერ მ--–---- მ-------ანის გადაჭრილი სანადირო თოფიდან დაჭრის ფაქტს. მოწმის განმარტებით, მოქალაქემ, რომელმაც გადაიღო დანაშაულის ფაქტი მობილური ტელეფონით, ითხოვა ანონიმურობა. გ------- ბ----------მა მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, დაიკითხა მოწმის სახით და CD დისკი დათვალიერების შემდეგ, შესაბამისი ოქმის საფუძველზე გადასცა გამომძიებელს.

 

მოწმე ზ----- გ--------ის ჩვენებით, 2--- წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ი-----ს-------ის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 10 მარტს აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მ------------ის დაჭრის ფაქტზე და მიმდინარეობდა დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირის, ც-----ე უ--------–---–ის ადგილსამყოფელის დადგენა, ვინაიდან იგი არ ცხოვრობდა რეგისტრაციის მისამართზე. მოწმემ მიიღო ინფორმაცია, რომ ც-----ე უ--------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი იყო თ---–---, ვ-------–ი, მ---------ი, ზ-------–---ო, კ-----------------------, რის თაობაზეც წერილობით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე ა------ ს---–-----–-ილის ჩვენებით, 2--- წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ი-----ს-------ის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2--- წლის 10 მარტს, აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ა--------------ის სხეულის დაზიანების ფაქტზე. მოწმემ ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - №-- კორპუსის მიმდებარედ გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, რომელიც ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული და დაცული მისი თანამშრომლის გ------- გ-------–---–ის მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტებმა გადაიღეს ფოტოსურათები, დაფიქსირდა დაზიანებები ასფალტის ზედაპირზე და ამოღებული იქნა ლითონის და პლასტმასის დეტალები, რაც დაილუქა სათანადო წესით. მოწმემ დაადასტურა, რომ ხსენებულ სს საქმეზე გამოკითხა მოწმეები, მათ შორის ა--------------ი, რომელიც შემთხვევით დაიჭრა გასროლის შედეგად და გაეწია სამედიცინო დახმარება, ასევე დაათვალიერა და ამოიღო ა--------------ის ტანსაცმელი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, დანიშნა ექპერტიზები. მოწმეთა ჩვენებებით ირკვეოდა, რომ კონფლიქტი მოხდა მ--–---- მ-------იანსა და ც-----ე უ--------–---–ს შორის და ეს უკანასკნელი იყო დანაშაულის ჩამდენი პირი, თუმცა არაერთი უწყებისა და ბინაზე გამოცხადების ოქმის მიუხედავად, ბრალდებული არ ცხადდებოდა პოლიციაში, რის გამოც მას ბრალი წარედგინა დაუსწრებლად და შეეფარდა ა/ღონისძიება. მოწმის განმარტებით, მოპოვებული მტკიცებულებები გაუცვალა დაცვის მხარეს, რის შემდეგაც სს საქმე არსებითი განხილვისათვის წარიმართა სასამართლოში. მოწმემ დაადასტურა, რომ ც.უ--------–---–ის ბრალდების სს საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებდა საგამოძიებო ჯუფი, რომელშიც მასთან ერთად შედიოდნენ სხვა გამომძიებლებიც.

 

მოწმე მ---- ტ----–---–---–ის ჩვენებით, 2--- წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ი-----ს-------ის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე და იყო ც.უ--------–---–ის ბრალდების სს საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯუფის წევრი, კერძოდ, გამოკითხა მოწმეები.

 

მოწმე ნ-----–---- მ--–----ის ჩვენებით, 2--- წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ი-----ს-------ის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2--- წლის 10 მარტს დაიწყო გამოძიება ც.უ--------–---–ის ბრალდების სს საქმეზე, გამოკითხა მოწმეები, მათ შორის, შ--–-- კ----–-–-ილი და მასთან ერთად დაათვალიერა CD დისკზე არსებული, დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

 

მოწმე ზ------ ზ-------–---–ის ჩვენებით, 2--- წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ი-----ს-------ის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე და იყო ც.უ--------–---–ის ბრალდების სს საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯუფის წევრი, კერძოდ, გამოკითხა მოწმე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 10 მარტს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ.თ---–---, ვ---------–-ს ზ-------–---ო, კორპუსი №---ის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც №-- კორპუსის კუთხიდან მოპირდაპირე მხარეს გზის მოასფალტებულ ზედაპირზე, ორ ადგილზე დაფიქსირდა წერტილოვანი დაზიანებები ამოტეხვის სახით. აღნიშნულიდან 3 მეტრში, საავტომობილო გზის ზედაპირზე ბორდიურთან ახლოს ნანახი და ამოღებული იქნა პლასტმასის მრგვალი ფორმის ვაზნის კონტეინერი, მისგან 2 მეტრში - მრგვალი ფორმის პლასტმასის მასალის ვაზნის საფანტის დამჭერი კონტეინერი, მისგან 1 მეტრში კი - მეტალის გაბრტყელებული ბურთულა, მასზე დატოვებული ქსოვილის ნაწიბურებით. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ა-----–-----–-ილი, ექსპერტები: თ-------–-–---–ი და ლ-----–---–ი, შემთხვევის ადგილის მცველი გ---------–---–ი).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: ა------ ს---–-----–-ილმა, თ------ მ-----–-–---–მა, ლ---- პ---–---–მა და გ------- გ-------–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---- ბ---–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

· ერთი ცალი ლითონის, ტყვიის მასალისაგან დამზადებული დეფორმირებული საგანი წარმოადგენს გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნების დამუხტვისას გამოყენებულ ქარხნული წესით დამზადებული ჭურვის (საფანტი, ფინდიხი) დეფორმირებული მარცვალის ფრაგმენტს. გამოსაკვლევი ჭურვის ფრაგმენტის სროლისათვის ვარგისიანობის დადგენა ვერ მოხდა. გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი ძლიერ დეფორმირებულია, რაც გამოწვეულია მისი (ჭურვის) რაიმე მკვრივი, გლუვი ზედაპირის მქონე საგანთან კონტაქტით.

· პლასტმასის ორი ცალი საგანი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 16 კალიბრის გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ, ამავე კალიბრის ვაზნების დამუხტვისას დენთის ფენისა და ჭურვის განსაცალკევებლად გამოყენებულ პლასტმასის ტიზს.

 

მოწმე ვ---- ბ---–----ემ დამატებით განმარტა, რომ ტიზი მოთავსებულია მასრაში, აცალკევებს დენთსა და ჭურვს, რომ არ მოხდეს საფანტისა და ჭურვის აღრევა. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტები იყო შემურული, გამჭვარტული და დაგლეჯილი, შესაბამისად, იარაღიდან გასროლის გარეშე, რაიმე სხვა მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, ვერ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორც ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ ფოტოცხრილშია დაფიქსირებული. მოწმის განმარტებით, გასროლა ნაწარმოებია გლუვლულიანი იარაღიდან, ამასთან იარაღი შესაძლოა იყოს როგორც ქარხნული, ისე კუსტარული წესით დამზადებული. მოწმემ განმარტა, რომ მხოლოდ ფინდიხის ვარგისიანობის განსაზღვრა ვერ ხდება, ფინდიხი არის მსხვილი ზომის (5მმ-ზე მეტი) საფანტი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 10 მარტს დათვალიერდა მოწმე ა-------- ხ------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რა დროსაც დადგინდა, რომ შარვალს მარჯვენა ტოტზე, მუხლის ქვემოთ აღენიშნებოდა დაზიანება და დაზიანების მიმდებარე ადგილებში მოწითალო ფერის ლაქები, ასეთივე ფერის ლაქები დაფიქსირდა მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლზე. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ა-----–-----–-ილი, მოწმე ა--------------ი, თარჯიმანი ი-------ი).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 10 მარტს, მოწმე ა-------- ხ------------ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა-----–-----–-ილი, მედდა ს---------ე, მოწმე ა--------------ი, თარჯიმანი ი-------ი).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 12 მაისს, გამომძიებელ ა-----–-----–-ილის მიერ შპს „გ------------–---------------------------------–-------–-------დან“ ამოღებული იქნა მ--–---- მ-------იანის სამედიცინო ისტორია თანდართულ რენტგენოფირებთან ერთად, მათ შორის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №----, საიდანაც ირკვევა, რომ მ--–---- მ-------იანს კლინიკისთვის მიუმართავს 12.03.17წ 00:36სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 01:10სთ-ზე, დიაგნოზით: მრავლობითი ჭრილობები მარცხენა წვივის არეში, ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე; პაციენტს მიკროქირურგის მიერ შეეთავაზა ჰოსპიტალიზაცია ჭრილობების რევიზიის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა.

 

შპს „გ------------–---------------------------------–-------–-------ს“ თანამშრომელმა მოწმე კ-------–ი ბ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2--- წლის 12 მარტს, მ--–---- მ-------იანს მათ კლინიკაში გაეწია სამედიცინო დახმარება, პაციენტის სამედიცინო ისტორია კი გამომძიებელმა ამოიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს გ------------–---------------------------------–-------–-------ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----ის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წვივის ძვლების რენტგენოგრაფიის დასკვნის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. მ--–---- მ-------იანს კლინიკისთვის მიუმართავს 12.03.17წ 00:36სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მრავლობითი ჭრილობები მარცხენა წვივის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად ამის განსაზღვრა, მიმყენებელი საგნის და ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს „პ------–---------------ოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ა-------- ხ------------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 10.03.2---წ 14:45სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარჯვენა წვივის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ნ-----–---- მ--–----ემ, ა------ ს---–-----–-ილმა, გ------- გ-------–---–მა, მ---- ტ----–---–---–მა, ზ------ ზ-------–---–მა, მ------ ჯ--------ემ, ვ----–-- ჩ-----–---მა, გ------- ი-------–---–მა, ზ----- გ--------ემ და გ------- ბ----------მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად დგინდება შემდეგი:

· 2--- წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ.თ---–--ში, ვ---------–-ს ზ-------–---ო, კორპუსი №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ერთადერთი კონფლიქტი (გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოვლენილა, რომ 10 მარტს თუნდაც დღის სხვა მონაკვეთში ადგილი ჰქონდა მსგავს ინციდენტს), რასაც შედეგად მოჰყვა გადაჭრილი თოფიდან ორი გასროლა და ორი პირისათვის: მ--–---- მ-------იანისა და ა-------- ხ------------ისათვის დაზიანებების მიყენება.

· დაზარალებულ მ------------ისა და თვითმხილველი მოწმის რ-------–---ის ჩვენებით, ზ/აღნიშნული კონფლიქტის მხარეები იყვნენ თავად მ--–---- მ-------იანი და ბრალდებული ც-----ე უ--------–---–ი.

· 2--- წლის 10 მარტს, ც-----ე უ--------–---–ისა და მ--–---- მ-------იანის კონფლიქტისა და ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართულებით გადაჭრილი თოფიდან, ე.წ. „აბრეზიდან“ ორჯერ გასროლის თვითმხილველმა მოწმემ (რომელიც იმავდროულად ბრალდებულის მამასთან ჯ-----------–---–თან ერთად ცდილობდა მოჩხუბართა გაშველებას და შეიარაღებული ც-----ეს შეჩერებას) რ---- ა-----–---მა დეტალური, თანმიმდევრული და გულწრფელი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს 2--- წლის 10 მარტს განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, მისი ჩვენება კონფლიქტის დროის, ადგილისა და მიმდინარეობის, კონფლიქტში მონაწილე და დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად ჩართული პირების, ბრალდებულის დაზარალებულისაგან განცალკევებისა და მამის მხრიდან შეკავების მცდელობის მიუხედავად, ც-----ე უ--------–---–ის მ--–---- მ-------იანის მიმართულებით გაქცევისა და გადაჭრილი თოფიდან ორჯერ გასროლის, ქუჩაში მყოფი შეშინებული მოქალაქეების ყვირილისა და პანიკის, საცხოვრებელი კორპუსებიდან ხალხის ყურადღების მიპყრობის, მ------------ის მარცხენა ფეხში დაზიანებისა და კოჭლობის, აგრეთვე შეიარაღებული ც-----ე უ--------–---–ისა და მამამისის ე.წ. „დ-----–--ს“ სასაფლაოსაკენ გაქცევის თაობაზე, უმცირეს დეტალებშიც კი სრულ თანხვედრაშია სს საქმეზე დაკითხული ფაქტის შემსწრე ყველა სხვა მოწმის: კ-------–------ის, მ.ჯ-------–---–ის, ა--------------ის, თ.ჯ-------–---–ის, თ.შ-------ას, ქ.ბ----–---–ის, ნ-------–---–ისა და თ.პ-----ს ჩვენებებთან. მოწმე რ-------–---ის ჩვენება ასევე შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომელთა თანახმად, ც.უ--------–---–ის მიერ მ------------ის მიმართულებით ორჯერ დამიზნებით გასროლის შედეგად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა პლასტმასისა და მეტალის საგნები, რაც წარმოადგენს გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნების დამუხტვისას გამოყენებულ ქარხნული წესით დამზადებული ჭურვის (საფანტი, ფინდიხი) დეფორმირებულ ფრაგმენტსა და ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ, ამავე კალიბრის ვაზნების დენთის ფენისა და ჭურვის განსაცალკევებლად გამოყენებულ პლასტმასის ტიზს. მოწმე რ-------–---ის ჩვენება ასევე თანხვედრაშია ა--------------ისა და მ------------ისათვის მიყენებული დაზიანებების ამსახველ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთანაც.

· 2--- წლის 10 მარტს, მ------------ის მიმართ ც.უ--------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დაწყების, მიმდინარეობისა და შედეგის თაობაზე თვითმხილველი მოწმის, რ-------–---ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ მ------------ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან იმ განსხვავებით, რომ მ------------მა დაკითხვის დროს განმარტა, რომ უცნობმა პირმა ესროლა გადაჭრილი თოფიდან და მიაყენა დაზიანება ფეხის არეში. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის (რომელიც ადასტურებს მის მიმართ განხორიციელებული დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებსა და დეტალებს, თუმცა უარყოფს დანაშაულებრივ ქმედებაში ც.უ--------–---–ის მონაწილეობას და ამ გზით, ცდილობს მისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას) ზ/აღნიშნული პოზიციის მიღმა არსებულ მოტივს, რაც ნათლად არის ასახული ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალებში ე.წ. კრებსებში, კერძოდ, მ------------ი გამომძიებელ ვ-------–---თან საუბარში უარს აცხადებს გამოძიებისათვის ც.უ--------–---–ის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან ც-----ე უ--------–---–თან აკავშირებს ბავშვობიდან მეგობრული ურთიერთობა, ამასთან ეშინია, რომ ც-----ე და მისი მეგობრები ქუჩური წესებით მოსთხოვენ პასუხს დანაშულის ჩადენაში ც-----ეს მამხილებელი ჩვენების მიცემის შემთხვევაში - „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვთქვი. „პროსტა“ ბოლომდე ის არა ვთქვი, რომ ც-----ემ მესროლა... ვერ დავადებ ვ---- ხელს, მე ვიცი, გარეთ პრობლემები მექნება მაგის გამო, მაგის საძმოსგან... ც-----ეს ადამიანობა აწუხებს თუ არა არ ვიცი, რომ აწუხებდეს მოვიდოდა და იტყოდა თვითონ...(რასაც ჩემთან ყვები, ჩვენებაში რატომ არ წერ) მე ჩვენებას არ შევცვლი, მე არ დავწერ.“ მ----------ის ზ/აღნიშნული განწყობა და შიში სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა ვ-------–---მაც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი DVD-R დისკი სხდომაზე ვერ იქნა გამოკვლეული მასზე არსებული მექანიკური დაზიანებების გამო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 05.04.2---წ ოქმით გამომძიებელ ა-----–-----–-ილის მიერ გაკეთდა ხსენებულ დისკზე არსებული ჩანაწერის ასლი დაცვის მხარისათვის გადასაცემად, სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხის თანახმად კი, აღნიშნული DVD-R დისკი გადაეცა დაცვის მხარეს და მასზე ჩანაწერის არსებობა ან ავტენტიკურობა წინასასამართლო სხდომაზე სადავო არ გამხდარა, უფრო მეტიც, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც, დაცვის მხარე აპელირებდა მხოლოდ ერთ გარემოებაზე, ე.წ. „კრებსებში“ დაფიქსირებული „ვ----სა“ და „მ----ს“ იდენტიფიცირების პრობლემაზე, რაც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან პროკურორ ნ-–------–ის 2--- წლის 1- მარტის დადგენილებითა და ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--- ოქმით, აგრეთვე თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2--- წლის 12 მარტის განჩინებით დგინდება, რომ ქ.თ---–--ში, შუამთის ქ№---ში მდებარე შსს ი-----ს-------ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, 2--- წლის 1- მარტის 13:06 საათიდან 13:13 საათამდე დროის პერიოდში, ჩატარებულია სწორედ მ--–---- მ-------იანისა და ვ----–-- ჩ-----–--ის შეხვედრისა და საუბრის ვიდეო და აუდიო ჩაწერა. გარდა ამისა, ფარული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი „კრებსების“ სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მასში მონაწილე და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის განმ----რციელებელმა პირმა ვ-------–---მა, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის თანახმად, ე.წ. „კრებსებს“ აქვს მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ცნობილია მისი წარმომავლობა, ავთენტიკურია და დადასტურებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის, მოწმე ვ-------–---ის მიერ.

· სასამართლო დაზარალებულ მ--–---- მ--------ის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯაროდ გამოქვეყნების მართებულობასთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლისა, მიუთითებს ევროსასამართლოს პრაქტიკაზეც, სადაც არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია ასეთი პირების ჩვენებებზე, თუმცა ასეთი ჩვენებების წაკითხვა თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 201- წლის 1- დეკემბრის გადაწყვეტილება, § 1-8). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე, რადგან ეს უკანასკნელი გარდაიცვალა და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (inter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162.

 

ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).

 

1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს.

 

2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშნველოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).

 

3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 201- წლის 1- დეკემბრის გადაწყვეტილება, § 1-9).

 

საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კოვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferrantelli and Santangelo v. Italy), განაცხადი no. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).

 

საქმეზე ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა თავის ნაცნობს, რასაც შედეგად მოყვა სიკვდილი. განმცხადებელს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განმცხადებელი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსამართლო იყო, ვინაიდან მას არ შეეძლო ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მსჯავრდების ძირითად საფუძველს შეადგენდა. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებლის მსჯავრდება დააფუძნეს სამი მოწმის ჩვენებას და ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. სამი მოწმიდან ორი მოწმე იყო თვითმხილველი და არცერთი მათგანის ჯვარედინი დაკითხვა სასამართლოში არ მოხერხდა, ვინაიდან ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მესამე მოწმე ირიბ ჩვენებას იძლეოდა. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება პირის მსჯავრდება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ემყარებოდეს. შესაბამისად, ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებისთვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტორები: მოპასუხე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოწმე გარდაიცვალა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო განხილვისას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეორე თვითმხილველი მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რის შედეგადაც ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც ძირითადად დაეყრდნო სასამართლო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებაში და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დანიშვნაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 44-45).

 

საქმეზე მიკა შვედეთის წინააღმდეგ, განმცხადებელს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში. დაზარალებულმა განაცხადი შეიტანა პოლიციაში და დაიკითხა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისარგებლა ქალთა კლინიკის კონსულტანტის მომსახურებით. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულმა თავი მოიკლა. განმცხადებელი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს და წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებაში. ამ დროისთვის ბრალდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, კონსულტანტის შენიშნვები, დაზარალებულის წერილობითი ჩვენება. დაკავების შემდეგ, ჩატარდა განმცხადებლის სისხლის ნიმუშის დნმ-ის ანალიზი და დადგინდა იდენტობა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ სპერმას შორის.

 

მოცემულ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შვედეთის ხელისუფლებას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ამასთან, დაზარალებული გარდაიცვალა განმცხადებლისთვის ბრალის წარდგენამდე და ამიტომ ამ უკანასკნელს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია არც გამოძიების ეტაპზე, რაზეც სახელმწიფო ასევე არ აგებს პასუხს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, მტკიცებულებად დაეშვა დაზარალებულის ჩვენება, მოცემული პოლიციის პატაკში, თავისთავად არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid. § 37).

 

ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, ხომ არ ემყარებოდა მთლიანად ან ძირითადად, განმცხადებლის მსჯავრდება დაზარალებულის ჩვენებას ისე, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დარღვეულად ჩათვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, ვინაიდან ეროვნულ სასამართლოს წინაშე სხვა მოწმეებიც წარსდგნენ და წერილობითი მტკიცებულებაც იქნა განხილული (Ibid. § 38).

 

რაც შეეხება მეორე კითხვას, ხომ არ იყო დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის მსჯავრდებისთვის და საქმეში არსებობდა რიგი სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტებისა თუ ჩვენებების სახით, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო ნივთმტკიცებულებებით და ამიტომ დაზარალებულის ჩვენებას განმცხადებლის მსჯავრდებაში ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და მას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვევია (Ibid . §§ 39-42).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ--–---- მ-------იანის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო, რაც გათვალისწინებულია ასევე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით) და მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, ამასთან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ც-----ე უ--------–---–ის მსჯავრდებისათვის, ამასთან მ------------ის ჩვენება 2--- წლის 10 მარტს, მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების თაობაზე (გარდა დანაშაულის ჩამდენ პირად ც.უ--------–---–ის დასახელებისა) სრულ და დეტალურ თანხვედრაშია მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და არ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მ--–---- მ-------იანის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეიძლება საფუძვლად დაედოს წარდგენილ ბრალდებაში ც-----ე უ--------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

 

· მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებული არ დაკითხულა, მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო და განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას მ------------ს დაფიქსირებული აქვს, რომ მარცხენა ფეხის არეში იგრძნო ტკივილი. დაზარალებულისათვის ტკივილის მიყენების ფაქტს ადასტურებს მოწმე რ-------–---ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ფეხში დაჭრისას მ------------მა დაიწყო ყვირილი და სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უთითებენ, რომ დაჭრილი მ------------ი კოჭლობით მიდიოდა სახლისაკენ.

 

მ------------ის მხრიდან ფიზიკური ტკივილის საერთოდ გამორიცხვის პირობებშიც კი, აღნიშნული ავტომატურად არ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების არსებობას, კერძოდ:

 

ბოლო წლებში დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ მ--–---- მ-------იანმა ც.უ--------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა როგორც დაკითხვის ოქმში, ისე დგინდება მოწმეთა ჩვენებებითაც. გარდა ამისა, ც-----ე უ--------–---–ის ძალადობრივი ქმედებით მ--–---- მ-------აინისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათს, რაოდენობასა და სიმძიმის ხარისხს ნათლად ასახავს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელთა თანახმად, დაზარალებულს მარცხენა წვივის არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის, მრავლობითი ჭრილობები, ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე და პაციენტი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციასაც კი (რაზეც მან თავად განაცხადა უარი). გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, გლუვლულიანი იარაღიდან გასროლილი ჭურვით მიღებული მრავლობითი დაზიანება ლოგიკურია, რომ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ფიზიკური ტკივილის გამომწვევია (ამ მხრივ ყურადსაღებია ა--------------ის ჩვენებაც, რომელმაც იგივე იარაღიდან გასროლის შედეგად მიიღო დაზიანება, რამაც მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, წამოუვიდა სისხლი და დაჭირდა სამედიცინო დახმარება).

 

· აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი ანონიმური მოქალაქის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი, 2--- წლის 10 მარტს, ც.უ--------–---–ის მიერ მ------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, თუმცა აღნიშნული ჩანაწერის მის ჩვენებასთან შესაბამისობა დაადასტურა მოწმე რ-------–---მა, რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე არ ახსოვდა კ-------–------ის ყოფნა და ჩანაწერის ნახვის შედეგად აღიდგინა ეს ფაქტი, აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ, არ უარყო კ-------–------მაც. გამომძიებლებმა: ნ----–----ემ და გ------------მა დაადასტურეს ვიდეოჩანაწერის არსებობისა და დათვალიერების, მათ შორის მოწმე შ------–-–-ილის მონაწილეობით დათვალიერების ფაქტი.

 

· სასამართლო ყურდღებას მიაქცევს მოწმე შ------–-–-ილის ჩვენებას, კერძოდ, მან უარყო გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, თუმცა იმავდროულად დაადასტურა დაკითხვის ოქმზე ხელმოწერისა და ჩვენების სისწორის ამსახველი მინაწერის მისდამი კუთვნილება, აგრეთვე უარყო გამოძიების მხრიდან მუქარის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტი. სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ გაკეთებული შეუსაბამო, ალოგიკური, არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და არაგულწრფელი განმარტებების (მაგ: შ------–-–-ილის ჩვენებით, 2--- წლის 10 მარტს არ შესწრებია არანაირ კონფლიქტს; შეესწრო უცნობი ბიჭების ჩხუბს და აშველებდა მათ; არ ახსოვს მისცა თუ არა გამომძიებელს ჩვენება და მონაწილეობდა თუ არა ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში; ახსოვს, რომ დაიკითხა და ჩვენება ხელმოწერით დაადასტურა, მაგრამ სხდომაზე საჯაროდ წაკითხული დაკითხვის ოქმის შინაარსს არ ეთანხმება; ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ ახსოვს არაფერი, გარდა იმისა, რომ 2--- წლის 10 მარტს ც.უ--------–---–ი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა) ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე შ------–-–-ილის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და შესაბამისად, არსებობს მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი განსხვავებით გამოძიებაში მიცემული ჩვენებისა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სს საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. სწორედ გამოძიების ეტაპზე ჩატარებული დაკითხვის ოქმის სხვა მტკიცებულებებთან სრული თანხვედრა და უსაფუძვლო არგუმენტების მოშველიებით სასამართლოსათვის შ------–-–-ილის მიერ განსხვავებული ვერსიის შეთავაზება აძლევს სასამართლოს ვარაუდის საფუძველს, რომ მოწმის პოზიციის მიღმა შესაძლოა იყოს სხვადასხვა მოტივი, მათ შორის, ც.უ--------–---–ის დანაშაულის ჩადენაში მხილების შემთხვევაში მისი ან მისი მეგობრების მხრიდან ანგარიშსწორების შიში ან ბრალდებულის მამასთან, ჯ-----------–---–თან ახლო მეგობრული ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, მცდელობა ბრალდებულს დახმარებოდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში.

 

ამდენად, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც.უ--------–---–ის ქმედებაში დგინდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, კერძოდ: ც.უ--------–---–ის ძალადობრივი ქმედება (გადაჭრილი თოფიდან გასროლა), მ------------ისათვის მიყენებული დაზიანება და ფიზიკური ტკივილი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც-----ე უ--------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ც-----ე უ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.

4.2. ც-----ე უ--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

 

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების (დღის საათებში, დასახლებულ პუნქტში გადაჭრილი იარაღით გადაადგილება და ქუჩაში მყოფი არაერთი მოქალაქის თვალწინ გასროლების განხორციელება), დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნის (საშუალება, რომელიც არათუ საფრთხეს უქმნის სხვათა ჯანმრთელობას, არამედ გამოიწვია კიდეც ქუჩაში შემთხვევით გამვლელი მოქალაქის ა--------------ის ჯანმრთელობის დაზიანება) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, ც-----ე უ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმუმთან მიახლოვებული სასჯელი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ც-----ე უ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ც-----ე უ--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი პლასტმასის და ერთი ცალი ლითონის დეტალი, ა--------------ის სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- 4 (ოთხი) ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- ა--------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.ნაჭყებია