განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
330100116001582607
ინსტანცია
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001582607

საქმე №1ბ/362-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის, ლელა ბახტაძის და ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: მ---------------ას და ა----------–---–ის

მსჯავრდებულ: კ----–-----------ის

ადვოკატის: ი-–----–----ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ კ----–-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0----------) კ----–-----------ის მიმართ. კ----–------------------------- დაბადებულია 19---–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათელების მქონე, დაოჯახებული, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ზ--------------------–-------------------–-----------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად კ----–-----------მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

2016 წლის 1------------–ს, დაახლოებით 14:45 საათზე გ-----------------–---–ი, ლ--------------–---–ი, კ----–-----------ი, დ--------------ი, ე-–------------------ და გამოძიებით დაუდგენელი პირი მივიდნენ თბილისში, დ. აღ--–-----–-------------------–--------------------ე შპს ,,ბ-----ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე და გ-------------–---–ს ძალადობის გამოყენებით სთხოვდნენ ვალად დაგულებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

 

კ----–-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

 

კ----–-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ----–-----------ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ----–-----------მა. დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა კ----–-----------ის მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, რომელიც საკმ----სი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება არათამნიმდევრული და არადამაჯერებელია. რაც შეეხება დ--------------ს, მისი წარდგენა პირველი ინტსანციის სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა, რის გამოც დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა იგი. ამიტომ არ უნდა იქნას მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება მიჩნეული სანდო მტკიცებულებად. ამასთანავე, დაცვის მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის სახით, იმ შემთხვევაში, თუ პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაუქმდება, იშუამდგომლა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა კ----–-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ----–-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმ----სი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმ----სობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულ კ----–-----------ის უდანაშაულობის შესახებ ვერ გაზიარებს, რადგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–---–მა განმარტა, რომ ფლობს კომპანიას და ეწევა საწვავის იმპორტსა და რეალიზაციას. მისმა კომპანიონმა გ------------–--ემ კომპანიიდან წაიღო დაახლოებით 4 მილიონამდე ღირებულების საწვავი საფასურის მოგვიანებით დაფარვის პირობით, თუმცა თანხის გადახდა ვერ შეძლო. ასევე გაირკვა, რომ გ------------–--ეს სხვა კომპანიების დავალიანებაც ჰქონდა, მათ შორის ძმების - რ----- და თა--------------–---–ების 2 000 000 ლარი, თუმცა გ------------–--ემ ვალიდან გადაიხადა 800 000 ლარი. გუ------–---–--ი პერიოდულად ხვდებოდნენ მოწმეს და ემუქრებოდნენ, რომ მას მოსთხოვდნენ მჭ----–--ის ვალის გადახდას, ვინაიდან ის მფარველობდა მოვალეს. მოწმე უხსნიდა, რომ გ------------–--ეს მისი ვალიც ჰქონდა. გ----- პერიოდულად ჩნდებოდა და აიმედებდა, რომ დაფარავდა დავალიანებას, თუმცა პირობა პირობად რჩებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ლ---- ბ----–---–-ც გუ------–---–--ისაგან ღებულობდა საწვავს. როდესაც საწვავის საფასური ვეღარ გადაუხადა, სთხოვა მოწმეს ბანკისგან კრედიტის მიღებამდე ძმებთან ეშუამდგომლა, რომ დრო მიეცათ მისთვის. მოწმე რამდენიმე მეგობართან ერთად მივიდა გუ------–---–--თან და სთხოვა თანხის გადავადება, თუმცა არ უთქვამს, რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა. ლ----ს ორი-სამი თვე გაეწელა ფულის გადახდა, თუმცა ჯამში გადახდილმა თანხამ 400 000 ლარზე მეტი შეადგინა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გუ------–---–--ი კვლავ დაემუქრნენ, რომ საქმეში ზოგიერთი ადამიანების ჩარევით თანხას, რომელიც ემართა გ-----ს, მისგან ამოიღებდნენ. 2013 წელს დიღომში მდებარე მის ერთ-ერთ ობიექტზე, ,,L-----ის” მარკის ჯიპით მივიდა თა--------------–---–ი მეგობართან ერთად. შემდეგ გაირკვა რომ თანხმლები პირი იყო დ--------------ი. მათ შორის არასასიამოვნო საუბარი წარიმართა. იმავე დღეს სა---------------ზე შეხვდა დ--------------ს და ლ--------------–---–ს, რომელიც ლ---- წი--–-----ის სახელით და გვარით გაეცნო. უთხრეს, რომ სიმართლის გაგება სურდათ. ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე არასასიამოვნო შეხვედრას. შეხვედრებს თითქმის ყოველთვის ესწრებოდნენ ძმები რა-----------------ი, დ--------------ი, ლ--------------–---–ი, გ-----------------–---–ი, კ----–-----------ი. ბოლო შეხვედრებს ესწრებოდა კიდევ ერთი პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არ იცის. საუბარი დ--------------ს და ლ--------------–---–ს მიჰყავდათ. პერიოდულად შეხვედრებს ესწრებოდა 15 ადამიანი, მათ შორის - ძმების ყოფილი ბუღალტერი გ---- - კ----–-----------ის ძმა, გ---- ჩა---–-–---–ი, ძმები ხი----------ი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. მოწმე ცდილობდა, აეხსნა მათთვის, რომ გ------------–--ესთან მას არაფერი საერთო არ ჰქონდა, არ იყო არანაირ კავშირში ფულთან, რომელიც ემართა ამ უკანასკნელს ძმებისთვის. შემდეგ დაიწყეს საუბარი 400 000 ლარზე, რომელიც ლ---- ბ----–---–ს ემართა. 2016 წლის 1------------–ს ისევ ფულის საკითხთან დაკავშირებით დ--------------თან შეთანხმდა შეხვედრის დროსა და ადგილზეც. ცოტა ხანში მოწმეს დაურეკა ძმამ და უთხრა, შეხვედრაზე მარტო არ მისულიყო, რადგან ისინი ბევრნი გროვდებოდნენ. მოწმეს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ რაიმე მოხდებოდა და მივიდა შეხვედრის ადგილას. შევიდნენ ოფისში, რომელიც ორი ოთახისგან შედგებოდა. საუბარი არ ჰქონდა დაწყებული, რომ დ--------------მა, გ-----------------–---–მა, ლ--------------–---–მა (წი--–-----ი) და პიროვნებამ, რომლის ვინაობაც არ იცის, ამოიღეს იარაღები, კ----–-----------ს და ე-–------------------ს კი დანები ეჭირათ. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. დ--------------მა დაუმიზნა იარაღი, მოწმე დაეჯახა და იარაღი დააგდებინა. აღნიშნულს მოჰყვა ყველა იქ მყოფი პირის მხრიდან მათი ფიზიკური შეურაცხყოფა. მის ძმას ზ------------–---–ს სისხლი სდიოდა თავიდან. მოწმე ცდილობდა გარეთ გასვლას, რა დროსაც კარებთან კ----–-----------ი შეახტა ზურგზე და მყარ საგანს გამეტებით ურტყამდა თავში. ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო დანის ტარი ან იარაღის კონდახი. შედეგად თავიდან სისხლი წასკდა, გავიდა მეორე ოთახში, სწორედ ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა. არ ახსოვს, რა დროს დაიჭრა. იარაღის გასროლის დროს სკამით იგერიებდა თავდამსხმელებს. აიღო რკინის ნაჭერი, შებრუნდა კარებში და მოუქნია თავდამსხმელს, მაგრამ თუნუქის ნაჭერი თავდაცვისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. შემდეგ კვლავ გაისმა გასროლის ხმა და ძლიერ ნაცემი, დასისხლიანებული და ძალაგამოლეული მოწმე გარეთ გავიდა. პირდაპირ შეხვდა ,,ვინჩესტერით” შეიარაღებული ზ------------–---–ი (ძმა). მოწმე წავიდა ავტომანქანისკენ, რათა მასაც აეღო იარაღი, მძღოლს დაუყვირა საბარგულის კარები გაეღო, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან კარები არ გაიღო. პარალელურად დაინახა როგორ დაეცა ზ------------–---–ი, ამ უკანასკნელს გულიდან სისხლი სდიოდა და მაშინვე გარდაიცვალა. დაინახა, რომ თავდამსხმელთაგან ხუთნი მცხეთის მიმართულებით, ერთი - წი--–-----ი კი თბილისის მიმართულებით გარბოდნენ. მოვიდა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება. დაინახა, როგორ სვამდნენ კ----–-----------ს ავტომანქანაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვლ---------------------მა განმარტა, რომ არის გ-------------–---–ის მძღოლი. დ--------------ი პირველად ნახა 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში აღ--–-----–-----------ე მდებარე გ-------------–---–ის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც გი------------------ი საუბრობდნენ ვალზე. გ-------------–---–ი ეუბნებოდა, რომ არავის ვალი არ ჰქონდა, მათ შორის არც მისი. 2015 წლის 1------------–ს დ-----მ დაურეკა გი------ს და შეხვედრა სთხოვა, საუბრიდან ერთ საათში შეთანხმდნენ შეხვედრაზე. დ----- გვ------ს გაუარეს და ბენზინგასამართ სადგურზე მივიდნენ, სადაც დ--------------ი სამ-ოთხ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დახვდა. გ-------------–---–ი, დ--------------ი, დ--------------ი და თანმხლები პირები შევიდნენ ოფისში. შემდეგ დაინახა, რომ ოფისიდან გამოვიდნენ ბუღალტერი გოგონები. გაიგონა გასროლის ხმა. გოგოები ყვიროდნენ. მოწმე თავადაც ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. როდესაც მიუახლოვდა ზეთების ოთახის შესასვლელ კარს, კიდევ ერთი გასროლის ხმა გაისმა, შეეშინდა და აღარ შევიდა, თუმცა შუშის ვიტრინიდან დაინახა, რომ შიგნით მყოფნი ჩხუბობდნენ. შემდეგ მათ შეიცვალეს ადგილი და მაღაზიისკენ გადმოინაცვლეს, სადაც ასევე გაისმა ერთი თუ ორი გასროლის ხმა, რის გამოც მოწმე ავტომანქანას მოეფარა. შიგნით ვინ გაისროლა, არ იცის. გაიგონა გი------ს ყვირილი: ,,ვ----, კარები გამიღე, დაგვხოცეს“. გი------ და ზ----- დასისხლიანებულები იყვნენ, ეს უკანასკნელი ავტომანქანასთან იდგა, ბენზინგასამართი სადგურისკენ ზურგით, სანადირო იარაღის ლულა მაღლა ჰქონდა აშვერილი. კიდევ მოხდა გასროლა. გი------მ კვლავ დაუყვირა - ,,ზუ--------------ე“, რა დროსაც დაინახა, რომ ზ----- უკვე ძირს ეგდო. ვინ ესროლა ამ უკანასკნელს, არ იცის. მოწმემ დაადასტურა, რომ დ--------------ის ხელში დაინახა იარაღი, რომელიც მიმართული ჰქონდა ზ----- ბ----–---–-სკენ. მოწმე იწვა მანქანის საბარგულთან, ზ----- ბ----–---–- მისგან რამდენიმე მეტრით მოშორებით, დ--------------ი კი იდგა ავტომანქანის წინა მხარეს. სროლების ხმა იყო, მაგრამ დანახვით არ დაუნახავს, ისროლა თუ არა დ--------------მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------–-ამ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ზ------------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული გულმკერდის მიდამოს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად, შინაგანი ორგანოების დაზიანებით. ჭრილობები განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან. ცეცხლნასროლი ჭრილობები მიეკუთვნებიან დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ზ------------–---–ის გვამზე ასევე აღინიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, თავის მიდამოს უსწორო კიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობები რბილ საფარში სისხლჩაქცევებით, მარჯვენა მხრის ქვედა მესამედის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხარეზე და მარცხენა ბარძაყის მიდამოში, ნაჭდევის ირგვლივ სისხლნაჟღენთით მარცხენა ბარძაყის მიდამოში, უსწორო კიდეებიანი ჭრილობები სისხლჩაქცევებით, ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნების მოქმედებით, ნაჩხვლეტ- ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, დაზიანებები ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. განვითარებული არიან სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში და არ იმყოფებიან მიზეზობროვ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–------------------------მ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ზ. ბ----–---–-ს შავი ფერის ქურთუკზე, ჯემპრზე და მოკლესახელოებიანი მუქი ფერის მაისურზე, დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული (2 გამჭოლი) დაზიანებანი, მორფოლოგიური თავისებურების მიხედვით და სასამართლო სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად (დასკვნა №0--------) ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და ლოკალიზაციით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ზ--------–---–ის სხეულზე არსებული ხსენებული წარმოშობის დაზიანებებს ლოკალიზაციის არით. გ-------------–---–ის ჯინსის შარვლის მარცხენა ტოტის ქვედა მიდამოში არსებული გამჭოლი დაზიანება მორფოლოგიური და ტოპოგრაფიული თავისებურების მიხედვით, ასევე სასამართლო-სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და ლოკალიზაციით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით გ-------–---–-- სხეულზე არსებული ხსენებული წარმოშობის დაზიანებებს ლოკალიზაციის არით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გ-------------–---–ის ტანსაცმლიდან დაზიანება აღენიშნება მხოლოდ შარვალს, მარცხენა ტოტის ქვედა მიდამოში. დაზიანება გამჭოლია და მიყენებულია ზემოდან ქვემოთ და წინიდან უკან მიმართულებით ნასროლი ტყვიით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------------მ დაადასტურა მის მიერ 20---–-–---------სს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დეფორმირებული ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია იმავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ”ПМ” და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტების ,,AПC“, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: ”PA-63”, “P-64” “PK-59” და სხვა. იგი ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან გასაიგივებლად და გასროლილია დ------------ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტიდან..

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვე-------------- დაადასტურა მის მიერ 20---–-–---------სს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: ”...ამოღებულია ობიექტი №41 ბენზინგასამრთი სადგურის საოპერატოროს ოთახში სავარძლის უკან იატაკზე ნანახი თოფის მაგვარი საგანი ...” მოთავსებული თოფის მაგვარ იარაღის ლულაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელის გენეტიკურ პროფილი და ზ------------–---–ის (ობ. №148, პაკეტი, წარწერით ”... ზ.ბ----–---–-ს გვამიდან ... სისხლი 0-----------... ”) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე იარაღზე (ობ.№1) და ამავე პაკეტში მოთავსებულ სამ ცალ ვაზნაზე (ობ. №3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №1 - ის პროფილში ვლინდება კ----–-----------ის ( ობ. №146, პაკეტი, წარწერით : ...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც სტერილურ ფრჩხილზე აღებული მოქ - კ----–-----------ისგან... ”) ზ------------–---–ის ( ობ. №148 ) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის ( ობ. №145, პაკეტი, წარწერით : ” ... ნერწყვის ნიმუში 1(ერთი) ც სტერილურ ჩხირზე აღებულ მოქ - დ--------------ისგან...”) და გ-------------–---–ის (ობ. №147, პაკეტი, წარწერით: ”... ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირით აღებულია მოქ. გი------ გუ------ ძე ბ----–---–-ს პირის ღრუდან...”) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. №3-ის პროფილში ვლინდება ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146) და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტში, წარწერით: ”... ა/მანქანა ტო--------–---------------ის საბარგულში ნანახი სამხედრო მწვანე ფერის ჩანთაში მოთავსებული ერთი ცალი თოფის მაგვარი საგანი ნომრით 2-----, რომლის კონდახზე მოთავსებულია ორი ცალი ვაზნა, ჩანთაში აგრეთვე იყო სავაზნე ქამ---- 25 ცალი ვაზნით...” მოთავსებული თოფის მაგვარ იარაღზე (ობ. №4) და სავაზნე ქამარზე და ვაზნებზე (ობ. №5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ №4-ის პროფილში ვლინდება ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146) და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. №5-ის გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: ”... ტო--------–---------------ის საბარგულში ნანახი შავი ფერის ჩანთაში მოთავსებულია 2 ცალი მჭიდი, აქედან პირველში 16 ცალი ვაზნა, ხოლო მეორეში 23 ცალი ვაზნა, აგრეთვე 1 ცალი დანა და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, იარაღის საწმენდი მოწყობილობები...” მოთავსებულ თოფის მაგვარ იარაღზე (ობ. №146), ორ ცალ მჭიდზე (ობ. №7,9), 23 ცალ ვაზნაზე (ობ. №8) და დანაზე (ობ. №11) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №7,8-ის პროფილებში არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. №6,9,11-ის გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. შავი ფერის ჩანთაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: ,,...ბე-------ს პირადი ჩხრეკა (იარაღი) 2 მჭიდით 12 ვაზნა...” მოთავსებულ მჭიდზე და ვაზნებზე (ობ. №14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე პაკეტში მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ იარაღზე (ობ. №13) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №13-ის პროფილის ერთი წილი და ობ. №14 გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით ,,იარაღის კონდახი ამოღებული ა/მანქანა ტო--------------- სახ. ნომერი A------ საბარგულიდან“ მოთავსებულ კონდახზე (ობ. N15) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ობ. N15-ის პროფილში ვლინდება კ----–-----------ის (ობ. №146) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა. ...პაკეტში, წარწერით: ,,...კ----–-----------ის დანა...” მოთავსებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №114) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ზ----- ბ----–---–-ს (ობ. №148) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,...ჯე----------–---–--აგან ამოღებული ქურთუკი’’ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. №115) და პაკეტში, წარწერით: ,,დ------------ ტანსაცმელი...” მოთავსებულ შარვალზე (ობ. №116-118), ქურთუკზე (ობ. №119) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. №120) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: ,,დ------------ ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯემპრზე და მაისურზე სისხლზე და სხვა ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; პაკეტში, წარწერით: ,,... კ----–-----------ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ შარვალზე (ობ. №121) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. №122) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№121-ის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №122-ში იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში, წარწერით: ,,ბ----–---–-ს ტანსაცმელი” მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. №123), შარვალზე (ობ. №124), ჯემპრზე (ობ. №125), პირსახოცზე (ობ. №126), ცხვირსახოცზე (ობ. №127), წინდაზე (ობ. №128) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №129,130) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის ობ. №123,124,128,129,130-ის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №125,126,127-ში იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: ,,...,, ბ----–---–-ს ტანსაცმელი, ნიმუშები” მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. №131), შარვალზე (ობ. №132), მაისურზე (ობ. №133), ჯემპრზე (ობ. №134), წინდაზე (ობ. №135), ქვედა საცვალზე (ობ. №136) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №137,138) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №131, 133-138-ის და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №132-ის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: ,,... ფრჩხილების ნიმუში ... კ----–-----------ისგან...” მოთავსებულ მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. №140) არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №140-ის და მარჯვენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. №139) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და კ----–-----------ის (ობ. №146) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: ,,...ფრჩხილის ნიმუშები ...დ--------------ისგან...” მოთავსებული ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. №141, 142) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და დ--------------ის (ობ. №145) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: ,,...ამოღებულია ოფისში იატაკზე (არ იკითხება) მდგომარეობაში რკინის სკამი...”მოთავსებულ დაშლილ სკამზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ. №143,144) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ 20---–-–---------–--ს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,ტო--------–----------------ის”.. საბარგულში არსებული მარჯვენა სავარძლის საზურგის და საბარგულში არსებული მარცხენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირებზე აღინიშნება მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომელსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ------------–---–ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,ტო--------–----------------ის”.. წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის და წინა მარჯვენა სავარძლის საზურგის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბარი შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამისი ბოჭკოებთან, ასევე წინა მარჯვენა სავარძლის საზურგის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო-მორუხო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ქსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,ტო--------–----------------ის”.. წინა მარცხენა სავარძლის საზურგის და საბარგულში არსებული მარცხენა სავარძლის თავსადების ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, ასევე წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის, წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის და საბარგულში არსებული მარცხენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო შალის ბოჭკოები, ასევე საბარგულში არსებული მარჯვენა სავარძლის საზურგის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის, მოყავისფრო ელფერით შალის ბოჭკოები, რომლებსაც გაჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ--------------ის ქურთუკის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,ტო---------------ს”.. უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის, უკანა მარცხენა დასაჯდომის და უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის ზედაპირებზე აღინიშნება მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ზ------------–---–ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,ტო---------------ს”.. უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის და უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის, უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის და უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის ზედაპირებზე აღინიშნება მოშავო-მორუხო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ... ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანა მერსედეს ,,ML”-ის: უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის და უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომელსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო-მორუხო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ... ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის: - ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების წერტილოვანი გაფანტული რკინა (II)-ის კვლები; ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ----–-----------ის შარვალზე დაფიქსირებული რკინის იონების კვლები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტის ზედაპირის შემადგენელ ძირითად ელემენტს - რკინას. ვინაიდან რკინა არის ფართოდ გავრცელებული ელემენტი და შედის მრავალი საყოფაცხოვრებო საგნების შემადგენლობაში, დაფიქსირებული რკინის იონების კვლების მიკუთვნება კონკრეტულ პისტოლეტთან შეუძლებელია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ეკ------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 25 აპრილს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: როგორც სს. ”კ. ერ------------------------------–--------–--------------------------------–ი ცენტრი-ს” სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №2-------დან ირკვევა, მოქ. გ-------------–---–ი, 2016 წლის 1------------–ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 16.02.2016 წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სკალპის ღია ჭრილობა, ნების სხვა ძვლის მოტეხილობა, წვივის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა, მხოლოდ მცირე წვივის მოტეხილობა, თავდასხმა სხვა და დაუზუსტებელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ჩივილების გამო გ-------–---–მა 15.03.2016. მიმართა შპს. ,,ი----- -ს” (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №73----), სადაც ჩაუტარდა ოპერაცია მარცხენა მტევნის მე-3 მეტაკარპალური ძვლის ოსტეოსინთეზი, მეტალის ფირფიტით და ჭანჭიკებით და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის მე-3 ნების ძვლის მოტეხილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია დაჟეჟილი ჭრილობები თხემის და კეფის არეში. დაზიანებები - ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სკალპის ღია ჭრილობა (დაჟეჟილი ჭრილობები ხელის და კეფის არეში) განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით და ერთად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ნების სხვა ძვლის მოტეხილობა (ნების ძვლის მოტეხილობა) განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალკე, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. წვივის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა, მხოლოდ მცირე წვივის მოტეხილობა (სამედიცინო დოკუმენტში აღწერილია - მარცხენა წვივზე არის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა მცირე წვივის ძვლის მოტეხილობით) - განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის გამჭოლი მოქმედებით და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---------------–---მ განმარტა, რომ 2016 წლის 1------------–ს შეტყობინების საფუძველზე განყოფილების თანამშრომლები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - აღ--–-----–-------------------–----------ე, ,,მ----“ მარკეტთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან უშუალოდ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოძახებული იქნა კინოლოგიის სამსახური, მოწვეული იქნა სამედიცინო ექსპერტი და გამოძახებულ იქნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ძაღლმა აიღო სუნის კვალი. მაღაზიაში ზეთის ჭურჭელს ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ჭურჭლიდან გადმოღვრილ სითხეს დაფარული ჰქონდა ოთახის იატაკი, რამაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცედურა გაართულა. დათვალიერებამ 18 საათზე მეტ ხანს გასტანა. დათვალიერებული იქნა ორივე სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც ეკუთვნოდათ ძმებს - გი------ და ზ------------–---–ებს. ტერიტორიაზე იყო ძალიან ბევრი ტყვია და მასრა, ამოღებული იქნა ასევე სამი გაუსროლელი ვაზნა, ტყვიის მასრები და ჰილზის ფრაგმენტები. ტყვიები ამოღებული იქნა ასევე საკანალიზაციო ჭიდან. შემთხვევის ადგილზე არსებულ სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ გარბიან პიროვნებები ,,მ----“ მარკეტის მიმართულებით და როგორ მისდევთ მათ საპატრულო პოლიცია კვალდაკვალ. ხი--------მ, ლ---- წი--–-----მა, გ-----------------–---–მა და დ--------------მა მოასწრეს გაქცევა ბაღის მიმართულებით. კ----–-----------ი ბოლოს გარბოდა, პატრულის თანამშრომელმა მოახერხა მისი დაკავება. ა-------ის დაკავების ადგილიდან ამოღებული იქნა ქურთუკი, რომლიც მან გაიხადა პატრულის თანამშრომლისგან თავის გამოთავისუფლების მცდელობისას. ვინაიდან ბრალდებულები არ ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოებში, მათ მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი ბრალი, შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე კ----–-----------მა განაცხადა, რომ ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. კერძოდ, აღიარებს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მას არც თანხა მოუთხოვია და არც დაზიანება მიუყენებია ბ----–---–ებისათვის. მან იცოდა, რომ ბ----–---–ს ჰქონდა ბე-------ს ვალი. დილით დიღომში, ბ-----------------------------ნ შემთხვევით დაინახა დ--------------ის ავტომანქანა, მივიდა მასთან და გაარკვია, რომ ის გ-------------–---–ს ელოდებოდა. ბ-----------------------------ნ რიგრიგობით მივიდნენ მისი ძმა, ე-–------------------, გ-----------------–---–ი, წი--–-----ი - იგივე ლ--------------–---–ი, გი------ და ზ------------–---–ები. ყველანი შევიდნენ ოფისში. დ--------------ი და გ-------------–---–ი იდგნენ პირისპირ, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ-------------–---–მა ხელი გაარტყა დ--------------ს და დაიწყო ჩხუბი. თვითონ ზ------------–---–ის გვერდით იდგა, დ--------------ს ხელში რამე ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. ჩხუბი ცოტა ხანი გაგრძელდა. გ-----------------–---–ს მონაწილეობა არაფერში მიუღია, იარაღიც არ ჰქონია, არც არაფერი მოუთხოვია. გ-----------------–---–ი, ლ--------------–---–ი და ზ------------–---–ი ცდილობდნენ დ--------------ისა და გ-------------–---–ის გაშველებას. შემდეგ ზ------------–---–ი გავიდა გარეთ და მას, რომელიც ჩხუბის გამო გარეთ გავიდა, იარაღით დახვდა. კა---–-----------ა ბ----–---–ს იარაღზე ხელი აუკრა, შეტრიალდა და გაიქცა. შესაბამისად, არ იცის, ვინ და როდის გამოვიდა ოფისიდან. გაქცევის შემდეგ მალევე გაიგო თოფის გასროლის ხმა. ოფისში არანაირი გასროლა არ ყოფილა. ზ------------–---–ი რა ვითარებაში გარდაიცვალა, არ უნახავს. კა---–-----------ა ვერ განმარტა, როგორ აღმოჩნდა ზ------------–---–ის სისხლი მის დანაზე, რადგან მისივე განმარტებით, დანა ჯიბიდან არ ამოუღია.

 

მოწმე დ--------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ზ-----ბ და გ-------------–---–ები არიან მისი ნათესავები. 2016 წლის 1------------–ს, დაახლოებით 1200-1230 საათისთვის გ-------------–---–მა მანქანით მიაკითხა და გაჰყვა მას. საჭესთან იჯდა მძღოლი ვო-------------ანი. გი------ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ვიღაცამ. ის უეცრად გაღიზიანდა, ხმამაღლა შეიგინა და მძღოლს უთხრა, ოფისში მისულიყვნენ. წავიდნენ აღ--–-----–-------------------–----------ე არსებულ ბენზო-გასამართი სადგურის შენობაში. მის კითხვაზე გ-------------–---–მა უთხრა, რომ სთხოვდნენ ფულს, რომელიც არ ეკუთვნოდათ. დ--------------ს გაახსენდა გი------ს მანამდე ნათქვამი, რომ რამდენიმე წლის წინ ძმებ გუ------–---–--თან ჰქონდა ბიზნეს ურთიერთობა, რა დროსაც წარმოშობილი იყო სადავო ვალი დაახლოვებით 400 000 ლარის ოდენობით, რაც მან სრულად გადაუხადა, თუმცა ძმებმა საქმეში ჩარიეს ვიღაც უცხო პირები დამნაშავეთა სამყაროდან და სთხოვდნენ თანხის კვლავ გადახდას. ბ----–---–- კი ეწინააღმდეგებოდა, რადგან გუ------–---–--ის ვალი სრულად ჰქონდა გადახდილი. აღნიშნულმა პირებმა რამოდენიმე თვის წინ კვლავ დაიწყეს გ-------------–---–თან ფულის გადახდის მოთხოვნა და მუქარა - თუ არ გადაიხდიდა თანხას, გააქრობდნენ მას და აუწიოკებდნენ ოჯახს. ოფისთან მისვლისას მაღაზიის წინ იდგა დაახლოებით 5-6 უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი. მისალმების შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა გ.ბ----–---–ს მიმართა უხეში, მბრძანებლური ტონით: „დაჯე მანქანაში, გავიდეთ და ვილაპარაკოთო“. თუმცა გ-------------–---–მა უთხრა ოფისში ესაუბრათ და შევიდა. უცნობები შეჰყვნენ და თან მიაძახეს: „სად გვემალები, ფული სად არის შე ბოზო, გეგონა ვერ გიპოვიდით“ და შეაგინეს დედის მისამართით. ოფისში იყვნენ ბუღალტრები - რე----------------------ა, რომლებიც გავიდნენ. იმავე დროს მაღაზიის კარებში შემოვიდა ზ------------–---–ი, თუმცა გი------მ გაიყვანა მაღაზიიდან, მათი საუბარი არ ისმოდა. გ-------------–---–ი მარტო დაბრუნდა ოფისში, თუმცა ცოტა ხანში ზ----- ბ----–---–-ც შევიდა. უცნობებიდან ოთხი კაცი დადგა გ-------------–---–ის წინ ნახევარ წრის ფორმით დ--------------თან ზურგით, მის მარჯვნივ და მარცხნივ კი დადგა ორი უცნობი მამაკაცი. ერთ-ერთმა უცნობმა უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა შეაგინა გ-------------–---–ს - „ფეხებზე ვის იკიდებ შენი დედა“ და გამეტებით დაარტყა ხელი სახის არეში. დ--------------ი მიხვდა, რომ საუბარი შეეხებოდა ზემოხსენებულ ფულს. დარტყმისთანავე იმავე პიროვნებამ გააკეთა მკვეთრი მოძრაობა, გადაიხარა წინა მხარეს, ხელები ძირს დაუშვა და გადატენა ცეცხლსასროლი იარაღი და დაუმიზნა გ-------–---–ს, თითქმის მომენტალურად მასთან მდგომმა სამმა პიროვნებამ შარვლის საქამრეებიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები და გადატენეს. ამის დანახვაზე გ.ბ----–---–- გამოექანა უცნობისკენ და დაეჯახა მთელი ძალით, იარაღი იატაკზე დავარდა, დაჯახებისთანავე მეორე უცნობმა მას მთელი ძალით ჩაარტყა იარაღის ტარი თავის არეში და ბ----–---–ს მაშინვე წასკდა სისხლი. დ--------------მა სცადა სკამიდან ადგომა, თუმცა მის გვერდზე მყოფებმა ამოიღეს დიდი ზომის დანები და მარცხნივ მდგომმა დაადო კისერზე, მეორემ კი მუცელზე მიაჭირა და ხმამაღლა უბრძანა, არ განძრეულიყო, თორემ გაფატრავდა. დ--------------მა დაუჭირა დანიანი ხელი და ჰკითხა სალაპარაკოდ იყვნენ მისულები, თუ დასახოცად. ამასობაში გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. ვინ ისროლა და რა მიმართულებით, ვერ დაინახა, რადგან სრული ქაოსი იყო და უმოწყალოდ სცემდნენ გ-------–---–ს. ადგილზე ზ----- ბ----–---–- ვეღარ დაინახა, გ-------------–---–მა ჩხუბით მოახერხა ოფისიდან მაღაზიაში გასვლა. გზადაგზა სცემდნენ უცნობები და იარაღის ტარს ურტყამდნენ თავის, სახისა და ტანის არეში. დ--------------ი ასევე წავიდა გასასვლელისკენ, რადგან იცოდა, რომ გ-------------–---–ს ავტომანქანაში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. გარეთ გამოსულმაც გაიგონა გასროლის ხმები მაღაზიის მხრიდან. დაინახა, რომ ბენზო-გასამართი სადგურის მარჯვენა მხარეს მდებარე ,,მ----“ მარკეტის მხრიდან მირბოდა ზ------------–---–ი ხელში ვინჩესტერის ტიპის თოფით. დ--------------ი ცდილობდა საბარგულის ახდას იარაღის ასაღებად, რათა მოეგერიებინა თავდამსხმელები, მაგრამ მანქანა დაკეტილი იყო. დაინახა, რომ მაღაზია „ზე--------ის“ კარიდან გამოვარდა დასისხლიანებული გ.ბე----–---–ი, რომელიც ასევე მივიდა ავტომანქანასთან და შეეცადა საბარგულის გახსნას. მანვე ხმამაღლა დაიყვირა ,,ვო-------ი გახსენი’’, პარალელურად გაისმა თოფის გასროლის ხმა, რომელსაც მოჰყვა კიდევ რამდენიმე გასროლის ხმა. სროლის ხმაზე დ--------------ი ინსტინქტურად ამოეფარა მანქანას და ვერ დაინახა ვინ ვის ესროდა. გაიგონა ტყვიის მეტალზე მოხვდერის ხმაც. ასევე გაიგო გ.ბ----–---–-ს სასოწარკვეთილი ყვირილი „მგონი დავიღუპე“ და გი------ გავარდა მაღაზიის მხარეს, მას მიჰყვა დ--------------ი და დაინახა, რომ ზ----- ბ----–---–- ეგდო ძირს, მას გულმკერდის არედან სისხლი სდიოდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ზ. ბ----–---–- ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო უცნობები გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს. მომხდარის შემდეგ გ.ბ----–---–-სგან გაიგო, რომ აღნიშნული პირები იყვნენ: დ--------------ი, ლ---- წი--–-----ი, კ----–-----------ი და მისი ძმა ე-–------------------, გი-----------–---–ი და კიდევ ერთი უცნობი პიროვნება, რომლებიც ბოლო სამი-ოთხი თვის გამავლობაში ემუქრებოდნენ გ-------–---–ს და სძალავდნენ ფულს.

 

2016 წლის 16 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, დ-------–-----–---------------- კმ-ზე, მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე არსებული ავტო ზეთების მაღაზია ,,ზე-------”-ში შემთხვევის ადგილიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები, კვლები ანაწმენდები, ნიმუშები, ვაზნები და მასრები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ,,ვინჩესტერის“ ტიპის ერთლულიანი სანადირო თოფი.

 

2016 წლის 16 თებერვლის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, თბილისში, დ-------–-----–---------- მე-9 კმ-ზე, ,,მ----“ მარკეტის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კ----–-----------ი, რომელიც პოლიციის მოწოდებაზე, შეჩერებულიყო, გაიქცა. დაკავებულს მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა დანა.

 

2016 წლის 20 თებერვლის ავტომანქანა ,,ტო--------–---------------ი - 200“ სახ. N---------- -ის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ავტომანქანიდან ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის ტყვიის გულის მსგავსი საგანი.

 

2016 წლის 3 მაისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზ------------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული გულმკერდის მიდამოს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად, შინაგანი ორგანოების დაზიანებით. ზ------------–---–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: გულმკერდის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა (ჭრილობა №1) შემავალი ხვრელით გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ქვედა მესამედში, მე-7-8 ნეკნთაშუა მიდამოს საპროექციოდ, ბეჭის ხაზზე და გამომავალი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ. ლავიწქვედა მიდამოსთან (ჭრილობა №1ა), მარცხენა მე-7 ნეკნის ქვედა კიდის რკალოვანი მოტეხილობით ბეჭის ხაზზე, მარცხენა მე-4 ნეკნის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით იღლიის წინა ხაზზე, მარცხენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებებით, სისხლი და სისხლის კოლტები მარცხენა პლევრის ღრუში 700 მლ. მოცულობით; გულმკერდის ღრუს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა (ჭრილობა №2) შემავალი ხვრელი გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში, მე-9-10 ნეკნთაშუა მიდამოს საპროექციოდ, იღლიის უკანა ხაზთან გამომავალი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მკერდის ახლო ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე (ჭრილობა №2ა) მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის, ღვიძლის მარჯვენა წილის, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის, პერიკარდის გულის გამჭოლი დაზიანებით, მკერდის ძვლის ხვრელოვანი მოტეხილობით მე-4 ნეკნის დონეზე, სისხლი და სისხლის კოლტები მარჯვენა პლევრის ღრუში 700 მლ. მოცულობით, სისხლი პერიკარდიუმის ღრუში 20 მლ. მოცულობით; სისხლჩაქცევები ჭრილობის არხის გაყოლებაზე; №1 ჭრილობის არხი მიემართება მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ, უკნიდან წინ, ქვემოდან ზევით; N2 ჭრილობის არხი მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ, უკნიდან წინ, ქვემოდან ზევით. ჭრილობები განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედების შედეგად, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) ზონის მოქმედების გარეთ. ცეცხლნასროლი ჭრილობები მიეკუთვნებიან დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი, განვითარებული არიან სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში. ზ------------–---–ის გვამზე ასევე აღინიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, თავის მიდამოს უსწორო კიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობები რბილ საფარში სისხლჩაქცევებით, მარჯვენა მხრის ქვედა მესამედის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხარზე და მარცხენა ბარძაყის მიდამოში, ნაჭდევი ირგვლივ სისხლნაჟღენთით მარცხენა ბარძაყის მიდამოში (ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში), უსწორო კიდეებიანი ჭრილობები სისხლჩაქცევებით. ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნების მოქმედებით, ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, დაზიანებები ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. განვითარებული არიან სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში და არ იმყოფებიან მიზეზობროვ კავშირში დამდგარ შედეგთან -სიკვდილთან.

 

20---–-–---------სის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: ”...ამოღებულია ობიექტი №41 ბენზინგასამრთი სადგურის საოპერატოროს ოთახში სავარძლის უკან იატაკზე ნანახი თოფის მაგვარი საგანი ...” მოთავსებული თოფის მაგვარ იარაღის ლულაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკურ პროფილი და ზ------------–---–ის (ობ. №148, პაკეტი, წარწერით ”... ზ.ბ----–---–-ს გვამიდან ... სისხლი 0-----------... ”) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე იარაღზე (ობ. №1) და ამავე პაკეტში მოთავსებულ სამ ცალ ვაზნაზე (ობ. №3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №1 - ის პროფილში ვლინდება კ----–-----------ის ( ობ. №146, პაკეტი, წარწერით : ...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც სტერილურ ფრჩხილზე აღებული მოქ - კ----–-----------ისგან... ” ) ზ------------–---–ის ( ობ. №148 ) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის ( ობ. №145, პაკეტი, წარწერით : ” ... ნერწყვის ნიმუში 1(ერთი) ც სტერილურ ჩხირზე აღებულ მოქ - დ--------------ისგან...”) და გ-------------–---–ის (ობ. №147, პაკეტი, წარწერით: ”... ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირით აღებულია მოქ. გი------ გუ------ ძე ბ----–---–-ს პირის ღრუდან...”) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. №3-ის პროფილში ვლინდება ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146) და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტში, წარწერით: ”... ა/მანქანა ტო--------–---------------ის საბარგულში ნანახი სამხედრო მწვანე ფერის ჩანთაში მოთავსებული ერთი ცალი თოფის მაგვარი საგანი ნომრით 2-----, რომლის კონდახზე მოთავსებულია ორი ცალი ვაზნა, ჩანთაში აგრეთვე იყო სავაზნე ქამ---- 25 ცალი ვაზნით...” მოთავსებული თოფის მაგვარ იარაღზე (ობ. №4) და სავაზნე ქამარზე და ვაზნებზე (ობ. №5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ №4-ის პროფილში ვლინდება ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146) და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. №5-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში, წარწერით: ”... ტო--------–---------------ის საბარგულში ნანახი შავი ფერის ჩანთაში მასში მოთავსებულია 2 ცალი მჭიდი, აქედან პირველში 16 ცალი ვაზნა, ხოლო მეორეში 23 ცალი ვაზნა, აგრეთვე 1 ცალი დანა და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, იარაღის საწმენდი მოწყობილობები...” მოთავსებულ თოფის მაგვარ იარაღზე (ობ. №146), ორ ცალ მჭიდზე (ობ. №7,9), 23 ცალ ვაზნაზე (ობ. №8) და დანაზე (ობ. №11) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №7,8-ის პროფილებში არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა. ...შავი ფერის ჩანთაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,...ბე-------ს პირადი ჩხრეკა (იარაღი) 2 მჭიდი, 12 ვაზნა...” მოთავსებულ მჭიდზე და ვაზნებზე (ობ. №14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე პაკეტში მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ იარაღზე (ობ. №13) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №13-ის პროფილის ერთი წილი და ობ. №14 გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №13 პროფილში არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა. პაკეტში წარწერით ,,იარაღის კონდახი ამოღებული ა/მანქანა ტო--------------- სახ. ნომერი A------ საბარგულიდან“ მოთავსებულ კონდახზე (ობ. N15) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ობ. N15-ის პროფილში ვლინდება კ----–-----------ის (ობ. №146) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება დ--------------ის (ობ. №145), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) გენეტიკური თანამონაწილეობა. პაკეტში, წარწერით: ,,...,,ობიექტი №10 ლითონის საგანი ნანახი მაღაზიის მეთლახის იატაკის ზედაპირზე მოწითალო ფერის ლაქებით...” მოთავსებულ ფირფიტაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,... ამოღებულია მასრები ობიექტებად №1, №3, №11, №12, №25, №28 მაღაზია ზეთი ოილის წინ და მის მიმდებარედ...” მოთავსებულ ერთ მასრაზე (ობ. №18) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ორ მასრაზე (ობ. №19, 20) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება დ--------------ის (ობ. №145), კ----–-----------ის (ობ. №146), გ-------------–---–ის (ობ. №147) და ზ------------–---–ის (ობ. №148) და ობ. №14 გენეტიკური პროფილებისაგან. ...პაკეტში, წარწერით: ,,...კ----–-----------ის დანა...” მოთავსებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №114) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ზ----- ბ----–---–-ს (ობ. №148) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,...ჯე----------–---–--აგან ამოღებული ქურთუკი’’ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. №115) და პაკეტში, წარწერით: ,,დ------------ ტანსაცმელი...” მოთავსებულ შარვალზე (ობ. №116-118), ქურთუკზე (ობ. №119) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. №120) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,დ------------ ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯემპრზე და მაისურზე სისხლზე და სხვა ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება. პაკეტში, წარწერით: ,,... კ----–-----------ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ შარვალზე (ობ. №121) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. №122) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№121-ის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ...პაკეტში, წარწერით: ,,ბ----–---–-ს ტანსაცმელი” მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. №123), შარვალზე (ობ. №124), ჯემპრზე (ობ. №125), პირსახოცზე (ობ. №126), ცხვირსახოცზე (ობ. №127), წინდაზე (ობ. №128) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №129,130) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის ობ. №123,124,128,129,130-ის გენეტიკური პროფილი და გ-------------–---–ის (ობ. №147) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ...პაკეტში, წარწერით: ,,... ფრჩხილების ნიმუში ... კ----–-----------ისგან...” მოთავსებულ მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. №140) არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №140-ის და მარჯვენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. №139) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და კ----–-----------ის (ობ. №146) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით ნათლად დგინდება, რომ დაზარალებული შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რა დროსაც არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი შესაძლოა ყოფილიყო. უფრო მეტიც, დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რადგან იგი გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, სამედიცინო დოკუმენტაციით და ა.შ. ამასთან, დაცვის მხარის წარმოდგენილი არგუმენტები არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, ამიტომ პალატას მოვლენების განვითარების შესახებ დაზარალებულის მიერ გაცხადებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან მიმართებით, რომ დ--------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება არ უნდა იქნას გაზიარებული, რადგან აღნიშნული მოწმის უშუალოდ დაკითხვის შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მიეცა, პალატა უთითებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწვეტილებებით და საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარეტებზე და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ ამავე, მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები - დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნას დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას უპირატესად შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (inter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნას დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27), კერძოდ:

 

1) ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების (ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლოში ვერ (და არა არ) გამოუცახდებლობის) შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს;

 

2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება;

 

3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმ----სი საპირწონე ფაქტორები მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).

 

მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მოწმე დ--------------ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია სასამართლოს წინაშე მოწმის წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა), ხოლო მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე (რასაც ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლი). ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნულ მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს ერთადერთ მამხილებელ მტკიცებულებას მსჯავრდებულ კა---–--- ა-------ის დანაშაულებრივი ქმედებისა, არამედ აღნიშნული ჩვენება ამყარებს დაზარალებულის და მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და მკაფიო და დამაჯრებელობის მაღალი სტანდარტით იძლევა შესაძლებლობას, რათა ობიექტურ პირის ჰქონდეს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მას დაარწმუნებდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაცვის მხარის პოზიციას დ--------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გაუზიარებლობის შესახებ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის არგუმენტებზე, თითქოს შემთხვევის დროს სისხლის ლაქები მსჯავრდებულ კ----–-----------ის ტანსაცმელზე და დანაზე გადავიდა შემთხვევის ადგილიდან გარიდებისა და გაშველების დროს, რა დროსაც კ----–-----------ს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, უბრალოდ ის შემთხვევის დროს იქ იმყოფებოდა და გაერიდა კონფლიქტურ სიტუაციას. აღნიშნულ არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილია, რომ კ----–-----------ი მოცემული შემთხვევის დროს სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დაზარალებულისგან თანხის მოთხოვნის პროცეში იგი მონაწილეობდა კონფლიქტში და მოქმედებდა დაზარალებულის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების გათალისწინებით, რაც დადასტურებულია დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და ა.შ. ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დგინდება, რომ კ----–-----------ის ტანსაცმელზე და დანაზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო-მოყვითალო ლაქები, რომლის გენეტიკური პროფილები იდენტურია დაზარალებულ გ-------------–---–ის გენეტიკური პროფილის. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ როგორც კ----–-----------ი თავის ჩვენებაში აღნიშნავს, მას დანა შემთხვევის/კონფლიქტის დროს ჰქონდა ჯიბეში და არ ამოუღია. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ კ----–-----------ს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, არ ჩარეულა ჩხუბში და არ ამოუღია თანნაქონი დანა, მაშინ როგორ გაჩნდა მისგან გამოძიების შედეგად ამოღებულ დანაზე დაზარალებულის გენეტიკური პროფილი.

 

ყურადღება უნდა მიექცეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე და-------------–--ას მიერ მიცემულ ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ 2016 წლის 1------------–ს, დაახლოებით 15:00 საათზე ეკიპაჟ №3---ით მეწყვილე - პა--–-----------–---–თან ერთად პატრულირებისას და----------–-----–-----------ე გადაადგილდებოდნენ ქალაქის გასასვლელის მიმართულებით. შემოესმათ იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა. ,,მ----“ მარკეტის მიმართულებით ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. მისვლისას მათ დანახვაზე ხალხის მასას გამოეყო 4-5 მამაკაცი და გაიქცნენ მარკეტის უკან მდებარე ეზოს მიმართულებით. მეწყვილესთან ერთად დაედევნენ და მოუწოდებდნენ გაჩერებულიყვნენ. მოწმე წამოეწია ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ჩამორჩა დანარჩენ გაქცეულებს ორიოდე მეტრით და მას ქურთუკში ჩაავლო ხელი. ის წინააღმდეგობას უწევდა, ქურთუკი გაიხადა და გამოითავისუფლა თავი, თუმცა მან კვლავ შეძლო მისი შებოჭვა. ჩაუტარეს პირადი გასინჯვა, დაკავებულმა წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო დიდი ზომის, მწვანე ფერის გასაშლელი დანა. ვინაიდან არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დააკავეს ადმინისტრაციული წესით და დაადეს ხელბორკილები.

 

აღნიშნული მოწმის ჩვენების გაანალიზება და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება ცხადყოფს, რომ კ----–-----------ი შემთხვევის ადგილიდან გარბის მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ (ისმის კითხვა, თუ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია კა---–--- ა-------ს, ე.ი. დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე რატომ გაიქცა?. მით უფრო, მას უნდა ევარაუდა, რომ პოლიციელები საფრთხეს გაანეიტრალებდნენ და დაიცავდნენ მას, როგორც სამართალდამცავები. იგი გაიქცა არა პოლიციის თანამშრომლებისკენ (რათა დაცულად ეგრძნო თავი), არამედ გაიქცა იქვე არსებული ,,მარკეტის“ ეზოს მიმართულებით. მიუხედავად პოლიციელების მოწოდებისა, არ გაჩერდა. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც იგი შეაჩერა პოლიციის თანამშრომელმა, წინააღმდეგობის გაწევით შეეცადა გაქცევას, რაც ნათალად მიუთითებს მასზედ, რომ მოცემული შემთხვევის დროს კ----–-----------ის მიზანს წარმოადგენდა არა ის, რომ გარიდებოდა/გაცლოდა კონფლიქტს, არამედ ცდილობდა გაქცევას/მიმალვას, რაც განპირობებული იყო სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მოტივით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ კ----–-----------ის მიერ პირველ ინსტანციაში მიცემული ჩვენება შემთხვევის დროს განვითარებულ გარემოებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. მისი ჩვენება არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, რომლებიც პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო კ----–-----------ის ჩვენება და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული არგუმენტები არასარწმუნო და დაუსაბუთებელია, რის გამოც დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს.

 

ამასთან, პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს იმის შესახებ, რომ კ----–-----------ი მოცემული შემთხვევის დროს დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებდა თანამონაწილის სახით/როლით (როგორც დამხმარე), რადგან მისი მოქმედება მოცემული შემთხვევის დროს მიმართული იყო იმისკენ, რომ იგი სხვა პირებთან ერთად ეხმარებოდა დ--------------ს გ-------------–---–ზე და ზ------------–---–ზე ვალად დაგულებული დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნაში, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით (კვალიფიკაციის კუთხით) იძლევა კ----–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსსკ-ის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობას და იმისათვის, რათა დაცული იქნას კანონიერი და სამართლიანის განაჩენის გამოსატანად კანონმდებლის მიერ დადგენილი სტანდარტები, სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა მოხდეს კ----–-----------ის მსჯავრდება.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ფასეულობას იცავს. აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას არსებული გარემოებებისა და დაზარალებულის ქცევის მიუხედავად (კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland), განაცხადი no. 30210/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტლების პუნქტი 90; ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nekrasov v. Russia), განაცხადი no. 8049/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების პუნტი 90).

 

მოცემულ შემთხვევაში პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და კ----–-----------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმ----სობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ----–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს თვითნებობაში დახმარებას, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში დახმარებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კ----–-----------ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - თვითნებობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, რომელიც ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ----–-----------ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, დაცვის მხარის ალტერნატიული მოთხოვნა კ----–-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებასთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რის გამოც პალატა მას ასევე ვერ გაიზიარებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი კ----–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ----–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ კ----–-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

კ----–-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

 

კ----–-----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

კ----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია

 

ნივთმტკიცება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 3 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,ორ-----ს“ სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, მაღაზია ,,მ-მ-ის“ სამეთვალყურეო ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომანქანა ,ლე---------------ის“ დათვალიერებისას გადაღებული სურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე, პატ-----ის მიერ წარმოდგენილი ბენზინგასამართ სადგურის ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 1 ცალ ვიდეო დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ გადმოგზავნილი შემავალ-გამავალი ზარების ნუსხა 1 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,ჯეოსელიდან“ გადმოგზავნილი შემავალ-გამავალი ზარების ნუსხა 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომანქანა ,,ტო---------------ს“ დათვალიერებისას გადაღებული სურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომანქანა ,,მერსედეს ML-ის“ დათვალიერებისას გადაღებული სურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

ნუსხაში მითითებული ნივთმტკიცებების ბედი, რომლებიც გამოყოფილ საქმეზეა თანდართული, გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

კ----–-----------ის ფრჩხილის ნიმუში და თმის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, ნერწყვის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

კ----–-----------ის ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე