განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330100117002193691
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5----17

(#0----------1)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

4 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლე----–----–---–-ძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-----------------------------–-–-ილი (დაბადებული - 19---–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისში, რ--------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - სუ-–----------იძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და ორი პირის მიმართ;

 

ბრალდებული - გი----------------------–--–-–--ლი (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ვ-–----–----–----------------------------–--------------------------–---------------------–-----------------ა-ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - მე-----–------–-–--ლი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და ორი პირის მიმართ;

 

სხდომის სახე ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ლ---- ყ----------–-–---–ის მიმართ

 

1.1.1. 2017 წლის 06 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას ლ---- ყ----------–-–---–მა, მის თანხმლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების მუშტების დარტყმით სცემა გ------- მ---------ესა და ლ--- სა----–---–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ

 

1.2.1. 2017 წლის 6 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას გ------- ჭ--–--–-–---–მა, მის თანხმლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების მუშტების დარტყმით სცემა გ------- მ---------ესა და ლ--- სა----–---–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ლ---- ყ----------–-–---–ის მიმართ

 

2.1.1. 2017 წლის 6 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას ლ---- ყ----------–-–---–მა, მის თანხმლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების მუშტების დარტყმით სცემა გ------- მ---------ესა და ლ--- სა----–---–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2. გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ

 

2.2.1. 2017 წლის 6 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას გ------- ჭ--–--–-–---–მა, მის თანხმლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების მუშტების დარტყმით სცემა გ------- მ---------ესა და ლ--- სა----–---–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულების, ბრალდებულების და მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, ლ---- ყ----------–-–---–ი და გ------- ჭ--–--–-–---–ი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ლ--- სა----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით, მას და მის მეგობარ გ------- მ---------ეს, ქ.თბილისში, ც. დადიანის ქუჩა #----ში მდებარე მაღაზიაში ნაქირავები ჰქონდათ მაღაზიის ერთი ნაწილი და ახორციელებდნენ სურსათით ვაჭრობას. ამავე მაღაზიაში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა გ------- მ---------ის ნათესავი კა------ კ------–---–ი. 2017 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ------- მ---------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ჰ-----ას“ მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანით, მიდიოდნენ მეგობართან, რა დროსაც დაინახეს რომ ზემოაღნიშნული მაღაზია იყო ღია. ისინი შევიდნენ მაღაზიაში, სადაც დახვდათ კა------ კ------–---–ი, რომელსაც მეორე დღისთვის მოტანილი ჰქონდა გასაყიდი ხილი და ბოსტნეული და შეჰქონდა მაღაზიაში. კა------ კ------–---–ის გარდა მაღაზიაში იყვნენ ასევე, მისი და - ზ-------------–--ლი და ზ-------------–--ლის შვილი. გ------- მ---------ე დაეხმარა კა------ კ------–---–ს აღნიშნული პროდუქტების შეტანაში და აპირებდნენ უკვე წასვლას, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ექვსი პიროვნება, რომელთაგან ლ---- ყ----------–-–---–მა კა------ კ------–---–ი გაიყვანა გარეთ. მათ უკან გაჰყვნენ გ------- მ---------ე და კა------ კ------–---–ის დისშვილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათთან შევიდა კა------ კ------–---–ის დისშვილი, რომელმაც მას და ზ-------------–--ლს უთხრა, რომ კა------ კ------–---–ს დახმარება სჭირდებოდა. ის და ზ-------------–--ლი გავიდნენ კა------ კ------–---–ის დასახმარებლად, რომელიც ზემოაღნიშნულ პირებს გაყვანილი ჰყავდათ ზ------ენის ქუჩის კუთხეში და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი მივიდა მათთან და იკითხა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე, რის გამოც ლ---- ყ----------–-–---–მა მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ლ---- ყ----------–-–---–მა მის უკან მდგომ გ------- მ---------ეს მოუწოდა ის და ზ-------------–--ლი გაეყვანა იქიდან და თან მასაც (გ------- მ---------ეს) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე გ------- მ---------ემ იკითხა, თუ რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაზეც ლ---- ყ----------–-–---–მა „შენ ვიღა ხარო“ და მან და მისმა თანმხლებმა პირებმა სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავდაპირველად ლ---- ყ----------–-–---–მა ჩაარტყა ხელი თვალის არეში, ხოლო შემდეგ მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებიც, რომელთა შორის იყო გ------- ჭ--–--–-–---–ი, თავისა და ზურგის არეში ურტყამდნენ ხელებს. ამასთან, ვინაიდან კა------ კ------–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - უჭირს გადაადგილება, მისმა დამ - ზ-------------–--ლმა ჩხუბის დაწყებისთანავე იგი გაარიდა სიტუაციას. ისინი, მართალია, ყვიროდნენ და ითხოვდნენ დახმარებას, თუმცა, ჩხუბში არ ჩარეულან. ლ--- სა----–---–ის განმარტებით, გ------- მ---------ე ტკივილისაგან იყო ჩაცუცქული და ხელები თავზე ჰქონდა დაფარებული. აღნიშნულის დანახვაზე იგი გადაეფარა მას, რადგან იფიქრა, რომ იქნებ მისთვის არ დაერტყათ და გ------- მ---------ისათვის თავი დაენებებინათ, თუმცა ლ---- ყ----------–-–---–მა და გ------- ჭ--–--–-–---–მა მასაც დაუწყეს ცემა. ამასთან, ლ--- სა----–---–ის განმარტებით, მის ცემაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ლ---- ყ----------–-–---–ი და გ------- ჭ--–--–-–---–ი, ხოლო მათთან ერთად მყოფი დანარჩენი ოთხი პირი მისი ცემის მომენტისათვის უკვე იდგნენ მოშორებით და ისინი არც აშველებდნენ და აღარც ჩხუბში იღებდნენ მონაწილეობას. ლ---- ყ----------–-–---–ისა და გ------- ჭ--–--–-–---–ის მხრიდან მის მიმართ სახისა და ზურგის არეში გარკვეული დარტყმების მიყენების შემდეგ, დაზრალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ლ---- ყ----------–-–---–ი და გ------- ჭ--–--–-–---–ი კვლავ მიუბრუნდნენ გ------- მ---------ეს და კვლავ განაგრძეს მისი ცემა. იგი კვლავ შეეცადა გ------- მ---------ის დახმარებას, კერძოდ, ლ---- ყ----------–-–---–ს, რომელიც იმ მომენტში ურტყამდა გ------- მ---------ეს, ყელზე ჩამოეკიდა, რა დროსაც გ------- ჭ--–--–-–---–მა გამიზნულად ფეხებში ფეხი წამოჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც დაუზიანდა ხელის მაჯა და თითები. წაქცევის შემდეგ მათ ასევე, კვლავ განახორციელეს დარტყმები, მათ შორის, მუცლის არეშიც. ამავდროულად, გ------- მ---------ემ ისარგებლა მომენტით, ვინაიდან ლ---- ყ----------–-–---–ს და გ------- ჭ--–--–-–---–ს ყურადღება მასზე ჰქონდათ გადატანილი, მოახერხა გაქცევა და თავის ავტომანქანაში ჩაჯდომა. ლ---- ყ----------–-–---–ი და გ------- ჭ--–--–-–---–ი მიხვდნენ, რომ გ------- მ---------ე გაქცევას აპირებდა, რის გამოც, მის ცემას თავი დაანებეს და გ------- მ---------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას გადაუდგნენ წინ, რათა ვერ შესძლებოდა გაქცევა, რა დროსაც მოხდა შეჯახება. საბოლოოდ გ------- მ---------ემ შეძლო გაქცევა, თუმცა, თვითონ ვერ მოახერხა მასთან ერთად წასვლა, ვინაიდან ზ------ენის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე იყო წაქცეული. გ------- მ---------ე მალევე მობრუნდა, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე იყო მხოლოდ გ------- ჭ--–--–-–---–ი. მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, არ იცის თუ ვინ გამოიძახა ისინი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ გ------- ჭ--–--–-–---–ი გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ ის და გ------- მ---------ე. მათ კლინიკაში გაეწიათ სამედიცინო დახმარება, უშუალოდ მას ხელზე დაადეს თაბაშირი, თუმცა, იმის გამო რომ იყო ორსულად, ექიმების გადაწყვეტილებით არ მოხდა რენტგენოგრამის გადაღება, ასევე, იმავე საფუძვლით არ მოხდა მისი პირადი შემოწმება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას. ამასთან, იმის გამო, რომ ცემის შედეგად ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში, იძულებული გახდა შეეწყვიტა ორსულობა. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მას დაურეკა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ მასთან და გ------- მ---------ესთან უნდოდა შეხვედრა. შეხვედრის ადგილას მათ დახვდათ ლ---- ყ----------–-–---–ი და გ------- ჭ--–--–-–---–ი. მათ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებოდათ, რაც დაადასტურეს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. დაზარალებულმა ლ--- სა----–---–მა დამატებით აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო კარგი ხელოვნური განათება და მან კარგად დაინახა ლ---- ყ----------–-–---–ი და გ------- ჭ--–--–-–---–ი. ამასთან, არც თავად და არც გ------- მ---------ე ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილან. ჩხუბისას იგი, მართალია, ყვირილით ითხოვდა დახმარებას, თუმცა, მისი მხრიდან წყევლას ან ლანძღვას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას დღეის მდგომარეობით ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

4.2. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა გ------- მ---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, კუთვნილი ავტომანქანით, მეგობარ ლ--- სა----–---–თან ერთად გაიარა ქ.თბილისში, ც. დადიანის ქუჩა #----ში მდებარე მაღაზიასთან, რომლის ერთი ნაწილი ნაქირავები ჰქონდათ მას და ლ--- სა----–---–ს და ახორციელებდნენ სურსათით ვაჭრობას. მათ დაინახეს, რომ აღნიშნული მაღაზია იყო ღია, რის გამოც შევიდნენ და ნახეს, რომ მის ნათესავს - კა------ კ------–---–ს, რომელიც იმავე მაღაზიაში ვაჭრობდა ხილით და ბოსტნეულით მეორე დღისთვის მიტანილი ჰქონდა გასაყიდი პროდუქტები. კა------ კ------–---–ის გარდა, მაღაზიაში იმყოფებოდნენ ასევე, მისი და - ზ-------------–--ლი და ზ-------------–--ლის 12-13 წლის შვილი. იგი კა------ კ------–---–ს დაეხმარა აღნიშნული პროდუქტების მაღაზიაში შეტანაში, რის შემდეგაც მისთვის უცნობი პირები შევიდნენ მაღაზიაში და კა------ კ------–---–ი გაიყვანეს გარეთ. იგი თავადაც გაჰყვა გარეთ, თუმცა, მოშორებით გაჩერდა. გარეთ მასთან ერთად იყო აგრეთვე კა------ კ------–---–ის დისშვილი, რომელმაც გაიგო რა ხმამაღალი საუბარი, დაუძახა დედამისს - ზ-------------–--ლს. ზ-------------–--ლი და ლ--- სა----–---–ი მივიდნენ კა------ კ------–---–თან, რომელთაც თავადაც გაჰყვა. უცნობმა პირებმა უთხრეს რომ ზ-------------–--ლი და ლ--- სა----–---–ი იქიდან წაეყვანა და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მან იკითხა, თუ რატომ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ისინი გაემართნენ მისი მიმართულებით და დაახლოებით ხუთმა-ექვსმა პირმა დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ, პირველად ლ---- ყ----------–-–---–მა დაარტყა ხელი თვალის არეში, რის შემდეგაც თავი დახარა და ხელები დაიფარა თავზე, რათა სახეში აღარ მოხვედროდა ხელი, რის გამოც ვერ ხედავდა ვინ ურტყამდა, თუმცა, გრძნობდა, რომ რამდენიმე ადამიანი ურტყამდა თავსა და ზურგში. აღნიშნული დარტყმების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემდეგ როგორღაც მოახერხა მათგან თავის დაღწევა, ჩაჯდა კუთვნილი ავტომანქანაში და წავიდა ზ------ენის ქუჩისკენ, რა დროსაც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე დაინახა ძირს დაცემული ლ--- სა----–---–ი. ამასთან, იმის შიშით რომ კიდევ არ ეცემათ, ვერ მოახერხა ლ--- სა----–---–ის წაყვანა. გაქცევისას ასევე, ვერ მოახერხა ავტომანქანის აცილება და შემთხვევით დაეჯახა გ------- ჭ--–--–-–---–ს. შემდეგ, ლ--- სა----–---–ის წასაყვანად კვლავ ჩამობრუნდა უკან, რა დროსაც წინ გადაუდგა ლ---- ყ----------–-–---–ი, რომელსაც ასევე, შემთხვევით შეეჯახა. მოგვიანებით იგი დაბრუნდა ინციდენტის ადგილზე, სადაც პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მისულები იყვნენ. ის და ლ--- სა----–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ორივე მათგანს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ლ--- სა----–---–ს ხელი ჩაუსვეს თაბაშირში, ხოლო თავად თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ასევე დაზიანებები ჰქონდა მიღებული თავისა და ზურგის არეში. გ------- მ---------ის განმარტებით, ინციდენტის დროს მას არავისთვის არ მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, ლ--- სა----–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უწმაწური სიტყვებით ყვირილსა და წყევლას. გ------- მ---------ემ ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ლ---- ყ----------–-–---–ისა და გ------- ჭ--–--–-–---–ის ინიციატივით მოხდა მასთან და ლ--- სა----–---–თან შეხვედრა და განცხადების სანოტარო წესით დამოწმება. რომლის თანახმადაც, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ და არც მომავალში ექნებოდათ.

 

4.3. სსიპ ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #82------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე გ------- მ---------ეს კლინიკისთვის მიუმართავს 06.10.2017 წ. 0---- სთ, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალბუდის ჰემატომა. მოქალაქე გ------- მ---------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ორივე წინამხრის მიდამოში ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

4.4. სსიპ ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #8-------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ლ--- სა----–---–ს კლინიკისთვის მიუმართავს 06.10.2017 წ. 0---- სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარცხენა მტევნის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, პროგრესირებადი ორსულობა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ლ--- სა----–---–ს სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.

 

4.5. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნების მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ქ---------------–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ გ------- მ---------ის მიმართ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, მექანიკურად გამორჩენილია ინფორმაცია დაზიანებების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გ------- მ---------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით, არ ეწინააღმდეგებიან საქმის მასალებში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს - 2017 წლის 06 ოქტომბერს.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ-------------–--ლმა განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით, მისი ძმა - კა------ კ------–---–ი მუშაობდა ქ.თბილისში, ც. დადიანის ქუჩა #----ში მდებარე მაღაზიაში, ვაჭრობდა ხილით და ბოსტნეულით. ამავე მაღაზიაში მუშაობდნენ გ------- მ---------ე, რომელიც არის მათი შორეული ნათესავი და ლ--- სა----–---–ი, რომელთაც ნაქირავები ჰქონდათ მაღაზიის ერთი ნაწილი და ვაჭრობდნენ სურსათით. 2017 წლის 05 ოქტომბერს, ღამით, იქნებოდა უკვე 06 ოქტომბერი დაწყებული, მისმა ძმამ - კა------ კ------–---–მა მაღაზიაში მიიტანა გასაყიდი ხილი და ბოსტნეული და ეხმარებოდა მის შეტანაში, რა დროსაც მათთან მივიდნენ გ------- მ---------ე და ლ--- სა----–---–ი და ისინიც დაეხმარნენ მის ძმას ხილის და ბოსტნეულის შეტანაში. შემდეგ ლ---- ყ----------–-–---–მა, რომელსაც ახლდა რამდენიმე მისთვის უცნობი ბიჭი, მისი ძმა მაღაზიიდან გაიყვანა გარეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან შევიდა მისი შვილი და უთხრა, რომ ლ---- ყ----------–-–---–ს მის ძმასთან ჰქონდათ არასასიამოვნო საუბარი, რის გამოც ის და ლ--- სა----–---–ი გავიდნენ მათთან. მას არ მოეწონა მის ძმასა და ლ---- ყ----------–-–---–ს შორის არსებული საუბარი, რის გამოც ჩადგა მათ შუაში. შემდეგ მივიდა გ------- მ---------ე, რომელმაც იკითხა, „რა ხდებაო“, რაზეც ერთი მხრივ, ლ---- ყ----------–-–---–სა და მის თანმხლებ ბიჭებსა და მეორე მხრივ, გ------- მ---------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამასთან, ვინაიდან მის ძმას - კა------ კ------–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - კუნთების მოდუნება, იცოდა, რომ ჩხუბის შემთხვევაში იგი თავს ვერ შეიკავებდა და წაიქცეოდა, მან ნელა-ნელა მიიყვანა მაღაზიის წინ გაჩერებულ მის კუთვნილ ავტომანქანასთან, ხოლო როდესაც მოტრიალდა დაინახა, რომ რამდენიმე ბიჭი, რომელთა შორის იყო ლ---- ყ----------–-–---–ი, ურტყამდნენ გ------- მ---------ეს, ასევე დაინახა, რომ ლ--- სა----–---–ი ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე იყო წაქცეული. იგი ყვიროდა „მიშველეთო“ და გ------- მ---------ეს ეუბნებოდა, რომ გაქცეულიყო. შემდეგ, გ------- მ---------ემ შეძლო ავტომანქანით გაქცევა, რომელიც მოგვიანებით კვლავ მობრუნდა ინციდენტის ადგილზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ლ--- სა----–---–ი, გ------- მ---------ე და კიდევ ერთი ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. ინციდენტის შედეგად ლ--- სა----–---–ს ხელი ჰქონდა დაზიანებული, ხოლო გ------- მ---------ეს - თვალი ჩალურჯებული. მოწმის განმარტებით, უშუალოდ მას არ დაუნახავს ლ--- სა----–---–ის მიმართ ვინმეს მხრიდან დარტყმის ფაქტი, ასევე არ დაუნახავს გ------- ჭ--–--–-–---–ისთვის ავტომანქანის დაჯახების ფაქტი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის ღამით მაღაზიაში სუფრა არ ყოფილა გაშლილი და იქ ალკოჰოლი არავის მიუღია. მას ასევე,ლ--- სა----–---–ისთვის ალკოჰოლური თრობა არ შეუნიშნავს.

 

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ს--–-----------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით იგი იმყოფება საზღვარგარეთ), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ც. დადი----------------–ი. მისი საძინებელი ოთახის ფანჯარა გადაჰყურებს ზ------ენის ქუჩას. 2017 წლის 05 ოქტომბერს, გვიან ღამით, უკვე დაწყებული იქნებოდა 06 ოქტომბერი, ქუჩიდან შემოესმა ხმაური, კერძოდ, გინებისა და ჩხუბის ხმა. მან გაიხედა ფანჯრიდან და ც.დადიანის ქუჩა #----ის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიგო ქალის კივილი „გაგვიშვით, ხელი გაუშვითო“, თან ისიც ლანძღავდა მამაკაცებს. რამდენიმე წუთიანი ხმაურისა და ყვირილის შემდეგ, სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა, თუმცა, დაახლოებით ორ წუთში, კვლავ გაიგო მამაკაცების გინების ხმა, კერძოდ, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და აგინებდნენ ქალს და კიდევ ვიღაც მამაკაცს. მან ფანჯრიდან დაინახა, რომ დაახლოებით ოთხ პიროვნებას ზ------ნის ქუჩაზე ძალით მიჰყავდათ მათი უბნელი ლ---- ყ----------–-–---–ი, რომელიც ყველაზე მეტს ყვიროდა და იგინებოდა ქალის და ვიღაც მამაკაცის მიმართულებით. მასთან ერთად იგინებოდა კიდევ დაახლოებით 6-7 მისთვის უცნობი მამაკაცი, რომლებიც ზ------ნის ქუჩის ზედა მიმართულებით მიდიოდნენ. ამასთან, ლ---- ყ----------–-–---–ი იყო ძალიან აგრესიული და კვლავ ქვევით იქაჩებოდა, თან უშვერი სიტყვებით იგინებოდა და ილანძღებოდა. ამ დროს დაინახა, რომ დადიანის ქუჩის მხრიდან სწრაფად ამოვიდა თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელიც დაეჯახა გზაზე ლ---- ყ----------–-–---–თან ერთად მიმავალ ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც მანამდე ასევე, ისიც იგინებოდა. დაჯახების შედეგად იგი ავარდა ავტომანქანის ძარაზე და დაეცა ასფალტის ზედაპირზე. დაჯახების შემდეგ ავტომანქანამ გააგრძელა სვლა. ცოტა ხანში კი აღნიშნული ავტომანქანა კვლავ ჩამობრუნდა ზ------ნის ქუჩის ზედა მხრიდან, რა დროსაც ლ---- ყ----------–-–---–ი გადაუდგა მას წინ და უყვიროდა „მიდი დამეჯახეო“, თუმცა ავტომანქანის მძღოლმა მას გვერდი აუარა და ჩავიდა დადიანის გამზირზე. ამასობაში, ლ---- ყ----------–-–---–ი და მისი თანმხლები ბიჭები მისცვივდნენ ქუჩაში დაგდებულ ბიჭს და ცდილობდნენ მის გონზე მოყვანას, თუმცა, ის არ რეაგირებდა. ამავდროულად შენიშნა, რომ ზ------ნის ქუჩის და დადიანის გამზირის გადაკვეთასთან მყოფი ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა კიოდა და იყო ძალიან აღელვებული. ამასობაში მოვიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელთაც გზაზე დაგდებულ ბიჭს აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება.

 

4.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- კ-----–---–იამ განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, ლ--- სა----–---–ისა და გ------- მ---------ის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მონაწილეობა აქვს მიღებული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ------- გ---------–---–ის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც დადგინდა უშულოდ ფაქტის ადგილმდებარეობა, ხოლო რაიმე კვალი ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, მის მიერ ასევე გამოკითხულ იქნა ორი მოწმე - ნი----------ე და ნ------------ავა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ამასთან, აღნიშნა, რომ მართალია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არის კამერები, თუმცა, იმის გამო, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კანონით ვიდეოჩანაწერების ამოღება არ არის გათვალისწინებული, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ განუხორციელებიათ.

 

4.9. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–------------------------–--–--გამომძიებელმა გ------- გ---------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ლ--- სა----–---–ის და გ------- მ---------ის მიმართ ჯგუფური ცემის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ც. დადიანის გამზირისა და ზ------ნის ქუჩის კვეთაზე, გამოკითხულ იქნენ დაზარალებულები და მოწმეები, რომელთაც გამოკითხვამდე განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. მის მიერ ასევე დანიშნულ იქნა ექსპერტიზები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ არც მას და არც მის სამსახურს რაიმე პირადი ინტერესი არ აქვს.

 

4.10. ბრალდებულმა ლ---- ყ----------–-–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 05 ოქტომბერს, საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ნახალოვკაში. მას კვლავ სურდა ქეიფის გაგრძელება, რის გამოც დაურეკა მეგობარს, გ------- ჭ--–--–-–---–ს და თავისთან დაპატიჟა. გ------- ჭ--–--–-–---–თან საუბრის დროს დაინახა მაღაზიაში მყოფი მისი მეგობარი კა------ კ------–---–ი, რომელთან ერთადაც სხვა დროსაც დაულევია და დასაპატიჟებლად შევიდა მასთან. შემდეგ ის და კა------ კ------–---–ი გარეთ გამოვიდნენ და იქ განაგრძეს საუბარი, მათ შორის არანაირი ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა. ამასთან, თავის მხრივ, კა------ კ------–---–იც ეპატიჟებოდა, უთხრა, რომ მაღაზიაში პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ასე გვიანობამდე იმიტომ იყვნენ. ერთმანეთის დაპატიჟების საუბარში იყვნენ, რომ მაღაზიიდან გამოვიდა ლ--- სა----–---–ი, რომელიც იქცეოდა არაადეკვატურად, ჩადგა მათ შუაში, „ამ ავადმყოფი კაცისგან რა გინდათო“ და დაუწყო ლანძღვა და წყევლა. ვერც თვითონ და ვერც კა------ კ------–---–ი ვერ მიხვდნენ რა უნდოდა აღნიშნულ ქალბატონს. მისი აზრით, ლ--- სა----–---–ის არაადეკვატური ქცევა გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობით. თავდაპირველად ის, კა------ კ------–---–ი და გ------- მ---------ე ერთად ამშვიდებდნენ ლ--- სა----–---–ს, თუმცა, შემდეგ თავი ვერ შეიკავა ლ--- სა----–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ლანძღვისა და წყევლის გამო და ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა. ამასთან, იმის გამო რომ მან ლ--- სა----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნული არ მოეწონა გ------- მ---------ეს და მანაც დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ლ---- ყ----------–-–---–ის განმარტებით, გ------- ჭ--–--–-–---–ი მივიდა კა------ კ------–---–თან საუბრის დროს, ვიდრე ლ--- სა----–---–ი გამოვიდოდა. ამასთან, 2017 წლის 06 ოქტომბერს, არც მას და არც გ------- ჭ--–--–-–---–ს არავის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. უფრო მეტიც, გ------- ჭ--–--–-–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია არავისთვის. მისი განმარტებით, ვინაიდან იმყოფებოდნენ პირობითი მსჯავრის პირობებში, არ უნდოდათ რაიმე პრობლემა შეჰქმნოდათ და წავიდნენ სახლის მიმართულებით, რა დროსაც ტროტუართან მიმავალ გ------- ჭ--–--–-–---–ს ავტომანქანა მიზანმიმართულად დაეჯახა, რის შედეგადაც გ------- ჭ--–--–-–---–მა გონება დაკარგა. შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა მოტრიალდა ახლა მასაც დაეჯახა მიზანმიმართულად, დაზიანებული ჰქონდა ფეხი. გ------- ჭ--–--–-–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო თვითონ მეორე დღეს გაუსაძლისი ტკივილების გამო მივიდა საავადმყოფოში. ამასთან, მართალია, მისი და გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ გ------- მ---------ის მხრიდან განხორცილებული შეჯახების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, რაიმე შედეგი არ დამდგარა. მისი აზრით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ იგი მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის უ---------------------–--ის თანამდებობაზე, ასევე, იმ ფაქტით, რომ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–-ბის უფროსთან და მის მოადგილესთან დაახლოვებული პირია. ბრალდებულმა ასევე, აღნიშნა, რომ შემთხვევიდან მე-3 დღეს ლ--- სა----–---–ისა და გ------- მ---------ის ინიციატივით მოხდა მასთან და გ------- ჭ--–--–-–---–თან შეხვედრა, რა დროსაც შეიტყო, რომ მათ გ------- მ---------ემ დააჯახა და სთხოვეს ნოტარიულად დაემოწმებინათ განცხადება, რომ მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

 

4.11. ბრალდებულმა გ------- ჭ--–--–-–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 05 ოქტომბერის საღამოს დაურეკა მეგობარმა ლ---- ყ----------–-–---–მა და ღვინის დასალევად დაპატიჟა თავისთან. იგი გავიდა ნახალოვკაში და ნახა, რომ მისი მეგობარი ლ---- ყ----------–-–---–ი, თავისი ქუჩის ასასვლელში, ესაუბრებოდა მისთვის უცნობ მამაკაცს. იგი მიესალმა ორივეს, რა დროსაც გაიგო მათი საუბარი, კერძოდ, ლ---- ყ----------–-–---–ი აღნიშნულ მამაკაცს ეპატიჟებოდა დასალევად. იგი ელოდებოდა მათი საუბრის დასრულებას, რა დროსაც უცბად მაღაზიიდან „გამოვარდა“ მისთვის უცნობი ქერათმიანი ქალი, რომელიც ყვიროდა: „რა გინდათ ამ კაცისგან, თქვენ არ გაიხარეთო“ და დაუწყო მათ ლანძღვა და წყევლა. ამ ქალის ყვირილზე ხალხი გამოვიდა, მათ შორის, გ------- მ---------ეც. თავიდან ყველა ერთად, მათ შორის, გ------- მ---------ეც, ამშვიდებდა ქალბატონს, რომელიც იყო არაადექვატური, რაც მისი აზრით გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობით, თუმცა, შემდეგ გ------- მ---------ემაც მათ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მან ლ---- ყ----------–-–---–ს უთხრა, რომ წასულიყვნენ, ვინაიდან იყო არეულობა, ორივე პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო და რამე პრობლემა არ შეჰქმნოდათ. ისინი გადავიდნენ გზაზე და მიდიოდნენ გვერდიგვერდ, რა დროსაც დაინახა ავტომანქანის შუქების მონათება, ასევე, გაიგონა ავტომანქანის გაზზე ძლიერად ფეხის დაჭერით გამოწვეული ძრავის ხმა, რის შემდეგაც გონება დაკარგა. შემდეგ საავადმყოფოში შეიტყო, რომ ავტომანქანა დაეჯახა. ჰქონდა ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. ამასთან, ის და ლ---- ყ----------–-–---–ი, გ------- მ---------ისა და ლ--- სა----–---–ის ინიციატივით, შეხვდნენ მათ, რა დროსაც სანოტარო წესით დაამოწმეს განცხადება, რომლის თანახმად, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, არც მას და არც ლ---- ყ----------–-–---–ს ხელი არავისთვის დაურტყამთ.

 

4.12. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნი----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბრის ღამით, მისი რძალი გახდა შეუძლოდ, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთა მოლოდინშიც ხშირად უწევდა აივანზე გასვლა. ერთ-ერთი გასვლისას ც. დადიანის გამზირზე მან გაიგონა ხმამაღალი ყვირილისა და გინების ხმა, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, თუმცა, მასში მონაწილე პირების გარჩევა ვერ მოახერხა, ვინაიდან აღნიშნული ხდებოდა მისგან მოშორებით და თან ბნელოდა. ამასთან, ხელჩართული ჩხუბის დროს გაიგონა ქალბატონის წივილ-კივილი, რომელიც შემდეგ დაბლა დაცემული დაინახა. ხელჩართული ჩხუბის შემდეგ დაინახა, რომ ღია ფერის ავტომანქანა წავიდა ზ------ნის ქუჩაზე, სადაც დაეჯახა ჯერ ერთ ახალგაზრდა ბიჭს, ხოლო შემდეგ მეორეს. ამასობაში ჩავიდა დაბლა და მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც როგორც თვითონ ვარაუდობს იყო მის მიერ გამოძახებული ეკიპაჟი. მათ დახმარება აღმოუჩინეს იმ ახალგაზრდას, რომელსაც პირველად დაეჯახა ავტომანქანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

4.13. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კა---------------ამ განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დაახლოებით 20-30 მეტრში შეესწრო ლ---- ყ----------–-–---–ისა და ახალგაზრდა მამაკაცის ხმამაღალ, ცოტა დაძაბულ საუბარს, სადაც ასევე იყო ქერათმიანი ქალბატონი, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა, თუმცა, აღნიშნულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მას არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული პირები დაიშალნენ, ზ------ნის ქუჩაზე სწრაფად ავიდა ღია ფერის ავტომანქანა, რომელიც დაეჯახა პიროვნებას, რომელიც როგორც შემდეგ გაარკვია იყო გ------- ჭ--–--–-–---–ი. შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა დატრიალდა და ახლა ლ---- ყ----------–-–---–ს დაეჯახა. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. მოგვიანებით შეიტყო, რომ გ------- ჭ--–--–-–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ასევე, შეიტყო, რომ ზემოაღნიშნული მამაკაცი და ქერათმიანი ქალბატონი ნასვამები იყვნენ.

 

4.14. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-----------–----- განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, ღამით, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გამოვიდა გარეთ, თუმცა, ინციდენტის ადგილზე არ მისულა. მან 10-15 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ლ---- ყ----------–-–---–ი და კა------ კ------–---–ი მისდევდნენ დადიანის გამზირზე მდებარე მაღაზიის გამყიდველ ქერათმიან ქალბატონს, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა. ლ---- ყ----------–-–---–ი მას ამშვიდებდა „დაწყნარდი ქალბატონო, რა გჭირსო“. მას არც ლ---- ყ----------–-–---–ის მხრიდან და არც სხვა პირის მხრიდან არავის მიმართ, მათ შორის აღნიშნული ქალბატონისთვის, ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს.

 

4.15. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-----–--–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, ღამით, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გამოვიდა გარეთ. მან დაინახა, რომ სამი-ოთხი ბიჭი მიდოდა ზ------ნის ქუჩაზე, რომელთაც უკან მისდევდა ქერათმიანი ქალბატონი, რომელმაც აღნიშნულ ბიჭებთაგან ერთ-ერთს ზურგში ჩაარტყა ხელი. შემდეგ დაინახა, რომ ზ------ნის ქუჩაზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა ჯერ ერთ ბიჭს, რომელიც შეჯახებისგან ჯერ მაღლა ავარდა და შემდეგ ძირს დაეცა, ხოლო შემდეგ მეორე ბიჭს, რომლიც შემდეგ იცნო რომ იყო ლ---- ყ----------–-–---–ი. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი, რომელსაც პირველად დაეჯახა ავტომანქანა, გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

4.16. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა----------–---მ განმარტა, რომ 2016 წელს, გ------- მ---------ეს და ლ--- სა----–---–ს, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ ცოლ-ქმარნი, მიაქირავა მის საკუთრებაში არსებული ფართი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ იყვნენ ცოლ-ქმარნი. თავდაპირველად ისინი მუშაობდნენ ნორმალურად, იხდიდნენ გადასახადებს, თუმცა, შემდეგ ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით მოუვიდათ უთანხმოება, კერძოდ, მართალია ჰქონდათ ცალ-ცალკე მრიცხველი, მაგრამ ისე ახერხებდნენ, რომ მას უწევდა მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, რის გამოც მან მოსთხოვა დავალიანების გადახდა და ფართის დაცლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რაც როგორც შემდეგ გაარკვია მათი მხრიდან იყო ჩვეულებრივი მოვლენა. მოწმის განმარტებით, ლ--- სა----–---–მა ასევე ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი 25 წლის ბიჭის თანდასწრებით ცრუდ დასდო ბრალი ამორალურ ქცევაში. ასევე, მისთვის მეზობლებისგან ცნობილი იყო, რომ ლ--- სა----–---–ი ამორალურადაც იქცეოდა.

 

4.17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 18 ნოემბერს, 10:30 საათიდან - 10:55 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–------------------------–--–--გამომძიებლის გ------- გ---------–---–ის მიერ გამომძიებელ გ------- კ-----–---–იას მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ც. დადიანის გამზირისა და ზ------ნის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს საავტომობილო გზებს და მათი გადაკვეთის ადგილს. როგორც ზ------ნის ქუჩას, ასევე ცოტნე დადიანის გამზირს გააჩნია ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, რომლებიც ასევე კვეთს ერთმანეთს. ცოტნე დადიანის გამზირს #--- და #--- შორის, აღმოსავლეთის მხრიდან კვეთს ზ------ნის ქუჩა, ხოლო სამხრეთის მხრიდან ზესტაფონის ქუჩა.

 

4.18. 2017 წლის 06 ოქტომბრით დათარიღებული ცნობის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ექიმი ბ. ბ-----აძე, ირკვევა, რომ პაციენტის გ------- მ---------ის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი მისი დაკითხვა.

 

4.19. 2017 წლის 06 ოქტომბრით დათარიღებული ცნობის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ექიმი ბ. ბ-----აძე, ირკვევა, რომ პაციენტის ლ--- სა----–---–ის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი მისი დაკითხვა.

 

4.20. 2017 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად ირკვევა, რომ ლ--- სა----–---–ი, გ------- მ---------ე, გ------- ჭ--–--–-–---–ი და ლ---- ყ----------–-–---–ი არიან 2017 წლის 06 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის მოანწილენი. ისინი ადასტურებენ რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ.

 

4.21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 აგვისტოს განაჩენით ლ---- ყ----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 03 (სამი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ლ---- ყ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 09 მაისიდან. იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა სასჯელის მოხდით - 2015 წლის 08 მაისს.

 

4.22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით ლ---- ყ----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ---- ყ----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ლ---- ყ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 20 ოქტომბრიდან.

 

4.23. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 06 აპრილის #00--------043 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ლ-----------------------------–-–-ილი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 06 (ექვსი) თვით და 13 (ცამეტი) დღით ადრე - 2017 წლის 7 აპრილს.

 

4.24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გ------- ჭ--–--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4.25. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით გ------- ჭ--–--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 06 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ჭ--–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ გ------- ჭ--–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 15 მაისიდან.

 

4.26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ გ------- ჭ--–--–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (მოქმედი რედაქცია). სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4.27. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის #0---------- გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გი----------------------–--–-–--ლი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 01 (ერთი) წლით, 03 (სამი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით ადრე - 2017 წლის 31 იანვარს.

 

4.28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.30. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.31. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.32. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

5.7. სასამართლო განმარტავს, რომ ცემა წარმოადგენს ძალადობის სახეს, რა დროსაც დაზარალებულის სხეულზე პირი ახორციელებს რამდენიმე დარტყმას, ხოლო სხვაგვარი ძალადობა წარმოადგენს ძალმომრეობით აქტს, რომელიც შესაძლებელია საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან (მაგალითად, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა), რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ფიზიკურ ტკივილს, ამასთან მას არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ კი ცემა/სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობის მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

5.8. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, თუკი არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

5.9. რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს ცემის ჩადენას „ჯგუფურად“ და „ორი ან მეტი პირის მიმართ“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებით/შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ორი პირი მაინც ასრულებდეს ცემის შემადგენლობის რომელიმე ნიშანს. ორი ან მეტი პირის მიმართ ცემას კი მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ერთიანი განზრახვით ერთდროულად ან დროის მცირე ინტერვალის დაშორებით განახორციელებენ დარტყმებს ორი ან მეტი დაზარალებულის მიმართ.

5.10. სასამართლო ბრალდებულების ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას ლ---- ყ----------–-–---–მა და გ------- ჭ--–--–-–---–მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების, მუშტების დარტყმით სცემეს გ------- მ---------ეს და ლ--- სა----–---–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, ლ---- ყ----------–-–---–ისა და გ------- ჭ--–--–-–---–ის ქმედებას მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.

 

5.11. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, დაზარალებულ ლ--- სა----–---–ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს დეტალურად და თანმიმდევრულად მიაწოდა ინფორმაცია 2017 წლის 06 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირი #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი და მისი მეგობრის - გ------- მ---------ის მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტზე. მან დეტალურად მიუთითა, როგორც ძალადობის განხორციელებამდე განვითარებული მოვლენები, ასევე უშუალოდ ძალადობის ფაქტი, კერძოდ, მიუთითა, რომ ლ---- ყ----------–-–---–მა გ------- მ---------ის კითხვაზე: რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას? მის თანმხლებ პირებთან ერთად, რომელთა შორის იყო გ------- ჭ--–--–-–---–ი სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გ------- მ---------ეს თავდაპირველად ხელი თვალის არეში ჩაარტყა ლ---- ყ----------–-–---–მა, რის შემდეგაც მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმაც რომელთა შორის იყო გ------- ჭ--–--–-–---–ი, თავისა და ზურგის არეში ურტყეს ხელები. გ------- მ---------ე ტკივილისაგან იყო ჩაცუცქული და ხელები თავზე ჰქონდა დაფარებული. აღნიშნულის დანახვაზე იგი გადაეფარა მას, რადგან იფიქრა, რომ იქნებ მისთვის არ დაერტყათ, თუმცა ლ---- ყ----------–-–---–მა და გ------- ჭ--–--–-–---–მა მასაც დაუწყეს ცემა, კერძოდ, ლ---- ყ----------–-–---–მა და გ------- ჭ--–--–-–---–მა სახისა და ზურგის არეში მიაყენეს დარტყმები. შემდეგ, ლ---- ყ----------–-–---–ი და გ------- ჭ--–--–-–---–ი კვლავ მიუბრუნდნენ გ------- მ---------ეს და კვლავ განაგრძეს მისი ცემა. იგი კვლავ შეეცადა გ------- მ---------ის დახმარებას, რა დროსაც გ------- ჭ--–--–-–---–მა გამიზნულად ფეხებში ფეხი წამოჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც დაუზიანდა ხელის მაჯა და თითები.

 

5.12. დაზარალებულ ლ--- სა----–---–ის ფიზიკური დაზიანების ფაქტი და დაზიანების მიღების დრო დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #8-------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ლ--- სა----–---–ს კლინიკისთვის მიუმართავს 06.10.2017 წ. 0---- სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარცხენა მტევნის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა.

 

5.13. დაზარალებულ გ------- მ---------ის ჩვენება თანხვედრაშია დაზარალებულ ლ--- სა----–---–ის ჩვენებასთან. მან სრულად დაადასტურა დაზარალებულ ლ--- სა----–---–ი ჩვენება მის მიმართ ლ---- ყ----------–-–---–ის მხრიდან თვალის არეში ხელის დარტყმის მომენტის ჩათვლით, რის შემდეგაც იმის გამო, რომ ტკივილისაგან იყო ჩაცუცქული და ხელები თავზე ჰქონდა დაფარებული, არ დაუნახავს ვინ ურტყამდა მას შემდგომში ასეთ მდგომარეობაში მყოფს, თუმცა, გრძნობდა რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავისა და ზურგის არეში დარტყმების განხორციელებას. ასევე, მას, მართალია, არ დაუნახავს ლ--- სა----–---–ის მიმართ ხელის დარტყმის ფაქტი, თუმცა, ავტომანქანით გაქცევისას დაინახა, რომ იგი წაქცეული იყო ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე.

 

5.14. დაზარალებულ გ------- მ---------ის ფიზიკური დაზიანებების ფაქტი და დაზიანებების ხანდაზმულობა დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით და ექსპეტრის განმარტებით, რომლის თანახმადაც, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #82------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე გ------- მ---------ეს კლინიკისთვის მიუმართავს 06.10.2017 წ. 0---- სთ, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალბუდის ჰემატომა. მოქალაქე გ------- მ---------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ორივე წინამხრის მიდამოში ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხოლო დაზიანებები ხანდაზმულობით, არ ეწინააღმდეგებიან საქმის მასალებში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს - 2017 წლის 06 ოქტომბერს.

 

5.15. ზ-------------–--ლის ჩვენება ასევე, თანხვედრაშია დაზარალებულების ჩვენებებთან. მან, მართალია, ვერ დაინახა ვინ ვის ურტყამდა, რადგან ფიზიკური დაპირისპირების დაწყებისთანავე მისი ძმა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, გაარიდა სიტუაციას, თუმცა, დაადასტურა როგორც ინციდენტის გამომწვევი მიზეზები, ასევე, ლ---- ყ----------–-–---–ისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მან ასევე დაადასტურა ლ--- სა----–---–ის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე წაქცეულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი.

5.16. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი დადასტურებულია აგრეთვე, თავად დაცვის მხარის მოწმე ნი----------ის ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ აივნიდან გაიგო და დაინახა ხმამაღალი ყვირილისა და გინების ხმა, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. საყურადღებოა ასევე, მოწმე ს--–-----------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელიც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულების და მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან:

 

5.16.1. აღნიშნულათან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა.“ ამავე კოდექსის ბოლო წინადადების თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს“.

5.16.2. ზემოაღნიშნული ნორმა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს ფუნქციას, თავად განსაზღვრონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია მოწმეების გამოძახება (რუმიანა ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Rumyana Ivanova v. Bulgaria), განაცხადი no. 36207/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 42). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი ბრალდებულს არ აღჭურავს განუსაზღვრელი უფლებით, მოითხოვოს მოწმეთა გამოცხადება სასამართლოში და ეროვნული სასამართლოების გადასაწყვეტია, არის თუ არა აუცილებელი და მიზანშეწონილი ამა თუ იმ მოწმის დაკითხვა (აიგნერი ავსტრიის წინააღმდეგ (Aigner v. Austria), განაცხადი no. 28328/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 36).

5.16.3. საქმეზე ლაუკანენი და მანინენი ფინეთის წინააღმდეგ (Laukkanen and Manninen v. Finland) განმცხადებლები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩიოდნენ, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვისას, განმცხადებლების მოთხოვნა, ორი მოწმის დაკითხვაზე შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. ეროვნული სასამართლოს მოტივაციით, განმცხადებლებმა ვერ შეძლეს, აეხსნათ, თუ რისი დამტკიცებას ისახავდნენ მიზნად მოწმეთა ჩვენებებით და რამდენად რელ----ტური იქნებოდა ეს ჩვენებები საქმის შედეგისთვის (განაცხადი no. 50230/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 36).

5.16.4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვისას შეჯიბრებითობის პრინციპი დაცული იყო და შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ მტკიცებულების შეფასებისა და დასაშვებობის მათთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლები დაიცვა. ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდება ეფუძნებოდა იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც დაიკითხა ეროვნულ სასამართლოში განმცხადებლების თანდასწრებით და ამ უკანასკნელებს შეეძლოთ მოწმისთვის კითხვების დასმა. აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის “დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (გადაწყვეტილების პუნქტები 37-38).

5.16.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელიცაა. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27):

1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი;

 

2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო ამ მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).

 

5.16.6. იმ შემთხვევაში კი, თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05, 22228/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119). ასევე საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კოვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferrantelli and Santangelo v. Italy), განაცხადი no. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).

 

5.16.7. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს (1) იყო თუ არა მოწმის ს--–-----------–---–ის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადება საპატიო; (2) არის თუ არა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდებულების წინააღმდეგ.

5.16.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოწმის - ს--–-----------–---–ის - სასამართლო პროცესზე წარმოუდგენლობა, როგორც ეს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციითა და დოკუმენტებით დასტურდება, გამოწვეული იყო მისი საქართველოს ტერიტორიაზე არყოფნით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ყველა შესაძლო მართლზომიერი ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ აღნიშნული მოწმე წარმოედგინა სასამართლოში, თუმცა, იმის გამო, რომ ს--–-----------–---–ის მიერ გადაკვეთილია სახელმწიფო საზღვარი, გამომდინარე აქედან, ვერ მოხერხდა ამ პირის წარმოდგენა სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა საპატიო მიზეზი.

5.16.9. რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძოდ, არის თუ არა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდებულების წინააღმდეგ. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რაც საფუძველი გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის, თუმცა აღნიშნული მოწმის ჩვენება დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებთან არის თანხვედრაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოაღნიშნული პირების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების უტყუარობას და სანდოობას, კერძოდ, ს--–-----------–---–ი მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების მსგავსად, ადასტურებს 2017 წლის 06 ოქტომბერს, ც. დადიანის გამზირი #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის ფაქტს, ასევე, ლ---- ყ----------–-–---–ისა და მისი თანხმლები პირების მხრიდან გამოხატულ აგრესიულ ქმედებებს.

5.17. როგორც უკვე აღინიშნა, ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, რაც უნდა შეფასდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დასადგენია პირს ობიექტურად აღენიშნებოდა თუ არა დაზიანების კვალი და ასევე, პირმა სუბიექტურად განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური ტკივილის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა თანახმადაც, ლ--- სა----–---–ს აღენიშნება მარცხენა მტევნის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ხოლო გ------- მ---------ეს აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ორივე წინამხრის მიდამოში ნაჭდევები, რაც ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, ასევე, დაზარალებულთა ჩვენებების იმ ნაწილს, სადაც ლ--- სა----–---–ი აღნიშნავს, რომ ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის მიერ მასზე განხორციელებული დარტყმებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო გ------- მ---------ის შემთხვევაში, ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი მიუთითებს, რომ მის მიმართ განხორციელი დარტყმებით თვალის, თავისა და ზურგის არეში, მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

5.18. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ ლ--- სა----–---–ის და გ------- მ---------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ აქტებს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რასაც ადასტურებს სსიპ ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნები.

 

5.19. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, მათ შორის დაზარალებულ ლ--- სა----–---–ის ჩვენების გამოკვლევისას, რომლის ჩვენების სანდოობაც დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა, მათ შორის ლ--- სა----–---–ის, მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.20. სასამართლო არ იზიარებს ლ---- ყ----------–-–---–ისა და გ------- ჭ--–--–-–---–ის პოზიციას, მათი უდანაშაულობის თაობაზე, ასევე, მათ განმარტებას, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არავის მიმართ, მათ შორის ლ--- სა----–---–ისა და გ------- მ---------ის ცემის ფაქტს. აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები კა---------------ა, ლექსო ქვარცხავა და ლ-----–--–---–ი, რომელთაც ბრალდებულების მსგავსად გამორიცხეს ქ. თბილისში, ც. დადიანის გამზირი #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ფიზიკური დაპირისპირების არსებობა და აღნიშნეს, რომ თავად დაზარალებული ლ--- სა----–---–ი იქცეოდა აგრესიულად და არაადეკვატურად, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც იგი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულების ჩვენებასთან, რომელთაგან ლ--- სა----–---–ი კონკრეტულად მიუთითებს მისი და გ------- მ---------ის მიმართ ლ---- ყ----------–-–---–ისა და გ------- ჭ--–--–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტს, ხოლო გ------- მ---------ე ადასტურებს მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს ასევე მოწმე - ზ-------------–--ლი, რომელმაც აღნიშნა, რომ მართალია ვერ დაინახა ვინ ვის ურტყამდა, მაგრამ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი აღნიშნული კატეგორიულად დაადასტურა. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი დადასტურა ასევე დაცვის მხარის მოწმე ნი----------ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ც. დადიანის გამზირი #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმამაღალი ყვირილისა და გინების ხმა, შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს ასევე სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ინფორმაციას იძლევა დაზარალებულთა მიერ მიღებული დაზიანებების შესახებ.

 

5.21. გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ასევე წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულთა ჩვენებები, თითქოს ლ---- ყ----------–-–---–ი კა------ კ------–---–ს საქეიფოდ ეპატიჟებოდა, ასევე თითქოს კა------ კ------–---–ს მაღაზიაში სუფრა ჰქონდა გაშლილი, ლ--- სა----–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ და იმიტომ იქცეოდა არაადეკვატურად. აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხეს, როგორც თავად დაზარალებულებმა, ასევე ზ-------------–--ლმა და განმარტეს, რომ სწორედ კა------ კ------–---–თან არასასიამოვნო საუბრის გამო მივიდნენ მასთან, რის შემდეგაც უკვე დაზარალებულების მიმართ განხორციელდა ძალადობა. იგი ასევე გამორიცხეს მაღაზიაში სუფრის არსებობა.

 

5.22. ამდენად, დაზარალებულთა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- ყ----------–-–---–მა და გ------- ჭ--–--–-–---–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები ბრალდებულთა ქმედებებში არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ლ---- ყ----------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

6.2. გ------- ჭ--–--–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირების უფლების დარღვევის კომპენსირება.

 

7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ასევე, მხედველობაში იღებს მათ დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების მიმართ, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები არ ავლენენ რაიმე სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო და ცდილობენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.

 

7.7. ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ მათ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენილი აქვთ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც ცხადყოფს იმას, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებითაც კი მათი სათანადო ქცევა ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა თავიდან ვერ იქნა აცილებული, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკი.

 

7.8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროთ საპატიმრო სასჯელი - ბრალად წარდგენილი მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ბრალდებულთა პიროვნების გათვალისწინებით სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს.

 

7.9. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ლ---- ყ----------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - იგი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), ასევე გ------- ჭ--–--–-–---–ი მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - იგი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის) და მათ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება).

 

7.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულების ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს.

 

7.11. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულებმა პასუხი უნდა აგონ 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

 

7.12. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ---- ყ----------–-–---–ს ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 06 აპრილის #00--------043 გადაწყვეტილებით ლ---- ყ----------–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი, 06 (ექვსი) თვე და 13 (ცამეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ყ----------–-–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლ---- ყ----------–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

7.13. გ------- ჭ--–--–-–---–ს ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის #0---------- გადაწყვეტილებით გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი, 03 (სამი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ჭ--–--–-–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------- ჭ--–--–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ყ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 06 აპრილის #00--------043 გადაწყვეტილებით ლ---- ყ----------–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი, 06 (ექვსი) თვე და 13 (ცამეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ყ----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

3. მსჯავრდებულ ლ---- ყ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 მარტიდან.

 

4. გ------- ჭ--–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის #0---------- გადაწყვეტილებით გ------- ჭ--–--–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი, 03 (სამი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ჭ--–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

6. მსჯავრდებულ გ------- ჭ--–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 მარტიდან.

 

7. ლ---- ყ----------–-–---–ის და გ------- ჭ--–--–-–---–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და შესაბამისად ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით გირაოს თანხის - 2.000 - 2.000 (ორი ათას-ორი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, თ------ ყ----------–-–---–ის (დაბადებული 1----------–--–-----------------------2) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, გლ---------------------------------–------------, ბინა #114-ში, საკადასტრო კოდი - 01--------------------4, 2.000-2.000 (ორი ათას-ორი ათასი) ლარის ფარგლებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე