საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო და საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა, რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ა
1) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების განხილვა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით და წინადადებებისა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება;
ა
2) იმპორტის გადასახდელზე საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;
ა
3) (ამოღებულია - 16.11.2021, №35729);
ა4) საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და ინიციირება;
ა5)
გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;
ბ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
გ)
გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვის მიზნით, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემისა და ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზებში არსებული ან/და სხვა მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ რისკის მქონე გადასახადის გადამხდელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის წარდგენა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების განზოგადება;
დ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით გადასახადის გადამხდელთა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისთვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების შემუშავება და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
ე) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია და შერჩეული გადამხდელების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგის დეპარტამენტისთვის გადაცემა შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად;
ვ)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ზ) (ამოღებულია - 16.11.2021, №35729);
თ) გადასახადის გადამხდელთა მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა;
ი) დეკლარირებული მონაცემების კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად რისკის კრიტერიუმების შემუშავება და ანალიზი;
კ) (ამოღებულია - 16.11.2021, №35729);
ლ) (ამოღებულია - 16.11.2021, №35729);
მ)
გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკების მართვისთვის საჭირო მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
ნ) (ამოღებულია - 11.02.2020, №3186);
ო) (ამოღებულია - 11.02.2020, №3186);
ო1) (ამოღებულია - 16.11.2021, №35729);
პ)
მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციის იდენტიფიცირება, ინფორმაციის მისაღები შესაბამისი ფორმების შემუშავება;
ჟ) მესამე მხარიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
რ) (ამოღებულია - 16.11.2021, №35729);
ს) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად;
უ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში/საბაჟო ორგანოში საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და შესრულებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით;
ფ1) (ამოღებულია - 11.02.2020, №3186);
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;
ყ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის ბრძანება №9458 - ვებგვერდი, 18.04.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №2616 - ვებგვერდი, 21.02.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 თებერვლის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის ბრძანება №3186 - ვებგვერდი, 13.02.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №35729
- ვებგვერდი, 19.11.2021