ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, მათ შორის, გადასახადის სახეების და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;
ბ) შემოსულობების საპროგნოზო პარამეტრების შესრულების მიმდინარეობის აღრიცხვა და ანალიზი;
გ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის ანალიზისათვის საჭირო სხვა სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
დ) საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის ამსახველი სტატისტიკის წარმოება;
ე) დეპარტამენტის საჭიროების შესაბამისად საგადასახადო მონაცემთა დამუშავება, სტატისტიკური რეპორტების, მათი ავტომატიზაციის პროგრამული ლოგიკისა და ფორმების შემუშავება;
ვ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი და ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
ვ1) გადამხდელთა მიერ დეკლარაციების დროულად წარმოდგენის უზრუნველსაყოფად მონაცემთა დამუშავება, მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
ზ) (ამოღებულია - 11.02.2020, №3186);
თ)
არარეგისტრირებული გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური პროცედურების განხორციელება;
კ) საგადასახადო დანაკარგების (Tax Gap) გამოანგარიშება და ანალიზი;
კ1) საოპერაციო დეპარტამენტისათვის შესაგროვებელი ინფორმაციის განსაზღვრა;
კ2) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაში მონაცემების შესწორების მიზნით, საოპერაციო დეპარტამენტისათვის იმ გადასახადის გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელთა შესახებ ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაში არასწორი მონაცემი ფიქსირდება;
კ3) გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
კ4) გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების მართვა და მართვის პროცესში მონაცემების სანდოობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
ლ) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
მ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის ბრძანება
№9458 - ვებგვერდი, 18.04.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის ბრძანება №3186 - ვებგვერდი, 13.02.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №35729
- ვებგვერდი, 19.11.2021