დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას;

ბ) არსებული სამუშაო ადგილების ანალიზს, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადებასა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავებას;

გ) თანამშრომელთა შეფასებას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზს;

დ) საკადრო საქმისწარმოებას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას;

ე) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადებას;

ვ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვას, თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევას;

ზ) შემოსავლების სამსახურში სტაჟირების და პრაქტიკის გავლის ორგანიზებას;

თ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 8 ივლისის ბრძანება №18664 - ვებგვერდი, 14.07.2020