1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) საკადრო საქმისწარმოება:

ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარდგინებების, დახასიათება-რეკომენდაციების, ცნობების მომზადება;

ბ.ბ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ბ.გ) მონაცემთა ერთიან ბაზაში საკადრო მონაცემთა შეტანა, სისტემატიზაცია და განახლება;

ბ.დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;

ბ.ე) შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა, ერთიანი რეესტრის წარმოება;

ბ.ვ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება, აღრიცხვა და გაცემა;

გ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა:

გ.ა) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლების და თანამდებობრივი გადაადგილების ანალიზი;

გ.ბ) შემოსავლების სამსახურის სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა მოზიდვის საჭიროების პროგნოზის განსაზღვრა;

დ) შემოსავლების სამსახურში სტაჟირების და პრაქტიკის გავლის ორგანიზება;

ე) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ვ) საშტატო განრიგის დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ზ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება;

ბ) თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა:

ბ.ა) შემოსავლების სამსახურის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების გეგმის შედგენა;

ბ.ბ) უმაღლეს სასწავლებლებთან, დასაქმების სააგენტოებთან ურთიერთობის დამყარება;

ბ.გ) სამსახურში კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

გ) შემოსავლების სამსახურში არსებული სამუშაოს ანალიზი, სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;

დ) შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა ადაპტაციის სისტემის შემუშავება და მართვა;

ე) შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის დაგეგმვა, ანალიზი და მართვა;

ზ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 8 ივლისის ბრძანება №18664 - ვებგვერდი, 14.07.2020წ.

დანართი
№16 (ამოღებულია)

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №25984 - ვებგვერდი, 29.09.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №28405 - ვებგვერდი, 25.10.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №35729
- ვებგვერდი, 19.11.2021წ.

დანართი №17

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 8 ივლისის ბრძანება №18668 - ვებგვერდი, 14.07.2020წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულე