1. დეპარტამენტის ფუნქციაა შემოსავლების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება, მისი საქმიანობის მიზნების მიღწევასა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებაში ხელშეწყობა, დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას.

2. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურს მიზნების მიღწევაში ხელს უწყობს შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:

ა) შემოსავლების სამსახურის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) შემოსავლების სამსახურის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) შემოსავლების სამსახურის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) შიდა აუდიტორული შემოწმებისას საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება, რათა გამოთქვას მოსაზრება/გასცეს რწმუნება შესამოწმებელი ობიექტის (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის/ქვედანაყოფ(ებ)ის) შეფასების ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

თ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, კომპეტენციის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის ობიექტურობის პრინციპის დაცვითა და არსებული რისკების გათვალისწინებით;

ი) სხვა საქმიანობების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობენ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და დამოუკიდებლობის პრინციპებს.

3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედებ