1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდა აუდიტის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, ემორჩილება მხოლოდ კანონს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპების გათვალისწინებით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედებს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
4. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
5. დეპარტამენტის შესწავლისა და ანალიზის/შეფასების საგანი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია იყოს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერ