1. დეპარტამენტი შიდა აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვას ახდენს რისკის შეფასების საფუძველზე და ახორციელებს ორ დონეზე - შიდა აუდიტის სუბიექტისა და ინდივიდუალური შიდა აუდიტორული შემოწმების დონეზე:

ა) შიდა აუდიტის სუბიექტის დონეზე – დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიური გეგმებს და დასამტკიცებლად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს;

ბ) ინდივიდუალური აუდიტორული შემოწმების დონეზე - შიდა აუდიტის განხორციელებამდე, დეპარტამენტის უფროსი ადგენს და ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას და პროგრამას, სადაც განისაზღვრება შიდა აუდიტის ობიექტი, კონკრეტული მიზნები, შიდა აუდიტის მოქმედების მასშტაბი, შიდა აუდიტის პროცესები, შესამოწმებელი აქტივობები, შიდა აუდიტის კრიტერიუმები, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა, საფუძველი და სხვა.

2. შიდა აუდიტორული შემოწმება და შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადების წესი:

ა) შიდა აუდიტორული შემოწმება ტარდება შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესაბამისად;

ბ) შიდა აუდიტორული შემოწმება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ბ.ა) დაგეგმვა – რისკის შეფასება, აუდიტორების შერჩევა, მეთოდები, წინასწარი კვლევა, შიდა აუდიტორული შემოწმების მიზანი და მოქმედების სფერო, შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის და პროგრამის შემუშავება;

ბ.ბ) განხორციელება – პროგრამის განხორციელება, კონტროლის მექანიზმების შეფასება, მტკიცებულებების მოძიება;

ბ.გ) ანგარიშგება – რეკომენდაციების შემუშავება, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტისა და შიდა აუდიტორული შემოწმების საბოლოო ანგარიშის მომზადება;

ბ.დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი – შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად შემუშავებული სამოქმედო გეგმების განხორციელების მდგომარეობის პერიოდული კონტროლი;

გ) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად შიდა აუდიტის ჯგუფი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელშიც აისახება შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, მიგნებები, ინფორმაცია მოპოვებული მასალების თაობაზე, შიდა აუდიტორული შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების შეფასება, არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ;

დ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაცნობისა და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელს საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით, რისთვისაც განესაზღვრება გონივრული ვადა;

ე) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად;

ზ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი მასთან კონსულტაციის შემდეგაც არ დაეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს, შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში;

თ) შიდა აუდიტის ჯგუფი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს, რომელსაც დეპარტამენტის უფროსი შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს;

ი) თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის შემოსავლების სამსახურის უფროსს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

კ) შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელები შიდა აუდიტორულ ანგარიშზე რეაგირებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან დეპარტამენტს.

3. დოკუმენტირება:

ა) დეპარტამენტში არსებული დოკუმენტები წარმოადგენენ შიდა აუდიტის სუბიექტის საკუთრებას, ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით;

ბ) მტკიცებულებების შეგროვების და დოკუმენტირების პროცესში, შიდა აუდიტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტი იცავს შესაბამის პროფესიულ სტანდარტებ