1. დეპარტამენტის თანამშრომელი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევებში.
2. დეპარტამენტის თანამშრომლის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – შემოსავლების სამსახურის უფროსი.
დანართი №18 (ამოღებულია)
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აპრილის ბრძანება №11160 - ვებგვერდი, 18.04.2019წ.
დანართი №19
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულება
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022