1. აუდიტის და დავების მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულებით“ (დანართი №8) დადგენილი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულებით“ (დანართი №7) დადგენილი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების, მათ შორის, დავების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა;
გ) აუდიტის და დავების დეპარტამენტების დებულებებით დადგენილ ფუნქციებთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე დეპარტამენტში შემოსულ შიდა სამსახურებრივ კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება და ერთგვაროვანი მიდგომების უზრუნველყოფა;
დ) აუდიტის და დავების დეპარტამენტების ფუნქციებთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შერჩევასთან, მათ დანერგვასა და სრულყოფასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონშესაბამისობის ღონისძიებების ხარისხის კონტროლის პროცედურების შემუშავება, მათ საფუძველზე ხარისხის კონტროლის განხორციელება და შესაბამის შედეგებზე რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და მისი დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. დაბეგვრისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გადასახადებითა და შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლებით დაბეგვრასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პროცედურული და სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;
ბ) საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან მიღებული წინადადებების, დავების განმხილველი ორგანოების (მათ შორის, სასამართლოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი განმარტებების მოქმედ კანონმდებლობასთან და სამსახურის ერთიანი ადმინისტრირების პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ხარისხის კონტროლი;
ე) საგადასახადო შემოწმებისას გადასახადებით დაბეგვრასთან და შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლების გადახდასთან დაკავშირებით გამოკვეთილი ტენდენციების გაანალიზება და შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების სრულყოფის მიზნით წინადადებების, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ვ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების ანალიზი, მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის დანერგვის მიზნით სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის განმარტებითი მითითებების შემუშავება და მიწოდება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით შემუშავებული ღონისძიებების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და მისი დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;
მ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. სერვისების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) არსებული და პოტენციური გადასახადის გადამხდელთა განათლების პროგრამების შემუშავება და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა, ასევე შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების წარდგენა, ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება და დამტკიცების კოორდინაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სერვისების განვითარების ერთიანი კონცეფციის ფორმირება;
გ) მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სერვისების:
დ.ა) შექმნის (დიზაინის), მიწოდების, სტანდარტიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესების გაუმჯობესება და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
დ.ბ) პროცესებისა და პროცედურების რეგულარული შეფასება, გაუმჯობესება, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე;
ე) სერვისების პროცედურებსა და ხარისხში კვლევების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) მომხმარებელთან კომუნიკაციის არსებული არხებისა და დისტანციური, ციფრული და ჰიბრიდული სერვისების მიწოდების ფორმების ანალიზი, მათი სრულყოფისა და განვითარების მიზნით შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
ზ) ახალი სერვისების დანერგვისა და არსებული სერვისების განახლების პროცესში პროექტების კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელება და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
თ) თვითმომსახურების ინსტრუმენტებისა და სერვისებთან დაკავშირებული ციფრული საკომუნიკაციო კონტენტის (მათ შორის, სერვისის მოხმარების სახელმძღვანელოების, ვიდეოინსტრუქციების, სერვისის ინფორმაციული გზამკვლევების) დაგეგმვა, შექმნა და განვითარება;
ი) სერვისებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება შესაბამისი საკომუნიკაციო არხების საშუალებით;
კ) სერვისების მიწოდების პროცესებთან დაკავშირებული ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების და სტანდარტების შემუშავება, პერიოდული განახლება და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) (ამოღებულია - 26.08.2
025, №18917);
ბ) (ამოღებულია - 26.08.2
025, №18917);
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულებით“ (დანართი №9) დადგენილი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებით“ (დანართი №10) დადგენილი ფუნქციების შესრულებისთვის კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;
ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დებულებით“ (დანართი №21) დადგენილი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონშესაბამისობის ღონისძიებების ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცედურების შემუშავება და მის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
5. სერვისებისა და კომუნიკაციის ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სერვისებისა და კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვასა და არსებულის გაუმჯობესებაზე წინადადებების მომზადება და მის დანერგვა/განახლებაში დახმარების გაწევა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის;
ბ) სერვისებისა და კომუნიკაციის პროცესში „კომუნიკაციის სტანდარტის“ დარღვევების, არასრულად გაწეული კონსულტაციების, რთული, არასტანდარტული ან პრობლემური შემთხვევების/შეფერხებების წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი პირ(ებ)ის ან/და სტრუქტურული ერთეულების ჩართვის უზრუნველყოფა;
გ) სერვისებისა და კომუნიკაციის პროცესის მეთვალყურეობა როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე ვიზიტების საშუალებით, იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელს/სხვა დაინტერესებულ პირსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს შორის მყარდება კომუნიკაცია (მათ შორის, საგადასახადო/საბაჟო დავის განხილვისას) ან/და რომელიც მოიცავს სერვისის მიწოდების ელემენტებს;
დ) შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებულ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით გადამხდელთა მოსაზრებების შეგროვება;
ე) შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ გაწეული კონსულტაციის შეფასება როგორც კომუნიკაციის სტანდარტის, ასევე კომპეტენციის მიმართულებით და შესაბამისი რეაგირება;
ვ) სერვისებისა და კომუნიკაციის კონტროლის განმახორციელებელი პირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავება;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით სერვისის ხარისხის შესაფასებელი ღონისძიებების განხორციელება და მის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;
თ) სერვისებისა და კომუნიკაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის, არსებული საკადრო რესურსების განვითარებისა და გაძლიერებისთვის წინადადებების ინიცირება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდების მიზნით;
ი) სერვისებისა და კომუნიკაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის, თანამშრომლების მხარდაჭერის საჭიროებების გამოვლენა (ინფრასტრუქტურასთან, გარემო პირობებთან, საინფორმაციო
ტექნოლოგიებთან ან მომსახურების გაწევის პროცედურასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთან) და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
კ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მხარდაჭერა მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში თანამშრომელთა მიღების სწავლებისა და მოტივაციის სისტემების დანერგვაში;
ლ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა სერვისებისა და კომუნიკაციის პროცედურასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებაში;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;
პ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აპრილის ბრძანება №11160 - ვებგვერდი, 18.04.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 იანვრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 17.01.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №29567 - ვებგვერდი, 02.10.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №23171 - ვებგვერდი, 02.02.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 09 ოქტომბრის ბრძანება №24891
- ვებგვერდი, 12.10.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №18917
- ვებგვერდი, 02.09.2025წ.
დანართი №20 (ამოღებულია)
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 მარტის ბრძანება №7308 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
დანართი №21
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დებულე