დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების დაგეგმვას;

ა1 ) გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის წარმოებას;

ბ)  გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგს;

გ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებას;

გ1) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების გამოვლენას;

ე) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვას და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;

ვ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვას და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას;

ზ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადებას და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

თ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე სამსახურში შემოსული განცხადებების განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ხელშეკრულების გაფორმებას;

კ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას,  სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;

ლ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენას;

მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადებას;

ნ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან/ცრუმაგიერი პირების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენას და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობას;

ო) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოში;

ო1) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან, აგრეთვე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების და საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენლ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით   სასამართლოში   მიმდინარე   დავებში  სამსახურის წარმომადგენლობა, თუ სასარჩელო მოთხოვნას   წარმოადგენს   მხოლოდ  ამ ქვეპუნქტში მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტების  და  საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონშესაბამისობის განხილვა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამსახურის წარმომადგენლობას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენას და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადებას;

ტ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ივლისის ბრძანება №22499 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №17182 - ვებგვერდი, 06.07.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება №2678 - ვებგვერდი, 14.02.2024